x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-6
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-6



1. მეცნიერებმა 2024 წელს ნეანდერტალელი ქალის "Shanidar Z"-ის სახე აღადგინეს, რომელიც ძვ.წ. 73, 000 წლისთვის ცხოვრობდა ერაყის დღევანდელ ტერიტორიაზე და აღმოაჩინეს 2018 წელს შანიდარის გამოქვაბულში. ის 40 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა და სიმაღლით 1.5 მეტრი იყო. ნეანდერტალელები ევრაზიაში ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. 400 ათასი წლისთვის და გადაშენდნენ დაახლოებით ძვ.წ. 37, 000 წლისთვის. იხ. წყარო.


ნეანდერტალელი ქალის აღდგენილი სახე,  რომელიც ძვ.წ. 73, 000 წლისთვის ცხოვრობდა



2. კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მეცნიერები 2024 წლის სექტემბრიდან უკვე ადამიანებზე იწყებენ კვლევებს იმისთვის, რომ გამოსცადონ ტექნოლოგია, რომელიც გამოიგონეს და რომელიც ახალ კბილებს ზრდის, ცილის USAG-1-ის დეაქტივაციის საშუალებით. ვინაიდან ეს ცილა ხელს უშლის ახალი კბილების ამოსვლას. მისი დროებითი დეაქტივაცია კი ახალ კბილს ამოიყვანს იმ ზრდასრული (მათ შორის ხანშიშესული პაციენტებისთვის), ვინც კარიესის გამო დაკარგეს კბილები. იხ. წყარო.


დაკარგული კბილები შეიძლება ბუნებრივად იქნას გაზრდილი.




3. გენური თერაპიის - კრისპერის (CRISR) მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს 2024 წელს. ამ ბრიტანელ გოგონას, სახელად ოპალ სენდის (Opal Sandy), რომელიც წლინახევრისაა, სმენითი ნეიროპათია ჰქონდა დაბადებიდან, გამოწვეული გენის (სახელწოდებით OTOF-ის) მუტაციით, რომელიც გამოყოფს ცილა ოტოფერლინს და ამით შიდა ყურისა და ტვინის ნეირონების კავშირს უზრუნველყოფს. ყურში ბგერები შედის, მაგრამ ამ დროს ტვინი ვეღარ აღიქვამს მათ ბგერებად და ვითარდება სიყრუე. გოგონას ინექციების სერიას უკეთებენ ერთ ყურში და უკვე სმენა აღუდგა. მომდევნო ეტაპზე, ორივე ყურში იგეგმება ინექციები. იხ. წყარო.


ოპალ სენდი (Opal Sandy) - დაბადებიდან ყრუ გოგონა,  რომელსაც გენური თერაპიით სმენა აღუდგინეს




4. 2024 წელს ჩინეთმა საბრძოლო რობოტი ძაღლები საჩვენებლად გამოიყვანა ცენტრალურ კამბოჯაში ჩატარებული 15-დღიანი სამხედრო წვრთნის დროს. ეს და სხვა ამგვარი რობოტები როგორც ჩანს გამოყენებული იქნება მომავლის როგორც სამხედრო კონფლიკტებში, ასევე პოლიციის მიერ სამოქალაქო დანაშაულის წინააღმდეგ. ეს იქნება როგორც დისტანციურად მართვადი, ასევე თვითმართვადი რობოტები. იხ. წყარო.


ჩინეთმა საბრძოლო რობოტი ძაღლები შექმნა




5. დინგნისკარტა ვეშაპებს ძუძუმწოვარი ცხოველებიდან ყველაზე მეტხანს შეუძლიათ წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავება. მაგალითად 2024 წლამდე დაფიქსირებულთა შორის, ერთ-ერთმა ვეშაპმა ყველაზე დიდხანს ჩაყვინთა 3 საათისა და 42 წუთის განმავლობაში. ადამიანის მსოფლიო რეკორდი 24 წუთი და 37 წამია. ასევე ცნობილია, რომ კაშალოტები საშუალოდ საათნახევარი ჩერდებიან წყალქვეშ, ხოლო ზღვის სპილოები 2 საათის განმავლობაში. წყლის ძუძუმწოვრებს ამაში ხელს უწყობს კუნთებში დიდი რაოდენობით მიოგლობინის ცილის არსებობა. ის ადამიანებშიცაა, მაგრამ გაცილებით მცირე კონცენტრაციით. თან წყლის ძუძუმწოვრებში ეს ცილები დადებითადაა დამუხტული, ამიტომ ისინი მაგნიტის პოლუსების მსგავსად ერთმანეთს იგერიებს, ერთმანეთს არ ეწებებიან და შედეგად მათში დაავადებებიც არ ვითარდება მიუხედვად მათი დიდი კონცენტრაციისა კუნთებში. შესაძლოა დიდხანს წყალქვეშ გაძლებაში ასევე დადებით როლს თამაშობს მათი ორგანიზმის შედარებით დაბალი მეტაბოლიზმიც. (იხ. წყარო).

ბოთლცხვირა დელფინები საშუალოდ წყალქვეშ ძლებენ ჩაუსუნთქვად 8-10 წუთის განმავლობაში, ორკა ვეშაპები - 5-15 წუთი, ლურჯი ვეშაპები - 90 წუთი მეტ-ნაკლებად კომფორტულად ძლებენ, მაგრამ ზოგადად, მათი საშუალო ჩაყვინთვები მაინც 45 წუთი გრძელდება. ზღვის ლომები (Weddel Seals) 80 წუთამდე იკავებენ სუნთქვას და ხშირად 600 მეტრ სიღრმეზე ყვინთავენ. შედრებისთვის, ზღვის წავები მხოლოდ 4-5 წუთით ძლებენ წყალქვეშ ერთი ჩასუნთქვით.


წყალქვეშ სუნთქვის შეკავების ჩემპიონი ძუძუმწოვრები


ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-5;


კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0