x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511516
"აღმოჩნდა, რომ ვარ ყველაზე საშინელი ადამიანი და ამასთანავე, მახინჯი..." - რას ამბობს შორენა ბეგაშვილი
image

შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში აუზზე გადაღებული ფოტოები ატვირთა. ფოტოებმა კი, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, საიდანაც უმეტესობა ნეგატივით გახლდათ აღსავსე.



ამ ყოველივეს ფონზე, შორენა ბეგაშვილი მიმართავს საზოგადოებას და მისი "ინსტაგრამის" მეშვეობით, ავრცელებს ჩანაწერს, სადაც ამბობს:


"დღეს დავდე პირველად ამ სეზონზე ფოტოები საცურაო კოსტიუმში და აღმოჩნდა, რომ ვარ ყველაზე საშინელი ადამიანი და ამასთანავე, მახინჯი.



ქალებო, განსაკუთრებით ხანშიშესულებო, დამანებეთ თავი, ძალიან გთხოვთ. ვერ ავუდივარ თქვენი ცუდი კომენტარების წაშლას.


მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ მე ვარ ყველაზე მახინჯი. გამიკეთეთ "ანფოლოუ", დამბლოკეთ, ოღონდ, მიხედეთ თქვენს პირად ცხოვრებას, ძალიან გთხოვთ. მაცხოვრეთ ჩემი ცხოვრებით". - ამბობს შორენა ბეგაშვილი.


imageimage

0
2327
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
2327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0