x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
ჩახუტება კურნავს: მეცნიერებმა დაადასტურეს შეხების სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ალბათ, ხვდებოდით, რომ ჩახუტება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ახლა ამას მეცნიერული საფუძველი აქვს. ბოხუმის რურის უნივერსიტეტის და ნიდერლანდების ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალ კვლევაში დაადასტურეს შეხების სარგებელი, ასევე აღნიშნეს ტაქტილური ურთიერთქმედების ზოგიერთი მახასიათებელი.



image



ნაშრომი მიმოხილვითი ხასიათისაა და ადრე ჩატარებულ 212 კვლევას აერთიანებს. საერთო ჯამში კვლევებში 12 966 ადამიანი მონაწილეობდა. ასე ამ სფეროში არსებული ცოდნის სისტემატიზაცია და ორგანიზება, ასევე რიგი კანონზომიერების დადგენა შეძლეს.



image




მიმოხილვამ აჩვენა, რომ შეხებას შეუძლია ტკივილის და შფოთვის შემცირება. დადებითი ეფექტი შეინიშნება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. თუმცა შეხების ტიპს (ჩახუტებიდან მასაჟამდე) დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საუკეთესო ეფექტი აქვს თავზე შეხებას, მაგალითად, თავზე ხელის გადასმას. ასევე დამტკიცებულია, რომ მოკლე და ხშირი შეხებები დიდ ეფექტს ახდენს.



საინტერესოა, რომ ტაქტილური კონტაქტების შეგრძნება გარკვეულ უსულო ობიექტებთან, როგორიცაა მძიმე საბანი, ბალიში, რობოტიც, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სასარგებლოდ მოქმედებს. თუმცა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე გავლენას ვერ ახდენს, განსხვავებით ადამიანების ან ცხოველების შეხებისგან.



image



ახალშობილები განსაკუთრებულ სარგებელს იღებენ მშობლებთან შეხებით. ამავდროულად, სულ უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოს იცნობთ ადამიანს, რომ მიიღოთ დადებითი ეფექტი ტაქტილური კონტაქტისგან.



მეტა ანალიზმა ზოგადი კანონზომიერება აჩვენა, თუმცა ცალკეული ადამიანების რეაქცია შეხებაზე მეტად ინდივიდუალურია, რასაც კვლევის ავტორები გვახსენებენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ ვიძინებთ გვიან? – ფსიქოლოგის განმარტება

ობიანი პური – რატომ არ უნდა მიირთვათ და რა შედეგებს იწვევს?

სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

დიასახლისებისთვის! - სახლის საქმეების რეგულარული შესრულება ცხოვრებას ახანგრძლივებს

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა



0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
20