x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"სხვებს თავი დაანებონ, მე დამასანქცირონ!" - მამუკა მდინარაძე


image




"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი მამუკა მდინარაძე პერსონალურ სანქციების თემას დამცინავად ეხმაურება და საკუთარ თავს სთავაზობს სხვა ქართული ოცნების წევრების დასანქცირების სანაცვლოდ.



მისივე განმარტებით ამას აკეთებს არა თავმდაბლობის გამო, არამედ მსოფლიოს ისტორიაში შესვლისთვის.




"რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!
ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა! ????????????
პ. ს. ამ პოსტის დადების შემდეგ ნაცები ძალიან სერიოზულად “ანიუსებენ” ცალ-ცალკე წინადადებებს ამ პოსტიდან, ზოგი მარტო პირველ ნაწილს, ზოგიც - მეორეს და ა. შ. თუმცა იმაზე არავინ აკეთებს აქცენტს, რომ კანონმდებლის დასანქცირებაზე საუბარი კანონის, თან გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის არის სრული სისულელე და მარაზმი, თუმცა შარშან ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული ეძახეს და იმის შემდეგ აღარც სისულელე გვიკვირს, აღარც მარაზმი და აღარც თავხედობა" - წერს მდინარაძე ფეისბუქ პოსტში.





0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0