x
image
თორ ნიკე
ნეანდერტალელები
ნეანდერტალელები


საქართველოს ტერიტორიაზე ნეანდერტალელი ადამიანი დაახლოებით 300 ათასი წლის წინ (3000 საუკუნის წინ) დასახლდა. მასთანაა დაკავშირებული ქვის დამუშავების ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რის შედეგადაც გაიზარდა იარაღის ტიპების რაოდენობა და მათი ფუნქციური დანიშნულება.

ჩრდილოეთიდან გავრცელებული ცივი ჰაერის მასებისგან, საქართველოს ტერიტორიას კავკასიონი იცავდა. შავი ზღვა ინარჩუნებდა საქართველოს ტერიტორიაზე სუბტროპიკულ ჰავას, რის გამოც დასავლეთ საქართველოში, მსოფლიო გამყინვარების გავლენა ძლიერ შესუსტებული იყო. გარემო მთლიანად დაბურული გახლდათ ტყეებით, სადაც ბინადრობდნენ კეთილშობილი ირმები, მგლები, ტახები, მღვიმური დათვი, ჯიხვი. ბიზონის, ცხენის და გარეული თხის ნამარხი ძვლების აღმოჩენა მიუთითებს, რომ ტყეს სტეპი და ნახევარსტეპი ენაცვლებოდა. მდიდარი ფლორა და ფაუნა ადამიანს საცხოვრებლად ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა.


ნეანდერტალელი



ნეანდერტალელთა კვალი საქართველოში ბევრგანაა აღმოჩენილი, როგორც მღვიმეებში, ასევე ზედაპირულ ძეგლებზე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი კარსტული მღვიმეა, რომელსაც ეს ადამიანები საცხოვრებლად იყენებდნენ. შუა პალეოლითში მჭიდროდ იყო დასახლებული მდინარე შაბათაღელეს კანიონში მდებარე მღვიმოვანი, სადაც 12 მღვიმიდან, ადამიანთა ცხოვრების კვალი 5 ბუნებრივ თავშესაფარშია აღმოჩენილი.


ნეანდერტალელი


ნეანდერტალელები ჰაიდელბერგელი ადამიანების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. ჰაიდელბერგელი ადამიანები პირველად გამოჩნდნენ დაახლოებით 700 ათასი წლის წინ და საბოლოოდ გადაშენდნენ 300 ათასი წლის წინ, მაგრამ სათავე დაუდეს და ჩამოაყალიბეს ნეანდერტალელები სწორედ 300 ათასი წლის წინ. (ბრიტანული ენციკლოპედიის მიხედვით) ნეანდერტალელები ძალიან ძლიერი კუნთოვანი სისტემით და ჩაფსკვნილი ტანით გამოირჩეოდნენ, ახასიათებდათ დაქანებული შუბლი, განვითარებული წარბზედა რკალები და მოკლე ნიკაპი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰომო საპიენსები და ჰომო ნეანდერტალელები გვერდიგვერდ თანაცხოვრობდნენ. მაგალითად აღსანიშნავია, რომ ბოლო უახლესმა კვლევებმა ცხადჰყო - ნეანდერტალელები გადაშენდნენ საბოლოოდ მხოლოდ 24, 000 წლის წინ, არადა აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი 40 ათასი წლის წინ გადაშედნენ.


ნეანდერტალელი


რამდენიმე ათეული ათასწლეული ჩვენი ეს ორი სახეობის ადამიანი მოსახლეობდა გვერდიგვერდ, ასიმილირდებოდა ერთმანეთში, შესაძლოა ჰქონდათ ბრძოლებიც ტომთა შორის, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ ჰყავდათ საერთო შთამომავლობა დიდი ხნის განმავლობაში. ნეანდერტალელებში დასტურდება რელიგიის ჩანასახი, დაკრძალვის რიტუალები, ნეანდერტალელები ათასობით ტომად იყოფოდნენ. გამოირჩეოდნენ ურთიერთდახმარებითაც, მთელი ტომი და მთელი ოჯახი ძალიან დიდი სიყვარულით უვლიდა თავის დაჭრილ, დასნებოვნებულ ან მოხუცებულ წევრებს და სიცოცხლეს უხანგრძლივებდნენ. ეს მონაცემებიც არქეოლოგიურმა კვლევებმა მოგვცა. ისინი იყენებდნენ ოქრით ტატუირებას, აკეთებდნენ გარკვეულ ქანდაკებებსაც კი, მათი გამოგონებაა სწორედ ფლეიტა, შუბი, წებო და ა.შ.


