x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136048
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
თუ ერთხელ მაინც გაგირუჯავს სხეული და კერტ@ები, ეს სტატია წაიკითხე!
ცნობილია, რომ სინათლე შედგება ულტრაიისფერი, ხილული და ინფრაწითელი სხივებისგან. ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც განაპირობებენ კანის პიგმენტაციას – რუჯს (ნამზეურს).




გარუჯვის დროს სპეციალური უჯრედები – მელანოციტები, სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად, იწყებენ სპეციალური პიგმენტის – მელანინის გამომუშავებას. სწორედ მელანინის რაოდენობა განსაზღვრავს რუჯის ფერს. ამგვარად, "ჯანმრთელი რუჯი“ – ესაა კანის ბუნებრივი რეაქცია მზის სხივების ზემოქმედებაზე.





image




ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების ზემოქმედება ორგვარია – ერთის მხრივ სასიკეთო, მეორეს მხრივ, საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, მცირე დოზით ულტრაიისფერი სხივები ხელს უშლიან კიბოს უჯრედების წარმოქმნას, და პირიქით – მზის აბაზანების ხანგრძლივი მიღება იწვევს მათ წარმოქმნასა და განვითარებას. მაშ როგორ განვსაზღვროთ ოქროს შუალედი? ეს საკმაოდ მარტივია. ყველაფერი დამოკიდებულია კანის ინდივიდუალურ ტიპზე. ზოგიერთები პლაჟზე ორი საათის ყოფნის შემდეგ სახლში ბრუნდებიან თანაბარი, ზომიერი რუჯით, ზოგიერთებისთვის კი მზეზე 15 წუთით ყოფნა მთავრდება კანის გაწითლებითა და ბუშტუკების წარმოქმნით.





image


ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს წარმოქმნას, ჯერ კიდევ უცნობია. ბევრი თვლის, რომ ყავის დალევა და მოწევა მკერდის კიბოს ძირითადი მიზეზებია. სხვა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები, რომლებსაც უყვართ მზის აბაზანები, ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან ამ საშინელი დაავადებისკენ!



მე მომწონს რუჯი: ის მალავს კანის ბევრ ნაკლოვანებას და ფიგურას ვიზუალურად ბევრად უკეთესად წარმოაჩენს. თუ თქვენ ასევე ხართ მუქი კანის მოყვარული, უნდა იცოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის შესახებ.




image


როდის შეიძლება მზის აბაზანების მიღება



მკერდის კანი ძალიან მგრძნობიარეა: სხეულის ეს ნაწილი ყოველთვის ტანსაცმლის ქვეშაა, ამიტომ მათ უჯრედებში ცოტა მელანინია, რომელიც მზისგან გვიცავს. მკერდზე მზის აბაზანების მიღება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით! სავარაუდოა, რომ მზის სხივების სტრესულმა ზემოქმედებამ გულმკერდის კანზე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადების პროვოცირება.



მზის აბაზანების მიღება საუკეთესოა დილით ადრე და მზის ჩასვლის საათებში. დერმატოლოგები თვლიან, რომ აუცილებელია 5 წუთით შიშველი მკერდის გარუჯვა მზეზე და 15 წუთი ჩრდილში ყოფნა: ეს ყველაზე უსაფრთხო სქემაა კანისთვის. რამდენად შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღება, თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთ საათზე მეტი მაინც არ ღირს.



image


არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალება! შეარჩიეთ საცხი მაღალი SPF-ით. ქოქოსის ზეთის შეზელვა ასევე სასარგებლოა მკერდის კანისთვის.




2
321
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
321
  
22 აპრილი, 14:13
მადლობა, გუჯა.
22 აპრილი, 14:02
ჯორდანო ბრუნოსავით კოცონში დაწვავენ, შიშველი ქალი, რომ ნახოს ვინმემ ზღვის სანაპიროზე საქართველოში. :)))
სტატია კი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და საინტერესოა.
0 1 2