x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო მეცნიერული ფაქტები
საინტერესო მეცნიერული ფაქტები


დიდი ალბათობით, არსებობს მულტისამყარო. ჩვენი სამყაროს გარდა კიდევ უამრავი სხვა სამყარო არსებობს, რომელთა რაოდენობის რიცხობრივი გამოსახვა შეუძლებელია მათი სიმრავლის გამო. სრულიად შესაძლებელია, მათი რაოდენობა იყოს უსასრულოდ დიდი.


ჩვენი კონკრეტული სამყარო წარმოიშვა დიდი აფეთქებით. ქრისტეს შობისას, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჩვენს სამყაროს უკვე შესრულებული ჰქონდა თავისი არსებობის 13.8 მილიარდი წელი, ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს - 13.6 მილიარდი წელი, ჩვენი მზის სისტემას (მზეს და მის პლანეტებს) - 4.6 მილიარდი წელი. დედამიწასაც, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში შესრულებული ჰქონდა თავისი ჩამოყალიბების დაწყებიდან 4.6 მილიარდი წელი, ხოლო საბოლოო სახით ფორმირებიდან 4.54 მილიარდი წელი. სიცოცხლე დედამიწაზე უკვე იყო 4 მილიარდ წელზე მეტი ხნის.


ჩვენი სამყაროს ფორმა ბრტყელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ გაფართოვდება და სამუდამოდ იარსებებს - სულ იარსებებს მინიმუმ ორი მისი შემადგენელი: დრო-სივრცე და ენერგია.



საინტერესო მეცნიერული ფაქტები


21-ე საუკუნის მდგომარეობით, ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი 46.5 მილიარდი სინათლის წელია, ხოლო ჩვენი სამყაროს დაუკვირვებადი ნაწილი (რომლის დაკვირვებაც ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია), ამაზე მილიონობით, მილიარდობით, ტრილიონობით ან უსასრულოდ დიდია. მხოლოდ ჩვენს დაკვირვებად დამყაროში დაახლოებით 1 ტრილიონი გალაქტიკაა. აქედან ზოგიერთი ჯუჯა გალაქტიკაა და მხოლოდ ათასობით ან მილიონობით ვარსკვლავს შეიცავს, ზოგი კი გიგანტური გალაქტიკაა და ასობით მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. საშუალოდ, თითოეული გალაქტიკა 100 მილიარდამდე ვარსკვლავს შეიცავს. სულ, დაკვირვებად სამყაროში 10^23 (ასი სექსტილიონი) ვარსკვლავია, მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა რაოდენობა აღწევს 100 მილიარდიდან 400 მილიარდამდე. სამყაროში, საშუალოდ, თითო ვარსკვლავზე მინიმუმ 1 პლანეტა მოდის. გალაქტიკების დიდი უმრავლესობა 13.6 - 10 მილიარდი წლისაა.


საინტერესო მეცნიერული ფაქტები


უდიდესი ალბათობით, დროთა განმავლობაში, ვინაიდან ჩვენი სამყარო ბრტყელია და ასევე ბნელი ენერგიაც დაიშლება, ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი მუდმივად გაიზრდება რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ და შეგვეძლება დავაკვირდეთ და მივაღწიოთ კიდეც უფრო და უფრო მეტ გალაქტიკას, რომელიც ამჟამად ჩვენ მიერ დაკვირვებადი სივრცის მიღმა მდებარეობს (გია დვალი - რა ვიცით სამყაროს მომავალზე?).





ელემენტარული ნაწილაკები, როგორიცაა კვარკები, ელექტრონები, ნეიტრინოები და ა.შ., რომლებიც შეადგენენ ყველა ატომს, არსებობენ ჩვენი სამყაროს დაბადებიდან დღემდე და არსებობენ (იარსებებენ) მუდმივად. ჩვენი ყველა ატომი მათგან შედგება. ამგვარად, ისინი 13.8 მილიარდი წლის არიან - ჩვენი სამყაროს ხნის.

რაც შეეხება ატომებს, რომლებისგანაც შედგება ყველაფერი - ვარსკვლავებიდან და პლანეტებიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული. ატომების შემადგენელი პროტონები და ნეიტრონები დიდი აფეთქების შედეგ უმცირეს პერიოდში, რამდენიმე წუთში წარმოიქმნა. ელექტრონები კი დიდი აფეთქებიდან 380 ათასი წლის შემდეგ. ფაქტობრივად, ატომების შემადგენელი ყველა ნაწილი 13.8 მილიარდი წლისაა. ფიზიკურად, ჩვენ, ადამიანები და ყველაფერი, რაც ცოცხალია, ასევე რაც არაცოცხალია და შედგება ატომებისგან და შესაბამისად, ელემენტარული ნაწილაკებისგან, არის ჩვენი სამყაროს ხნის - 13.8 მილიარდი წლის. აღსანიშნავია ისიც, რომ სტაბილური ატომები მუდმივად იარსებებს და ატომების დიდი ნაწილი, რომელიც დაიშლება, მათი შემადგენელი ნაწილები: პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები მაინც იარსებებს სამუდამოდ.