ნეანდერტალელი


500 ათასი წლის წინ დაიწყეს პროტონეანდერტალელებმა, იგივე ჰაიდელბერგელებმა როგორც აზიის, ასევე შემდგომში უკვე 450 ათასი წლის წინ ევროპის კონტინენტზე გავრცელება. სწორედ ამ პერიოდის ქვის იარაღებია (ქვის ნაჯახები და სხვ.) აღმოჩენილი ახლო აღმოსავლეთის გამოქვაბულებში. ასევე 2014 წელს ევროპაში, მაგრამ ორი წელიწადი დასჭირდა იმას, რომ თავის ქალა ფრთხილად და დაუზიანებლად სრულად ამოღებულიყო განამარხებული მდგომარეობით. ეს იყო 400 ათასი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა. არქეოლოგებმა ეს დიდი აღმოჩენა გააკეთეს იბერიის ნახევარკუნძულზე, პორტუგალიაში გრუტა დე აროეირას გამოქვაბულებში.


ნეანდერტალელი კაცი


"ეს არის უაღრესად საინტერესო აღმოჩენა იბერიის ნახევარკუნძულიდან, ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან, რომლის შესწავლაც აუცილებელია, თუ გვინდა, რომ გავიგოთ, როგორ მიმდინარეობდა ნეანდერტალელთა ევოლუცია." განაცხადა როლფ კუამმა, მეცნიერთა ეროვნული აკადემიის შრომითი კრებულის თანაავტორმა. მკვლევარებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, თუ რომელი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა აღმოჩენილი თავის ქალა, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებულნი არიან, რომ ის ეკუთვნის მოზარდს. "არსებობს უამრავი ნიშანთვისება, რომლითაც ვიგებთ, რომ ეს ადამიანები არიან ნენადერტალელების წინაპრები, ჯერ არ არიან სრულად ნენადერტალელები, მაგრამ არც ბევრი უკლიათ აქამდე." დაამატა კუამმა.


ნეანდერტალელების გავრცელება ევროპაში


ექსპედიცია იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ არქეოლოგებმა იქვე აღმოჩინეს ამავე პერიოდის, 400 ათასი წლის წინანდელი ქვის კომპლექსური, საკმაოდ რთული იარაღები, მაგალითად როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი თხრილის ფორმის ხელკეტები. არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ ევროპის კონტინენტზე ადრეული ნეანდერტალელების მიერ გაკეთებული იარაღები ყველაზე ცოტა, 500 ათასი წლის წინ გამოჩნდა. ეს ადამიანები უკვე ამ დროს ძალიან კარგად მოაზროვნეები იყვნენ და დიდი ალბათობით უკვე მრავალი სხვადასხვა ტომი და სამეტყველო ენა ჰქონდათ ჩამოყალიბებული.


ნეანდერტალელი


ადამიანთა ამ ორი უახლოესი სახეობის - ჰომო საპიენსისა და ჰომო ნენადერტალელის მიტოქონდრიულ გენებს შორის არსებულ სხვაობათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამ ორი სახეობის საერთო წინაპარს დაახლოებით უნდა ეცხოვრა 400 ათასი წლის წინ. ეს განსხვავებულია წინა კვლევების მონაცემებისგან, რომელთა მიხედვითაც ეს ორი სახეობა საერთო წინაპარს იზიარებდა 800 ათასი წლის წინ.


