x
image
Yoona
არა უძილობას! უნიკალური მეთოდი 4–7–8 დაგეხმარებათ დაიძინოთ სულ რაღაც ერთ წუთში
დღემდე ითვლით ცხვრებს სწრაფად დასაძინებლად? არიზონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიძინოთ სულ რაღაც 60 წამში. ადამიანები, რომელთაც უძილობა აწუხებთ, ირწმუნებიან, რომ მეთოდი ნამდვილად მუშაობს.



image



არაფერი გვაბრაზებს ისე, როგორც უძილობა, როცა ღამით კარგად გამოძინება გვჭირდება. მარტივი სუნთქვის ტექნიკა დაგეხმარებათ დაიძინოთ მხოლოდ ერთ წუთში. აქაც დათვლა საჭიროა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ცხვრებთან.



image




მეთოდი 4–7–8 სულ უფრო პოპულარული ხდება უძილობის მქონე ადამიანებში. უბრალოდ სუნთქვის რიტმი უნდა შეცვალოთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით და დაითვალეთ ოთხამდე. შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით და ნელა ამოისუნთქეთ პირიდან 8 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ, სანამ ძილის ქვეყანაში არ გადახვალთ.



image



ექიმი ენდრიუ ვეილის, არიზონის უნივერსიტეტის სპეციალისტის თქმით, სუნთქვის ეს პრაქტიკა მოდის ინდოელი იოგებისგან, რომლებიც მას მედიტაციის დროს იყენებენ. ექიმი ირწმუნება, რომ ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია უძილობის წინააღმდეგ. სუნთქვითი ვარჯიშები იოგებს ეხმარება რელაქსაციის მდგომარეობაში შევიდეს, ხოლო უბრალო ხალხს – დაძაბული გონების დამშვიდებაში.



image



სიფრთხილე გამოიჩინეთ სუნთქვის დროს: რეკომენდებული დროის განმავლობაში ვარჯიში გულისცემას ანელებს და სხეულს ამშვიდებს. თანდათანობით ჩამოყალიბებული სუნთქვის რიტმები რეფლექსად გადაიქცევა. პრაქტიკა კვირების, თვეების და წლების განმავლობაში რეგულარულად გაიმეორეთ, რომ უძილობა სამუდამოდ დაამარცხოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება

2. იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

3. თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

4. მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია

5. დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ



0
480
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
480