საინტერესო მეცნიერული ფაქტები


ადამიანის ორგანიზმი შედგება რამდენიმე მთავარი სახის ქმიური ნაერთისგან, ესენია: ცილები, ლიპიდები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები, მინერალები, ვიტამინები და წყალი. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის მასის 60% წყალია. წყლის თითოეული მოლეკულა ადამიანის ორგანიზმში იქნება ეს თუ მთელ დედამიწაზე ან მზის სისტემაში, არის 4.6 მილიარდი წლის. მინერალების ასაკი 4.6 მილიარდი წლიდან რამდენიმე მილიონ წლამდე მერყეობს. დანარჩენი ქიმიური ნაერთები კი ცოცხალ ორგანიზმებში იყო თავიდანვე, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა 4 მილიარდი წლის წინ.


ამგვარად, ფიზიკურად, თითოეული ადამიანი სამყაროს ხნისაა - 13.8 მილიარდი წლის. ქიმიურად კი, თითოეული ადამიანი მზის სისტემის ხნისაა - 4.6 მილიარდი წლის.

რა შეგვიძლია ვთქვათ ბიოლოგიური თვალსაზრისით? ორგვარად შეიძლება ამის განხილვა: ევოლუციურად და ინდივიდუალურად. ევოლუციური თვალსაზრისით, ვინაიდან ადამიანი არის დედამიწური სიცოცხლის ხის ერთ-ერთი ტოტი, ესეიგი ადამიანების, ისევე, როგორც სხვა ცოცხალ არსებათა და ადამიანის პირდაპირი წინაპრების ისტორია მიდის 4 მილიარდი წლის წინანდელ პერიოდამდე.

ხოლო, რაც შეეხება პიროვნულ ბიოლოგიურ ასაკს, ეს თითოეულ ზრდასრულ ადამიანს მხოლოდ ათობით წლით აღერიცხება.


2016 წლის კვლევის მიხედვით, დედამიწაზე არსებობს 100 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე სახეობის მიკრობი. მიკრობი, როგორც ცნება, მოიცავს არა მხოლოდ ბაქტერიებს, არამედ ასევე არქეებს, მიკროსკოპულ სოკოებს და პროტისტებს. 2018 წლის კვლევის მიხედვით, მხოლოდ ბაქტერიული სახეობების და არქეების რაოდენობა აღწევს 100 მილიარდს. ეს შეფასებები ეფუძნება დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზს სხვადასხვა გარემოდან და სტატისტიკური მოდელების გამოყენებას.


საინტერესო მეცნიერული ფაქტები


სიცოცხლე დედამიწაზე 6 ტაქსონომიურ სამეფოდ იყოფა: ბაქტერიები, არქეები, პროტისტები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები.

დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი არსების ბოლო უნივერსალური წინაპარი (LUCA) არსებობდა დაახლოებით 4.1-3.8 მილიარდი წლის წინ. შემდეგ, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდნენ არქეები და ბაქტერიები. შემდეგ, 2 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდნენ პირველი პროტისტები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ სოკოები 1.5-1.2 მილიარდი წლის წინ. შემდეგ ჩამოყალიბდნენ პირველი ხმელეთის მცენარეები 700 მილიონი წლის წინ. ხმელეთის მცენარეების მასშტაბური გავრცელება დაიწყო 470 მილიონი წლის წინ. ცხოველთა სამეფოს პირველი წარმომადგენლები გაჩნდნენ 1 მილიარდი წლის წინ. თევზები გაჩნდნენ 530 მილიონი წლის წინ, მწერები - 480 მილიონი წლის წინ, ობობები - 400 მილიონი წლის წინ, ამფიბიები ანუ წყალხმელეთა ცხოველები - 390 მილიონი წლის წინ, ქვეწარმავლები ანუ რეპტილიები - 315 მილიონი წლის წინ, ფრინველები - 165 მილიონი წლის წინ, ხოლო პირველი ნამდვილი და სრულად ჩამოყალიბებული ძუძუმწოვრები - 230-220 მილიონი წლის წინ.


დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენიდან ქრისტესშობამდე, დაახლოებით 4 მილიარდი წლის განმავლობაში წარმოიშვა და გადაშენდა მიკრობების (ბაქტერიების, არქეების, პროტისტების და მიკროსკოპული სოკოების) ტრილიონობით სახეობა. ამავე პერიოდში გადაშენდა მცენარეების, მაკროსკოპული სოკოების და ცხოველების ათობით მილიარდი სახეობა.





კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
312
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
312
  
17 თებერვალი, 3:04
1. If time travel is possible, and more specifically if time travel in the past is physically possible in our Universe,
2. And if the shape of our universe is flat and it expands forever, which will eventually end in its so-called "thermal death", when all the useful energy will be evenly distributed in space and no new processes and events will occur,

Then our universe will turn into an eternal time capsule, or rather a giant "film", the "disk" on which this film will be recorded will be space-time itself, and this "film" will be the entire past history of our universe. In this way, the space-time continuum of this Universe itself will contain absolutely everything that has ever happened in it.

Therefore, any highly developed civilization capable of time travel would be able to travel to the most prosperous eras of our already "heat-dead" Universe's past and bask in its splendor, witness all the events that have happened, are happening, and will happen in our Universe, and do so continuously - practically they would be able to do it forever.

And if we assume the worst case scenario, it seems that our universe is not one in which time travel is possible due to the characteristics of the physical laws of this particular universe. Or if we assume the second-worst option, that our universe will not exist forever, and even if time-space is torn apart and destroyed in tens of billions of years (which is almost impossible), even in this case, it is worth noting that there will be countless such universes in the multiverse, whose physical properties would be such that they would exist forever, allow sentient life to develop within them, and at the same time, in that universes that would be possible to travel into their own pasts. A highly developed civilization or civilizations will constantly travel through the time-spaces of such Universes.
17 თებერვალი, 2:46
1. თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, და უფრო კონკრეტულად, თუ წარსულში მოგზაურობა ფიზიკურად შესაძლებელია ჩვენს სამყაროში,
2. და თუ ჩვენი სამყაროს ფორმა ბრტყელია და ის გაფართოვდება სამუდამოდ, რაც საბოლოოდ დასრულდება მისი ე.წ. "სითბური სიკვდილით", როცა მთელი სასარგებლო ენერგია თანაბრად გადანაწილდება სივრცეში და აღარ მოხდება ახალი რაიმე პროცესები და მოვლენები,

მაშინ ჩვენი სამყარო გადაიქცევა სამუდამოდ არსებულ დროის კაფსულად, უფრო სწორად გიგანტურ "ფილმად", რომლის "დისკიც", სადაც ეს ფილმი იქნება ჩაწერილი, იქნება თავად დრო-სივრცე და ეს "ფილმი" იქნება ჩვენი სამყაროს მთელი განვლილი ისტორია სრულად. ამგვარად, თავად ამ ჩვენი სამყაროს დრო-სივრცის კონტინუუმში შენახული იქნება უკლებლივ ყველაფერი, რაც მასში ოდესმე მომხდარა.
17 თებერვალი, 2:45
შესაბამისად, ნებისმიერ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას, რომელსაც შეეძლება დროში მოგზაურობა, შეეძლება იმოგზაუროს ჩვენი უკვე "სითბურად მკვდარი" სამყაროს წარსულის ყველაზე აყვავებულ ეპოქებში და დატკბეს მისი დიდებულებით, შეესწროს ყველა მოვლენას, რაც მომხდარა, ხდება და მოხდება ჩვენს სამყაროში და ეს გააკეთოს განგრძობითად - პრაქტიკულად მათ ეს შეეძლებათ აკეთონ სამუდამოდ.

ხოლო თუ დავუშვებთ ყველაზე ცუდ ვარიანტს, რომ თითქოს ჩვენი სამყარო არ არის ასეთი, რომელშიც შესაძლებელია წარსულში მოგზაურობა ამ კონკრეტული სამყაროს ფიზიკური კანონების მახასიათებლების გამო. ან თუ დავუშვებთ მეორე ყველაზე ცუდ ვარიანტს, რომ თითქოს ჩვენი სამყარო არ იყოს ისეთი, რომ მუდმივად იარსებოს და თუნდაც დრო-სივრცის გახლეჩა და მისი განადგურება მოხდეს ათეულობით მილიარდ წელიწადში (რაც თითქმის გამორიცხულია), ამ შემთხვევაშიც კი, აღსანიშნავია, რომ მულტისამყაროში იარსებებს ამგვარი უთვალავი სამყარო, რომელთა ფიზიკური თვისებებიც იქნება ისეთი, რომ იარსებოს სამუდამოდ, უზრუნველყოს მოაზროვნე სიცოცხლის განვითარება თავის წიაღში და ამავე დროს შესაძლებელი იყოს მისსავე წარსულში მოგზაურობა. ასეთი სამყაროების დრო-სივრცეებში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია თუ ცივილიზაციები მუდმივად იმოგზაურებენ.
7 იანვარი, 1:04
Most likely, there is a multiverse. Apart from our Universe, there are many other Universes, the number of which cannot be expressed numerically due to their abundance. It is quite possible that their number is infinitely large.