საპიენსის,  ნეანდერტალელის და დენისოველი ადამიანების თავის ქალას ზომის შედარება


ნეანდერტალელები აგროვებდნენ სოკოს, ნადირობდნენ ბოცვერზე და ლერწმის ბოჭკოსგან ამზადებდნენ თოკებს, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ნეანდერტალელ ადამიანზე წარსულში არასწორად დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი გაუთლელ, მოუქნელ, ნაკლებად ინტელექტუალურ ადამიანებად წარმოჩინდებოდნენ. ახალი აღმოჩენები და ანალიზის მეთოდოლოგია უფრო მეტ შუქს ჰფენს უძველესი ევროპელების ცხოვრების წესს. არქეოლოგების მიერ მოპოვებული უამრავი მასალა ცხადჰყოფს, რომ ნეანდერტალელები ძვლის მათგანვე შექმნილი ინსტრუმენტებით სპეციალურად ამუშავებდნენ ტყავს, ქმნიდნენ სამკაულებს ფრინველთა ბუმბულისგან, ოხრას საღებავებით ასრულებდნენ გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშებს და ალამაზებდნენ იმ ადგილებს, სადაც ცხოვრობდნენ.


ნეანდერტალელი


ნეანდერტალელების ძირითად სარჩოს ნადირობის გზით მოპოვებული მსხვილი ცხოველები (მამონტი, ირემი და სხვ.) შეადგენდა, ხოლო თუ ამგვარი რესურსი კონკრეტულ ადგილად იწურებოდა, ძველი მონადირეები იძულებულნი ხდებოდნენ თავიანთი სადგომების შემოგარენში წვრილ-წვრილი ნადირის გაჩანაგებაზე გადასულიყვნენ, მაგალითად როგორიც იყო ბოცვრები.


ნეანდერტალელის და კავკასოიდი საპიენსის შედარება


ნენადერტალელთა კბილების იზოტოპურმა ანალიზმა ცხადჰყო, რომ აზოტისა და ნახშირბადის დაგროვების დონით, ეს ადამიანები წააგავდნენ მგლებს, აფთრებს და გამოქვაბულის დათვებს. პალეოლითის ხანის მონადირეებისთვის სამრეწველო სახეობებად მსხვილი ბალახისმძოველი ცხოველები მოაზრება, თუმცა ასევე საკვებად იყენებდნენ მძორს. ასევე ეწეოდნენ მეთევზეობას და მოიხმარდნენ თევზეულს, ყოველივე ეს კი კავშირშია ევროპის ეკოლოგიასთან - გამყინვარების პერიოდის დასრულებამ მსხვილი ცხოველების გავრცელების არეალი მკვეთრად შეზღუდა და შესაბამისად საკვები ჯაჭვის შეცვლა მართლაც გახდა ძირეული ცვლილებების საწინდარი, რაც კონტინენტზე ჰომო საპიენსის ფართო გავრცელებაში გამოვლინდა. თუმცა ასეთი სურათი მონაცემების მწირი ბაზის ანალიზით იქნა მიღებული და შესაძლოა ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა მეტი სინათლე შეიტანოს პალეოლითური ხანის ევროპის კონტინენტის ისტორიის შესწავლაში.


ნეანდერტალელი


ფაქტოლოგიური მასალის ანალიზით, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფი ნეანდერტალელთა რაციონში მარცვლეულის, უფრო მოხარშულის და ნანადირევი ცხოველების კუჭიდან მოპოვებული გადაუმუშავებელი მცენარეულის ფაქტებსაც ადასტურებენ. 2006 წელს სამხრეთ საფრანგეთში აბრი დუ მარას 90 ათასი წლის ისტორიის მქონე სადგომზე გამოვლენილი იქნა არტეფაქტები, რომელთაგან მრავალის ასაკი ძვ.წ. მე-900 ან ძვ.წ. 880-ე საუკუნეა და ისინი აშკარად მიუთითებენ იქაური ნეანდერტალელი ადამიანების განსაკუთრებულ გონიერებაზე. ტერიტორიაზე გამოვლინდა 3600-ზე მეტი არქაული იარაღი. დადგინდა ნედლეულის მოპოვების ზონებიც. ერთი საბადო აბრი დუ მარედან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მეორემდე მისასვლელად კი წყლის დაბრკოლებაა გადასალახი.


