x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134616
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508755
იცით, რატომ ვიძინებთ გვიან? – ფსიქოლოგის განმარტება
ბევრი ჩვენგანი ძალიან გვიან იძინებს, ზოგჯერ თითქმის გარიჟრაჟზე. თითქოს საღამოს ვგრძნობთ დაღლილობას და გვინდა დაწოლა, მაგრამ დაძინების მცდელობისას ძილი უეცრად ქრება. რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და განწყობაზე, მაგრამ ძნელია რამის გაკეთება. ფსიქოლოგები ასახელებენ 4 მიზეზს, რატომ ვიძინებთ გვიან. პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით, თუ მის ბუნებას გაიგებთ.



ემოციური და მოვლენების შიმშილი

image



თუ ადამიანი დღის განმავლობაში არ იღებს ემოციებს და მისი ცხოვრება ერთფეროვანია, ქვეცნობიერად ძილს იშორებს. დასაძინებლად წასვლის ნაცვლად აგრძელებს დღეს. გვიან საღამოს იწყება სერიალების და ვლოგების ყურება, ინტერნეტში სქროლვა, წიგნების კითხვა. ადამიანს სურს მიიღოს რაღაც ემოციები მაინც და აანაზღაუროს მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების ნაკლებობა.



საკუთარი თავისთვის დროის ნაკლებობა

image




ბოლო დროს ადამიანები სამუშაოთი ზედმეტად დაკავებული არიან, რომ დღის განმავლობაში საკუთარ თავს დრო დაუთმონ. რჩება მხოლოდ ღამის პერიოდი, როდესაც შეგიძლია აკეთო საყვარელი საქმე ან არაფერი გააკეთო და „შენთვის“ იცხოვრო. რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, მით უფრო ძლიერდება ეს მოთხოვნილება.



მაღალი აქტივობა

image



თუ დღის განმავლობაში გიწევთ ბევრი მუშაობა, გადაადგილება, ხალხთან ურთიერთობა და ცოცხალი ემოციების განცდა, საღამოს დაძინება მაინც რთულია. გადაჭარბებული აგზნება და აქტივობა ხელს არ უწყობს მოდუნებას და ძილი დიდხანს არ მოდის.



აქტივობის ნაკლებობა



შეიძლება პირიქით იყოს. თუ დღის განმავლობაში არ არის ფიზიკური და გონებრივი აქტივობა, ღამით არ არის ბუნებრივი დაღლილობა. ორგანიზმი ვერ ხედავს დასვენების მიზეზს და ამის გადარწმუნება წარმოუდგენლად რთულია.


მათაც, ვისაც აქვს ღამით ფხიზლად ყოფნის დიდი გამოცდილება, შანსი აქვს, სწრაფად და მშვიდად დაიძინოს. 4–7–8 მეთოდი შესანიშნავად აძინებს მათაც, ვინც თავს უიმედოდ თვლის.


ასევე დაგაინტერესებთ:

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება

იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია

დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

არა უძილობას! უნიკალური მეთოდი 4–7–8 დაგეხმარებათ დაიძინოთ სულ რაღაც ერთ წუთში


0
71
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
71