x
image
თორ ნიკე
თუ მასშტაბს შევამცირებთ იმდენად, რომ მზე გოლფის ბურთის ზომის გახდება, რამდენად შორს იქნება მისგან მისი უახლოესი ვარსკვლავი?
თუ მასშტაბს შევამცირებთ იმდენად,  რომ მზე გოლფის ბურთის ზომის გახდება,  რამდენად შორს იქნება მისგან მი


ზოგჯერ რთულია ადამიანის ტვინმა სწორად აღიქვას არათუ სამყაროს, არამედ ჩვენი კონკრეტული გალაქტიკის მასშტაბები (რომელიც დაკვირვებად სამყაროში მდებარე 2 ტრილიონი გალაქტიკიდან ერთ-ერთია). ამიტომ იმის წარმოსადგენად თუ რამდენად დიდია ის, მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: თუ ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებს შევამცირებთ 33 მილიარდჯერ, მაშინ ჩვენი მზე უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც გოლფის ბურთი (ან ჩოგბურთის ბურთი) - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს იქნება 4 სანტიმეტრის დიამეტრის პატარა ბურთი. ამდენად შემცირებულ სამყაროს მოდელში, რამდენად დაშორებული იქნება ჩვენს ხელში მოქცეული ამ პატარა ბურთიდან (მზიდან) მასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი (პროქსიმა კენტავრი - შესაბამისად ისიც ასეთივე მცირე სიდიდის ბურთად ქცეული შემცირებულ მასშტაბში), თუ დავდგებით საფეხბურთო მოედანზე? თქვენი აზრით, რამდენ მეტრში იქნება მეორე "ბურთი"?

ამაზე პასუხი არის ის, რომ არავითარი საფეხბურთო მოედანი ამას არ ეყოფა. არც ქალაქი. კერძოდ, თუ ბათუმის სანაპიროზე დავიკავებთ ხელში ამ ბურთს (მზეს), მეორე ბურთი (პროქსიმა კენტავრი) იქნება 1200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში, კერძოდ, დაახლოებით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, რომელიც შავი ზღვის მოპირდაპირე მხარის სანაპიროზეა გაშენებული (ბათუმსა და ვარნას შორის 1140 კილომეტრია დაშორება). თუ ბათუმსა და ვარნას შორის გემით იმოგზაურებთ, გაამრავლეთ ეს მანძილი მინიმუმ 33 მილიარდზე და ეს დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ რეალურად რამხელა მანძილითაა დაშორებული მზე თავის უახლოეს ვარსკვლავს (40 ტრილიონი კილომეტრით). ჩვენს გალაქტიკაში ყველა, 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი არის ბევრად უფრო დაშორებული ჩვენგან, ვიდრე პროქსიმა კენტავრი.


მანძილი ბათუმიდან ვარნამდე 1140 კილომეტრია



კიდევ მეტი სიცხადე რომ შემოვიტანოთ, იგივე მასშტაბით, რაც ზემოთაა აღწერილი, როცა მზეს წარმოვიდგენთ გოლფის ბურთისხელას, თავად ჩვენი პლანეტის და მზის სისტემის ზომა ამგვარია: ვინაიდან მზის დიამეტრი 100-ზე მეტჯერ (უფრო ზუსტად 109-ჯერ) აღემატება დედამიწისას, ამ მასშტაბში დედამიწა იქნება გოლფის ბურთიდან დაშორებული 4 მეტრით და იქნება ქვიშის მარცვლის ტოლი. ნეპტუნი, მზიდან ყველაზე დაშორებული პლანეტა (პლუტონი ითვლება უკვე ჯუჯა პლანეტად და არა პლანეტად) იქნება პატარა ჭიანჭველა, რომელიც გოლფის ბურთიდან რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებულია და მიწაზე დაცოცავს. ვინაიდან ნეპტუნი 30-ჯერ უფრო დაშორებულია მზიდან, ვიდრე დედამიწა, ესეიგი ზუსტად რომ ვთქვათ, ეს 1 მილიმეტრის სიგრძის ჭიანჭველა (ნეპტუნი) გოლფის ბურთიდან დაშორებული იქნება 120 მეტრით. (იხ. ვიდეო);



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
67
  
4 ივნისი, 20:40
If we zoomed out so that the sun was the size of a golf ball, how far away would its nearest star be?

Sometimes it is difficult for the human brain to correctly perceive not only the scale of the universe, but of our particular galaxy (which is one of the 2 trillion galaxies in the observable universe). So to give you an idea of ​​how big it is, here's an example: if we scale our galaxy down 33 billion times, then we have to imagine our sun as a golf ball (or tennis ball) - to be more precise, it would be a small ball about 4 centimeters in diameter. In such a reduced model of the universe, how far away from this small ball (the Sun) in our hands would be the nearest star (Proxima Centauri - therefore also reduced to a ball of the same size on a reduced scale), if we stood on a football field? How many meters do you think the second "ball" will be?
The answer to that is that no football field is enough for that Not even a city. In particular, if we hold this ball (the sun) in our hands on the Batumi beach, the second ball (Proxima Centauri) will be in a city 1200 kilometers away, namely in the Bulgarian city of Varna, which is located on the opposite side of the Black Sea (Batumi and Varna are 1140 kilometers away from each other).
4 ივნისი, 20:40
If you travel by ship between Batumi and Varna, multiply this distance by at least 33 billion and it will help you imagine how far the Sun is actually from its nearest star (40 trillion kilometers). All of the more than 200 billion stars in our galaxy are much more distant from us than Proxima Centauri.
To further clarify, on the same scale as described above, when we imagine the Sun to be the size of a golf ball, the size of our planet and the Solar System itself is this: Since the Sun is more than 100 times (more precisely 109 times) the diameter of the Earth, on this scale the Earth would be 4 meters away from the ball and will be the size of a grain of sand. Neptune, the farthest planet from the Sun (Pluto is already considered a dwarf planet rather than a planet) would be a tiny ant crawling on the ground a few tens of meters from a golf ball. Since Neptune is 30 times farther from the Sun than Earth, to be precise, this 1-millimeter-long ant (Neptune) would be 120 meters away from the golf ball.
0 1 2