ნეანდერტალელი


გამოვლენილი ქვია არტეფაქტები მიწიდან ინოვაციური მეთოდოლოგიით ამოღების შემდგომ, გარეშე ზემოქმედებისგან დასაცავად, სპეციალურ, სტერილურ პაკეტებში თავსდებოდა და გაწმენდავად, პირდაპირ ლაბორატორიაში იგზავნებოდა. იქ კი, მაღალტექნოლოგიური მიკროსკოპული დაკვირვებით, ინვენტარის სამუშაო მხარის ცვეთის დონე და რაც მტავარია, ზედაპირზე შერჩენილი ნარჩენების ნაწილაკები შეისწავლეს. კვარცის თხელმა ფენამ იარაღის ზედაპირზე ის მასალა შეინახა, რასაც ინვენტარი მიწაში მოხვედრამდე ეხებოდა. ანალიზისთვის მიღებული მონაცემები სპეციალურად დამუშავდა და მათი შედარება მოხდა ყველა შესაძლო ანალოგთან. ამგვარად, გამოისახა რეალური სურათი და შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.


ნეანდერტალელი


კვლევამ ცხადჰყო, რომ იარაღს შეხება ჰქონდა ხის მასალასთან. ალესინი ნაწილი საჭრელად გამოიყენებოდა, ხოლო მეორე ბოლო ძელის ტარში იყო ჩამაგრებული. ასევე გამოვლინდა მცენარეული, გრეხილი ბოჭკოვანი მასალა, კერძოდ ლერწამი. სწორედ ამ საშუალებით იგრიხებოდა ბაწარი, რომლითაც ქვის ალესილი პირი პალეოლითური იარაღის ტარზე მაგრდებოდა.


ახალგაზრდა ნეანდერტალელი ქალი


იარაღის ბოლოებზე ნაპოვნია სოკოს (შამპინიონის მსგავსი) ნარჩენები. ფრინველის ბუმბული, თევზის ქერცლი, მომცრო ცხოველების, მაგალითად ბოცვერის ბეწვის ნაშთები, ტყავის და ხორცის ფრაგმენტებთან ერთად. ამრიგად, იხატება სურათი, რომ აბრი დუ მარას სადგომზე მცხოვრები ნეანდერტალელები ფლობდნენ ხის იარაღის დამზადების უნარ-ჩვევებს, გრეხდნენ ბაწარს, ამ გრეხილი მასალით ამაგრებდნენ ქვის ალესილ პირებს ხის ტარებზე და სასროლ შუბებზე. ნადირობდნენ ფრინველზე და ბოცვერზე სწორედ სატყორცნი სადხედებით, თევზაობდნენ, აგროვებნენ სოკოს, არჩევდნენ რომელი იყო მომწამვლელი სახეობის სოკო და რომელი არა, საკვებად ასევე იყენებდნენ მრავალფეროვან მცენარეებს.


ნეანდერტალელები


გენეტიკოსებმა ადამიანთა გენომისგამოყოფის საშუალებით დაადგინეს ნათესაური კავშირი თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტალელებს შორის. ბოლოდროინდელი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ არააფრიკელი (არა ნეგროიდი), არამედ თეთრკანიანი, ევროპოიდი, იგივე კავკასოიდი ადამიანები ყველაზე მეტი რაოდენობით ვატარებთ ნეანდერტალელების გენების 5%-მდე ვატარებთ, ხოლო მონღოლოიდები 2%-მდე.

ნეანდერტალელების და ანატომიურად თანამედროვე ადამიანების ანუ ჰომო საპიენსების მრავალათასწლოვანი თანაცხოვრება აისახა იმ ნიშნებში, რომლებიც ნეანდერტალელებისგან გადმოგვეცა თანამედროვე კავკასოიდ ადამიანებს, ესენია:


1. კეფის ბურცობი.

2. წაგრძელებული თავის ქალა.

3. ცარიელი სივრცე სიბრძნის კბილის უკან.

4. განიერი ცხვირი.

5. წარბის განვითარებული რკალი.

6. პატარა ზომის ან ნაკლებ განვითარებული ნიკაპი.

7. მოვარდისფრო ლოყები.

8. განიერი და სქელი ხელისგული და თითები.

