საბუნებისმეტყველო 4 მილიარდ წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ტრილიონზე მეტი ვარსკვლავის შემცველ გიგანტურ გალაქტიკაში 31 მაისი, 14:54 ჩვენი გალაქტიკა - "ირმის ნახტომი", იგივე "რძის გზა" მოძრაობს ანდრომედას გალაქტიკის მიმართულებით. NASA-ს ჰაბლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ორის დიდი გალაქტიკური "შეჯახება" და ურთიერთშერწყმა უბრალოდ გარდაუვალია და მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენს გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, საშუალოდ 200 მილიარდი. ანდრომედას გალაქტიკაში კი 1 ტრილიონამდე ვარსკვლავია. ანდრომედას გალაქტიკა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეა. ის ჩამოყალიბდა ორი სხვადასხვა გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმით, რაც 3 მილიარდი წლის წინ მოხდა. ირმის ნახტომის და ანდრომედას გალაქტიკების შერწყმა კი მოხდება დაახლოებით ოთხ ან ხუთ მილიარდ წელიწადში. შედეგად წარმოიქმნება გიგანტური ერთიანი გალაქტიკა ტრილიონზე (ათას მილიარდზე) ბევრად მეტი ვარსკვლავით. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ვარსკვლავები გალაქტიკათა შერწყმისას ერთმანეთს თითქმის არ შეეჯახებიან, ვინაიდან მათ წარმოუდგენლად დიდი მანძილები აშორებს ერთმანეთისგან და შანსები რომ ერთმანეთთან შეხებაში მოვიდნენ უკიდურესად მცირეა. თუმცა ორი გალაქტიკის შერწყმა უდიდეს გავლენას მოახდენს ორივე მათგანზე - მათი გრავიტაციული ურთიერთქმედება გამოიწვევს ახალი ვარსკვლავების დაბადების ძლიერ სტიმულაციას, ვარსკვლავთწარმოქმნა ძალიან გააქტიურდება და ფორმირდება დამატებით კიდევ უამრავი ახალი ვარსკვლავური სისტემა ახალ გიგანტურ გალაქტიკაში, რომელსაც მეცნიერები უკვე უწოდებენ "მილკომედას". თუ ჩვენი ცივილიზაცია განაგრძობს თუნდაც ძალიან ნელ წინსვლას და უბრალოდ უზრუნველყოფს თავისი თავის გადარჩენას და არსებობას, მაშინ, 4 ან 5 მილიარდ წელიწადში კაცობრიობის შთამომავალი ზე-განვითარებული არსებების ცივილიზაცია იქნება მინიმუმ იმ დონეზე, რასაც კარდაშევის მესამე ტიპის ცივილიზაციას ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ამ ცივილიზაციას შეეძლება მთელი გალაქტიკის მასშტაბით არსებული ვარსკვლავების ათვისება, როგორც მათი ენერგიის გამოსაყენებლად, ასევე ახალი ჰაბიტატების, ახალი სამოსახლოების ასათვისებლად თუ შესაქმნელად (ტერაფორმირებისთვის). კაცობრიობის ამგვარი მაღალტექნოლოგიური შთამომავლობა (რომელიც აღარ იქნება კაცობრიობა ამ სახით, არამედ იქნება ერთი ან მრავალი სხვადასხვა ინტელექტუალური ბიოლოგიური სახეობა თუ არაბიოლოგიური ან ნაწილობრივ ბიოლოგიური არსებები) გავრცელდება ტრილიონზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი ახალწარმოქმნილი გალაქტიკის მთელი მასშტაბით და აითვისებს მისი ვარსკვლავური სისტემების, მათი პლანეტების და ამ პლანეტების მთვარეების (ბუნებრივი თანამგზავრების) დიდ ნაწილს. შესაძლოა წარმოიქმნას გალაქტიკური იმპერია დასახლებული წარმოუდგენელი, უკვდავი არსებების მაღალგანვითარებული ცივილიზაციით, რომლებსაც ისეთი შესაძლებლობები ექნებათ, რაც ახლა "ღმერთობასთან" ასოცირდება. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა გადალახავს ამ რთულ მომენტს, როდესაც ნულოვანი ტიპის ცივილიზაციიდან ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავა და გახდება პირველი ტიპის ცივილიზაცია. ახლა თვითგანადგურების საფრთხე ძალიან დიდია. შესაძლოა კაცობრიობამ თავისი იარაღით (მაგალითად ატომური იარაღით) ამოიწვას და ამოიშანთოს საკუთარივე თავი და მომავალში უზარმაზარი გალაქტიკური რესურსები უბრალოდ აუთვისებელი დარჩეს ინტელექტუალური სიცოცხლის არარსებობის გამო - ვერავინ დატკბეს მისი სილამაზით და იდუმალებით, ვერავინ ნახოს დიდებული გალაქტიკური შერწყმის მოვლენა, ვერავინ ისარგებლოს მისი კოლოსალური რესურსებით და ვერავინ შექმნას რაღაც უფრო მშვენიერი - აღმატებული ეპოქა, რომელიც სამუდამოდ დარჩება სამყაროს დრო-სივრცის კონტინუუმში. წყარო: Andromeda-Milky way collision - Wikipedia; წყარო 2: NASA's Hubble shows Milky Way is Destined for Head-on Collision; კრებულები1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. მეცნიერება - ნაწილი V 6. სხვადასხვა - ნაწილი I 7. სხვადასხვა - ნაწილი II 8. ქართული მითოლოგია 9. რელიგია 10. საქართველო - ნაწილი I 11. საქართველო - ნაწილი II 12. ქართული სახელმწიფოები 13. პროტოქართველები 14. კავკასიური კულტურები 15. პარანორმალი 16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმებიავტორი: თორნიკე ფხალაძე114 1-ს მოსწონს |
Our galaxy - "Milky Way" moves in the direction of the Andromeda Galaxy. Data from NASA's Hubble show that a major galactic collision and merger between these two is simply inevitable and only a matter of time. There are between 100 and 400 billion stars in our galaxy, with an average of 200 billion. There are up to 1 trillion stars in the Andromeda galaxy. The Andromeda galaxy is the closest to us. It was formed by the merger of two different galaxies, which happened 3 billion years ago. The Milky Way and Andromeda galaxies will merge in about four or five billion years. The result is a giant single galaxy with many more than a trillion (thousand billion) stars. It is also worth noting that existing stars will almost never collide with each other during the merger of galaxies, since they are incredibly far away from each other, and the chances of them coming into contact with each other are extremely small. However, the merger of two galaxies will have the greatest impact on both of them - their gravitational interaction will cause a strong stimulation of the birth of new stars, star formation will become very active and many more new star systems will be formed in the new giant galaxy, which scientists already call "Millkomeda".