Our particular universe came into being with the big bang. At the time of the birth of Christ, at the beginning of the new era, our universe had already completed 13.8 billion years of its existence, our galaxy, the Milky Way - 13.6 billion years, our solar system (the Sun and its planets) - 4.6 billion years. At the beginning of the new era, the earth had completed 4.6 billion years from the beginning of its formation, and 4.54 billion years from its final formation. Life on earth has already existed for more than 4 billion years.

The shape of our universe is flat, which means that it will expand forever and will exist forever - at least two of its constituents will exist: space-time and energy.
7 იანვარი, 1:03
As of the 21st century, the radius of our observable universe is 46.5 billion light years, and the unobservable part of our universe (which we cannot physically observe) is millions, billions, trillions, or infinitely larger than that. There are about 1 trillion galaxies in our observable universe alone. Some of these are dwarf galaxies and contain only thousands or millions of stars, while others are giant galaxies and contain hundreds of billions of stars. On average, each galaxy contains up to 100 billion stars. In total, there are 10^23 (one hundred sextillion) stars in the observable universe, with the number of stars in our galaxy alone ranging from 100 billion to 400 billion. In the universe, on average, there is at least 1 planet per star. The vast majority of galaxies are between 13.6 and 10 billion years old.

Most likely, over time, since our universe is flat and dark energy will also decay, the radius of our observable universe will continue to increase over time, and we will be able to observe and even reach more and more galaxies that are currently beyond our observable Universe.

Elementary particles such as quarks, electrons, neutrinos, etc., which make up all atoms, have existed since the birth of our universe and will exist forever. All our atoms are made of them. Thus, they are 13.8 billion years old - the age of our universe.
7 იანვარი, 1:03
As for the atoms that make up everything - from stars and planets to people. Protons and neutrons that make up atoms were formed after the Big Bang in a short period of time, after a few minutes. And electrons were made 380 thousand years after the big bang. In fact, all the parts that make up atoms are 13.8 billion years old. Physically, we, humans, and everything that is alive and non-living and everything, that are composed of atoms and therefore elementary particles, are as old as our universe - 13.8 billion years old. It is also worth noting that stable atoms will always exist, and a large part of atoms that will decay, their component parts: protons, neutrons and electrons will still exist forever.

The human body consists of several main types of chemical compounds, namely: proteins, lipids, carbohydrates, nucleic acids, minerals, vitamins and water. 60% of the mass of an adult human body is water. Each molecule of water in the human body, or in the entire Earth or solar system, is 4.6 billion years old. The age of minerals ranges from 4.6 billion years to several million years. The rest of the chemical compounds were present in living organisms from the beginning, when life appeared on Earth 4 billion years ago.

Thus, physically, each person is the age of the universe - 13.8 billion years. Chemically, each person is as old as the solar system - 4.6 billion years.
What can we say from a biological point of view? It can be considered in two ways: evolutionary and individual. From an evolutionary point of view, since humans are one of the branches of the Earth's tree of life, the history of these humans, as well as other living creatures and the direct ancestors of humans, goes back to 4 billion years ago.
7 იანვარი, 1:03
And, as for the personal biological age, it is counted for each adult person only by tens of years.

According to a 2016 study, there are between 100 billion and 1 trillion species of microbes on Earth. The term microbe includes not only bacteria, but also archaea, microscopic fungi and protists. According to a 2018 study, the number of bacterial species and archaea alone reaches 100 billion. These estimates are based on the analysis of DNA sequences from different environments and the use of statistical models.

Life on Earth is divided into 6 taxonomic kingdoms: bacteria, archaea, protists, fungi, plants, and animals.
The Last Universal Ancestor (LUCA) of all living things on Earth existed about 4.1-3.8 billion years ago. Then, about 4 billion years ago, archaea and bacteria formed. Then, 2 billion years ago, the first protists were formed, then fungi were formed 1.5-1.2 billion years ago. Then the first land plants were formed 700 million years ago. Large-scale distribution of land plants began 470 million years ago. The first representatives of the animal kingdom appeared 1 billion years ago. Fish appeared 530 million years ago, insects - 480 million years ago, spiders - 400 million years ago, amphibians - 390 million years ago, reptiles - 315 million years ago, birds - 165 million years ago, and the first real and fully formed mammals - 230-220 million years ago.

From the beginning of life on earth to the birth of Christ, in the approximately 4 billion years, trillions of species of microbes (bacteria, archaea, protists, and microscopic fungi) arose and died out. Tens of billions of species of plants, macroscopic fungi and animals became extinct during the same period.
0 1 7