9. სწორი, სქელი თმა და ხშირი წვერი.

10. იზოლირებული კანი.

11. ღია ფერის კანი.

12. ჭორფლი.

13. ჟღალი, ქერა ან ღია ფერის თმა.

14. განიერი, დიდი თვალები (ისინი გამოირჩეოდნენ ძალიან კარგი მხედველობით)

15. იმუნიტეტი ევრაზიულ პათოგენებზე (ვირუსებზე, ბატერიებზე...)

16. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი.

17. კუჭ-ნაწლავის არასპეციფიკური წყლულოვანი დაავადების, იგივე კრონის დაავადების მაღალი რისკი.

18. "წითელი მგლურათი" დაავადების მაღალი რისკი.

19. ღვიძლის ციროზის მაღალი რისკი.

20. ნიკოტინზე დამოკიდებულების მაღალი ალბათობა.

21. ხანგრძლივი დეპრესიისადმი მიდრეკილება.

22. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ღია ფერის თვალებიც (ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი) ნეანდერტალელებისგან მიღებული მემკვიდრეობაა.

(წყარო: არქეოლოგ ნიკა თუშაბრამიშვილის "საქართველოს მღვიმეები")





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


14
761
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
761
  
2022, 26 აპრილი, 12:27
▶ ჰომო ნეანდერტალელი / ჰომო საპიენს ნეანდერტალელი (Homo neanderthalensis / Homo sapiens neanderthalensis) არსებობდა ძვ.წ. 400,000 - 22,000 წლებში და ცხოვრობდა ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, მესოპოტამიაში და შუა აზიაში. აღმოჩენილი იქნა 1856 წელს. მათი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1200–1680 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 170 სმ-მდე და იწონიდნენ 55–70 კილოგრამს.
2021, 8 იანვარი, 6:40
A 2005 study estimated the population of Upper Palaeolithic Europe by calculating the total geographic area which was inhabited based on the archaeological record; averaged the population density of Chipewyan, Hän, Hill people, and Naskapi Native Americans which live in cold climates and applied to this to EEMH; and assumed that population density continually increased with time calculated by the change in the number of total sites per time period. The study calculated that: from 40–30 thousand years ago the population was roughly 1,700–28,400 (average 4,400); from 30–22 thousand years ago roughly 1,900–30,600 (average 4,800); from 22–16.5 thousand years ago roughly 2,300–37,700 (average 5,900); and 16.5–11.5 thousand years ago roughly 11,300–72,600 (average 28,700).
2005 წლის კვლევით გამოთვალეს თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ზედა პალეოლითის ხანის პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე. მაშინდელი ევროპის კლიმატის შესწავლილია და ვიცით, რომ შეეესაბამება დღევანდელ პირობებს კანადის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ხალხებისა: ჩიპევიანი, ჰაანი, გორაკის ხალხი და ნასკაპის ხალხი - ადგილობრივი ამერიკელები. არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ ვიცით თუ სად და რომელ რეგიონებში ცხოვრობდა მაშინდელ ევროპაში ხალხი. ასევე ვიცით თუ როგორი სიმჭიდროვით ცხოვრობენ დღეს ზემოთ ხსენებული ხალხი კანადის ტერიტორიაზე. ევროპის დასახლებული მიწების ფართობის და ამ მონაცემის მიხედვით გაკეთდა გამოთვლა და მივიღეთ ასეთი შედეგი:
40-30 ათასი წლის წინ ევროპის მოსახლეობა მერყეობდა 1,700-28,400 კაცს შორის (საშუალოდ 4,400).
30-22 ათასი წლის წინ მერყეობდა 1,900–30,600 კაცს შორის (საშუალოდ 4,800)
22–16.5 ათასი წლის წინ მერყეობდა 2,300–37,700 კაცი (საშუალოდ 5,900);
16.5–11.5 ათასი წლის წინ მერყეობდა 11,300–72,600 კაცამდე (საშუალოდ 28,700).
2021, 8 იანვარი, 5:28
ერთდროულად მაცხოვრებელი ნეანდერტალელების მაქსიმალური რიცხოვნობა 100 ათასს არ აღემატებოდა. დაახლოებითი შეფასებით, ნეანდერტალის მთლიანი მოსახლეობა, რომელიც დროის ერთ მონაკვეთში ერთდროულად ცხოვრობდა ევრაზიაში, იყო მუსტიეს კულტურის აყვავებისას - 70 ათასი. ისინი არსებობის ბოლო პერიოდისკენ, დაახლოებით 45-40 ათასი. წლის წინ იყვნენ დარჩენილი სულ 10-4 ათასი ადამიანი, მთელი თავისი ჰაბიტატის უზარმაზარ ტერიტორიაზე.
The maximum number of the simultaneously lived Neanderthals did not exceed 100 thousand. It is estimated that the total population of Neanderthals, who at one time lived in Eurasia, was at the height of the Mousterian culture - 70 thousand. when they were in the last period of their existence, about 40 thousand years ago, there were a total of 10-4 thousand people left, in the vast area of ​​their entire habitat.
2020, 14 ნოემბერი, 23:37
20 physical traits you have inherited from a Neanderthal

