x
image
Yoona
Mediator image
თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!
image

ყველამ იცის, რომ ძილი ჩვენი ორგანიზმის აუცილებელი პროცესია. მის გარეშე წარმოუდგენელია. თუ აქტიური ცხოვრების წესის დაცვა და პროდუქტიულობა გსურთ, აუცილებლად კარგად უნდა გამოიძინოთ.

საერთოდ, ძილი ჩვენთვის ყველაფერია. და ის ყოველთვის არ გვყოფნის.

მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ისე ტკბილად დაძინებას, რომ ძილის დროს ნერწყვიც მოსდის. თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ? მაშინ თქვენ ძალიან გაგიმართლათ!


1.ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა გაღვიძებისას მიმხვდარა, რომ ძილის დროს ნერწყვი მოსდიოდა...რადგან ბალიში მთლიანად სველი დახვედრია.

2.სიტუაცია, რა თქმა უნდა, არცთუ ისე სასიამოვნოა. განსაკუთრებით, თუ შემთხვევით ჩაგეძინათ და ნერწყვი საზოგადოებრივ ადგილას გადმოგივიდათ.

3.თუმცა დამწუხრება არ იჩქაროთ. როგორც აღმოჩნდა, მათ, ვისაც მუდმივად ძილის დროს ნერწყვი მოსდით, შეიძლება ნამდვილად ბედნიერები ვუწოდოთ!

4.სინამდვილეში, ძილის დროს ნერწყვის წამოსვლა - იმის ნიშანია, რომ თქვენმა სხეულმა კარგად დაისვენა.

5.როგორც ცნობილია, ძილის რამდენიმე ფაზა არსებობს. და ფაზას, რომელშიც ჩვენ ვისვენებთ და მოდუნებას ვახერხებთ, სწრაფი ძილის ფაზა ეწოდება.

6.თუ ნერწყვი მოგდით, იმას ნიშნავს, რომ სწრაფი ძილის ფაზა არ წყდება და ძილთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ.

7.შესაბამისად, თქვენი ორგანიზმი უფრო კარგად ისვენებს, ვიდრე იმ ადამიანების ორგანიზმი, რომლებიც ღამე ბალიშს არ ასველებენ : )

თქვენი მხოლოდ შეიძლება შეგვშურდეს.

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმთან მიმართვის არ შეგრცხვეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენმა ორგანიზმმა სრულყოფილი დასვენება უნდა მიიღოს.

0
1836
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0