x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?
image


არსებობს ტკივილები, რომელთა დაიგნორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხშირად კი ტკივილი სხეულის სულ სხვა ნაწილში ვლინდება და ეს რეფლექსური ტკივილია. რეფლექსური ტკივილი კი ძირითადად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ტკივილი სინამდვილეში სხეულის ერთ ნაწილშია და გადაეცემა სხვა ნაწილებში.


იმისათვის, რომ ვიცოდეთ თუ საიდან მოდის ესა თუ ის ტკივილი, წარმოგიდგეთ რამოდენიმე ახსნას, მართალია მათი ცოდნა ვერ აგარიდებთ ექიმთან ვიზიტს, თუმცა წარმოდგენა გექნებათ რა დაავადებასთან გაქვთ საქმე.



1. გული. თუ თქვენ გულის პრობლემები გაქვთ, გადაცემითი ტკივილი აუცილებლად გამოვლინდება გულმკერდის მარცხენა მხარეს. თუმცა ტკივილი შესაძლოა ასევე მარცხენა მხარსა და მკლავის სიგრძეზეც განვითარდეს. გულიდან გამოწვეული ნებისმიერი დაავადება ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ აუცილებლად მოახდინეთ ექიმთან ვიზიტი.


image



2. ფილტვები და დიაფრაგმა. ფილტვებისა და დიაფრაგმის ტკივილმა შეიძლება გადაცემითი რეფლექსები გამოიწვიოს კისრის ზედა, ასევე მის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, რაც აისახება ასევე სუნთქვით პრობლემებსა და დიაფრაგმის ნერვზე, რომელიც ხერხემლის გავლით ფილტვებში ჩადის. რესპირატორული პრობლემები ყოველთვის უნდა აღიქვათ სერიოზულად და გადაუდებლად მიმართოდ ექიმს.

image



3. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემებმა შეიძლება ტკივილები კისრის მიდამოსა და მხრების ზემოთ, ასევე გულმკერდის მარჯვენა მხარეს კერტებთან გამოიწვიოს. ნებისმიერი თქვენგანი კარგად იცნობს საკუთარ სხეულს და შეუძლია ჩვეულებრივი კისრის ტკივილი, რეფლექსური ღრმა ტკივილისგან გაარჩიოს. თუ იგრძენით კისრის მიდამოში ან რეფლექტორული ტკივილი გულმკერდის არეში, მაშინვე მიმართედ ექიმს.

image



4. კუჭი და პანკრეასი. რეფლექტორული ტკივილები კუჭის მიდამოსა და მის ირადიაციით უკან, აღმნიშვნელია კუჭისა და პანკრეასის დაავადების. ადამიანების უმრავლესობას პანკრეატიტით გამოწვეული დარღვევები ტკივილით უკან, ზურგის მხარეს გამოეხატებათ. გარდა ამისა კი უვითარდებათ მგრძნობიარობა მუცლის ღრუში ზედა მხარეს. ამ დროს რთულია დადგინდეს რომელიმე კონკრეტული ორგანოს დაავადება, ამიტომ მიმართედ ექიმს.

image



5. წვრილი ნაწლავი. თუ თქვენ წვრილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, ტკივილი აუცილებლად მუცლის არეში ჭიპის ირგვლივ გამოიხატება. ჭიპის ირგვლილი ტკივილი მახასიათებელია მსხვილი ნაწლავის დარღვევისა (ანთება, სპაზმი, ფუნქციური დარღვევები), ამიტომ აუცილებლდ მიმართედ ექიმს.

image



6. მსხვილი ნაწლავი და აპენდიციტი (ბრმა ნაწლავი). მარჯვენა მხარეს მუცლის ქვემოთ ტკივილი ხშირად მიზეზია აპენდიციტისა, რომელიც სახიფათოა სასიცოცხლოდ და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოდ ექიმს. თუმცა მარჯვენა მხარეს მუცლის არეში ტკვილი მსხვილმა ნაწლვამაც იცის, ამ დროსაც საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

image



7. თირკმელი. თირკმლის მიზეზით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გავრცელდეს სხეულის დიდ ტერიტორიაზე, მათ შორის ზურგის ქვედა მხარე, დუნდულები, თეძოები და მუცელი. თირკმელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა, ამიტომ მსგავსი ტკივილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს.

image



8. შარდის ბუშტი. შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად მენჯის წინა ან უკანა მხარეს ტკივილით ვლინდება. მისი ანთება კი საშინელ ტკივილებს უკავშირდება. ამიტომ ნუ დააიგნორებთ.

image



9. საკვრეცხეები. საკვერცხეების ტკივილი აუცილებლად გამოიწვევს ტკივილს მუცლის ღრუში ქვემოთ წინა ორივე მხარეს და ასევე მის ირადიაციით ზურგის ქვევით ორივე მხარეს. საკვერცხეებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება კიბოში გადაიზარდოს, ამიტომ ძლიერი ტკივილების შემთხვევაში აუცილებლად მიმართედ ექიმს.

image


ასე, რომ იზრუნეთ ჯანმრთელობაზე თავიდანვე, რათა თავიდან აიცილოდ სხვადასხვა დაავადება რთულ ფორმაში.



იხილეთ აგრეთვე:


როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან?

სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ?

სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი

როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?

როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები

ჯადოსნური მალამო, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

როგორ ვუმკურნალოთ დამწვრობას ყოველგვარი კვალის გარეშე

ტიბეტელი ბერების საუკუნო საიდუმლოს ფარდა აეხადა- ჯანმრთელობის ელექსირი ცნობილია

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება

რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"?

რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი)

10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთ

რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი

რისგან გვიცავს სლოკინი და მთქნარება? ჩვენი სხეულის 9 თავდაცვითი სისტემა, რომელთა შესახებ არ იცოდით


3
21864
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
21864
  
2019, 7 მარტი, 0:41
მოგესალმებით.იგივე ტკივილი ზუსტად როგორც (1) ოღონ მარჯვენა მხარეს ესეც შეიძლება გული იყოს?
2017, 29 ოქტომბერი, 10:48
დიდი მადლობა, გაიხარეთ.
2017, 29 ოქტომბერი, 2:10
ძალიან მომწონს თვქენი სტატიები, მადლობა
0 1 3