1. Occipital bun
The occipital bun was a knot of rounded bone at the back of the Neanderthal skull and may have been an adaptation for the attachment of their massive neck and jaw muscles. Vestiges of the occipital bun were common in early modern European skulls, but are relatively rare among Europeans today.
2. Elongated skull
Modern human faces tend to be small and tucked into the lower half of the head under a rounded brain case. The Neanderthal face tended to be larger, with a brain case set back in a longer skull. An elongated skull may hint at a Neanderthal inheritance and is particularly common in the British Isles, Scandinavia and Iberia.
2020, 14 ნოემბერი, 23:37
3. Space behind the wisdom teeth
Neanderthals had jaws large enough to comfortably house all of their teeth, even having a gap behind their wisdom teeth. If, as commonly occurs, any of your wisdom teeth have become impacted or haven’t erupted at all, it may be because your evolved smaller jaw doesn’t have the space to cope with these vestiges of our foliage-chewing past. If you have all 4 wisdom teeth with space to spare, you may have a Neanderthal ancestor to thank.
4. Supraorbital ridge or brow ridge
The brow ridge is a bony ridge located above the eye sockets of all primates which reinforces the weaker bones of the face. The pronounced brow ridge that Neanderthals shared with other archaic human species, such as Homo erectus, shrank when modern humans evolved – but did not disappear entirely.
In terms of racial classifications used in forensic anthropology, Professor Caroline Wilkinson said that Australoids have the largest brow ridges, Caucasoids have the second largest, Negroids have the third largest and Mongoloids are “absent brow ridges“.
Genetic studies suggest that the ancestors of these populations all interbred with some archaic human species or other at some point in the past. In the case of Australoids and Mongoloids, most carry both Neanderthal and Denisovan DNA in their genomes.
2020, 14 ნოემბერი, 23:37
5. Broad, projecting nose
The angle of the Neanderthal nose bone projected out with a wide opening, making it a large and prominent facial feature. It could be an influence on the modern human aquiline nose prevalent in the Neanderthal hotspots of southern Europe and the Near East, and amongst native North Americans whose genetic source has been traced to the Altai mountains of East/Central Asia.

