საზოგადოება ქალიშვილი ჩიოდა, რომ „მონსტრები“ ცხოვრობდნენ კედლის მიღმა და მართალი აღმოჩნდა 3 მაისი, 21:09 თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ მის საძინებელში საწოლის ქვეშ ან კედლის მიღმა მონსტრი ცხოვრობს, ეს შეიძლება არ იყოს მხოლოდ ბავშვური ფანტაზია, თუნდაც ძილის წინ ერთად უყურეთ „მონსტრების კორპორაციას“.
ამერიკელი ეშლი მასის კლასის ქალიშვილი ჩიოდა, რომ ღამით მონსტრების ხმა ესმის. როგორც ხდება, თავიდან არ დაუჯერეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გამოიძახეს სპეციალისტები სახლის შესამოწმებლად. მათ თითქოს ვერაფერი შეამჩნიეს, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს თერმოგრაფიული კამერით შემოწმება. ქალიშვილი ჩივის კედლის მიღმა მონსტრებზე ამერიკელის სამი შვილიდან უფროსი რამდენიმე დღის განმავლობაში დაჟინებით ეუბნებოდა მშობლებს, რომ მის ოთახში კედლის მიღმა მონსტრი იყო. ეშლი და მისი მეუღლე ქალიშვილს არ უჯერებდნენ, რადგან თავად არაფერი გაუგიათ და მისცეს წყლის სპრეი, რომელიც თითქოს მონსტრებს აფრთხობს, რომ ქალიშვილი დამშვიდებულიყო. მაგრამ ის ვერ დამშვიდდა! კოშმარები დაეწყო. მშობლები იფიქრებდნენ, რომ პრობლემა ბავშვში იყო, ერთ დღეს სხვენში რამდენიმე ფუტკარი რომ არ შეემჩნიათ. სახლის მფლობელებმა გამოიძახეს ჯერ მავნებლებთან ბრძოლის სპეციალისტები, შემდეგ მეფუტკრეები მავნებლებთან ბრძოლის სპეციალისტებმა მოსვლაზე უარი თქვეს, რადგან საქმე ეხებოდა მეთაფლია ფუტკარს, რომელიც გადაშენების პირასაა. ადგილზე მოსულმა მეფუტკრემ სხვენში ფუტკარი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ გადაწყვიტა სახლის კედლების შემოწმება თერმოგრაფიული კამერით. შემდეგ განვითარდა სიუჟეტი საშინელებათა ფილმებიდან. თურმე, კედლის მიღმა უზარმაზარი სკა იყო ამოშენებული. მეფუტკრემ კედელს ჩაქუჩი დაარტყა და ფუტკრების მთელი ხროვა გამოფრინდა, ნახვრეტიდან თაფლმა გამოჟონა ვარდისფერს კედელზე, რის გამოც სისხლს დაემსგავსა. „ვინი პუჰი: სისხლი და თაფლი“ რეალური ცხოვრებიდან! აბა, რას ელოდნენ ეშლი და მისი ქმარი, როდესაც მათი სახლი 100 წლის ფერმა იყო? რამდენად დიდი იყო სკა? იქ დაახლოებით 50 ათასი ფუტკარი ცხოვრობდა. მეფუტკრემ უთხრა ოჯახს, რომ კედლის დიდი ნაწილის მოშლა მოუწევდა, შემდეგ აღიარა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი სკა მის 40 წლიან კარიერაში. მისი შეფასებით, ფუტკრებს დაახლოებით 8 თვე დასჭირდათ მუშაობა ასეთი დიდი სკის შესაქმნელად. „ფუტკრები გიჟებივით დაფრინავდნენ ჩემი ქალიშვილის საძინებელში. ეს კოშმარი იყო. თაფლს ყველგან ყრიდნენ, მის ყველა ნივთზე“. საშინელი ნიუანსი იყო ის მომენტი, რომ ასეთი ძველი სახლის კედლები რაღაც მომენტში ვერ გაუძლებდა და ყველა ფუტკარი პირდაპირ ქალიშვილის ოთახში შემოვარდებოდა. ასე რომ გოგონამ განგაში დროულად ატეხა. „სახლი საცხოვრებლად ვარგისი რომ გამხდარიყო, დაახლოებით 20 ათასი დოლარის დახარჯვა მოგვიწია“ საჭირო იყო კედლის იზოლირება, ხვრელების დალუქვა, საიდანაც ფუტკრები შედიოდნენ და სადენების გამოცვლა, რადგან მათში თაფლი წვეთავდა. სამწუხაროდ, სკის გადატანისას ბევრი ფუტკარი მოკვდა, მაგრამ მეფუტკრის თქმით, გაცილებით მეტი გადაარჩინეს. სახლის მფლობელებმა ბევრი რამ ისწავლეს ფუტკრების შესახებ, მაგალითად, ის, რომ მას შეუძლია კბენა მაშინაც კი, თუ მკვდარია, ამიტომ ახლა უწევთ სახლის გარშემო რეზინის ჩექმების ტარება. 50 ათასი მოზუზუნე არსება მარტივად შეიძლება ერთ დიდ მონსტრს გაუტოლდეს. მშობლებს მოუწიათ აღიარება, რომ მათი ქალიშვილი მართალი იყო. "ვუთხარით ქალიშვილს: „ ჩვენ ვიპოვეთ მონსტრები, შენ მართალი იყავი“. შემდეგ გავაცანით მეფუტკრე და მან თქვა: „არა, ეს მონსტრებზე მონადირეა“. მას მთელი დღე ეძახდა „მისტერ მონსტრებზე მონადირე“ და ეს გასაოცარი იყო." ეშლის თქმით, კედლის მიღმა მონსტრს ამჯობინებდა ამ ფუტკრების შემოსევის ნაცვლად. ასევე დაგაინტერესებთ: ერთი შეხედვით ნორმალური ჰოლანდიური სოფელი, სადაც ყველას დემენცია აწუხებს კატლეტი ნაყინით, ორეო ორაგულით: გოგონა ტესტავს საჭმლის უცნაურ კომბინაციებს, რომლებიც ორსულებს უყვართ მშობლებმა ბავშვი ბებიასთან თანმხლების გარეშე გაგზავნეს. მატარებელში ჩაჯდომამდე მამამ ჯიბეში წერილი ჩაუდო ქურდი სახლში შეიჭრა და ტაქსა ტვიგლეტი მოიპარა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა შვეიცარიაში კატებისთვის კიბეებს აკეთებენ, რომ მათ თავისით სეირნობა შეძლონ 756 შეფასება არ არის |