6. Little or no protruding chin
The Neanderthals’ large jaw and protruding mid-face meant that they had a weak, or receding chin. The receding chin in modern humans is normally a congenital condition. It ran in the family of the ancient Egyptian pharaohs of the 18th dynasty, to which Tutankhamun (1341 BC – 1323 BC) belonged. A reconstruction of Tutankhamun’s features in 2005, based on CT analysis of his skull, captured his weak chin and overbite. Although his racial identity is debated, anthropologists reconstructed his appearance as a Caucasoid North African. They also concluded that his elongated skull was a normal anthropological variation, not a result of disease or congenital abnormality.
2020, 14 ნოემბერი, 23:37
7. Rosy cheeks
Neanderthals had a large mental foramen in their mandible for facial blood supply, meaning that their side jaws and cheeks were well supplied with blood. The result was a reddening of the cheeks, familiar to Eurasians inhabiting the northern latitudes when the weather is cold or doing physical exercise.
8. Wide fingers and thumbs
A comparison of Neanderthal and average modern human finger bones shows how much more robust Neanderthal hands were – especially the tips (distal phalanges).
In fact, research suggests that the slenderness of modern human hands helped to give us the advantage over Neanderthals. While Neanderthals had much greater hand strength, our precision grip gave us the technological and cultural leap in developing more sophisticated tools and art.
Of course, there is a huge amount of modern human variation in hand and finger size. Russian arm wrestling champion Denis Cyplenkov may be a Neanderthal throwback in the hand department – his party trick is crushing walnuts between his massive fingers.
2020, 14 ნოემბერი, 23:36
9. Straight, thick hair
Genetic analysis has revealed that 70% of modern East Asians inherited Neanderthal mutations in genes involved in the production of keratin filaments, which may be responsible for straightening and thickening hair.
There is a lot of variation in the shape and texture of modern human hair. Broadly speaking, African hair is mainly coiled and dry; Asian hair is straighter and thicker; and European hair is somewhere in between.
A Neanderthal inheritance of straight, thick hair may have helped modern humans to adapt to non-African environments; straighter hair tends to be oily and thicker hair is insulating, which would have been an advantage in colder northern latitudes.
10. Insulating skin
The same Neanderthal keratin mutations which affect hair also affect skin, making it more insulating and better adapted to colder environments.
The overall thickness of the stratum corneum, or outermost layer of skin, is generally similar among all modern humans. Although African skin has been shown to be made up of more layers when compared with the skin of Eurasians, it seems more compact. The less compacted layers of Eurasian skin may be an insulating adaptation.
2020, 14 ნოემბერი, 23:36
11. Fair skin and freckles
Neanderthals, who ranged from Western Europe to Central Asia, probably had the same distribution of skin color as modern humans, including fair skin and freckles. Fair skin is an advantage at northern latitudes because it is more efficient at generating vitamin D from weak sunlight. Freckles are clusters of cells that overproduce melanin granules; they are triggered by exposure to sunlight and are most noticeable on pale skin. BNC2 is one of several skin color genes and it influences saturation of skin color and freckling. It is a Neanderthal gene and is found in Eurasian populations, most commonly in Europeans (70% have at least one copy of the Neanderthal version).

12. Red hair
Neanderthals also likely had the same distribution of hair color as modern Eurasian populations, including a spectrum of red hair from auburn to brilliant red to strawberry blond.
Between 2% and 6% of modern northwestern Europeans have red hair, compared with an average of around 0.6% of the world’s population as a whole. In the British Isles the numbers are much higher. In Scotland around 13% of the population have red hair, but over 30% are unknowing carriers of the redhead gene. In Ireland about 10% have red hair, but as many as 46% are carriers. Genetic red hair is rarer In Asia, but can be found in the Near and Middle East.
One of the mutations in the main gene for modern human hair color appears to be of Neanderthal origin and may have helped European hair color to diversify by providing raw material for selection to act on.
2020, 14 ნოემბერი, 23:36
13. Large eyes
The large eye sockets in Neanderthal skulls indicate that they had large eyeballs to fill them. Antroplogists have suggested that they required larger eyes to enable them to see in the weaker sunlight of the northern latitudes.
Some further suggest that they devoted more brain power to processing visual input than to higher-level processing, and this is partly why modern humans had the evolutionary edge on them.
Ukrainian model Masha Tyelna’s large natural eyes may be a hint of this ancestry, or at least more accurately reflect the proportionate size of Neanderthal eyes.
14. Immunity against Eurasian pathogens
Having evolved in Eurasia over hundreds of thousands of years, Neanderthals developed the HLA receptor that provided them with immunity against the many local pathogens that lurked in the forests, rivers and caves of Europe and Asia. There was a distinct evolutionary advantage for the newly arrived modern humans from Africa to inherit this receptor.
While this inheritance conferred an immunity advantage to modern Eurasians, it also made them more prone to some autoimmune reactions. It isn’t yet known if Neanderthals suffered from these diseases themselves, or if these mutations affected only modern humans when they were implanted into our genetic code:
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10