x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"29-ში წავალ, იმიტომ კი არა გზააბნეულ ბავშვებს დავუპირისპირდე - არა!" - რას წერს ლალი მოროშკინა?
image

"2012 წელს, ახალი გამოსული მოდულის დილეგიდან, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, რომ 2024 -ში ისევ მიტინგზე მომიწევდა დგომა ისევ იგივე მოთხოვნებით:


სააკაშვილი ციხეში, გასამართლდეს ნაც.მოძრაობა, დაუბრუნდეს ხალხს წართმეული ქონება. ვერ ვიფიქრებდი რომ კიდევ ორი მოთხოვნა დამემატებოდა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ოჯახური ძალადობის კანონის გადახედვა.


ისევ გაივსო ციხეები დაბოღმილი მდედრების უზნეობის გამო, უდანაშაულო მამაკაცებით!



29-ში წავალ, იმიტომ კი არა გზააბნეულ ბავშვებს დავუპირისპირდე-არა!


თუ დღეს ვინმე ქუჩაშია - ჩვენი ბრალია! ვერ დავსაჯეთ მონსტრად ქცეული ენჯეო სექტორი და მათ მოწამლეს ბავშვები!


გავალ, იმიტომ რომ კაცი, რომელმაც კომკავშირიდან გამრიცხა, რადგან არ ვიყავი ლენინური პრინციპების ერთგული- დღეს ოპოზიციას ხელმძღვანელობს მოსკოვი, ნსადაც სწავლებაზე მე მტკიზე უარი განვაცხადე, მგიმო დამთავრებულები და დღემდე "გებწშნიკურ კარმუშკაზე " მჯდომები, აქეთ იქადნებიან.


რა სამშობლოს ღალატი მუხლად აღარ მოგწონთ? გავალ, იმიტომ რომ მინდა ქალი ქალს გავდეს და კაცი კაცს. მაგრამ გაფრთხილებთ!!!!!


ეს ჩემი და ჩემნაირების ბოლო გასვლაა! იმ 320.000 მსჯავრდებულიდანაც დღეს ნახევარზე მეტი ცოცხალი აღარაა! რას ვეუბნებით მათ წამებულ სულებს?


და კიდევ!!!! მოაშორეთ "საზმაუს" და "იმედს" გაყიდველი ჟურნალისტები! ისე გაუტკბათ, რომ ღიად გიპირისპირდებიან! ნუთუ ვერ ხედავთ?


გავალ, იმიტომ რომ "ოცნების" ბიჭები დაუნდობელ ბრძოლაში არიან მდიდარ და გაუმაძღარ მტერთან, მე კიდე არ მჩვევია ბროლის ველიდან გაპარვა.


გავალ იმიტომ, რომ არ მინდა ომი და ბოლო გენოფონდის გაწყვეტა, საქართველოს მშვიდობის ერთადერთი გარანტი კი ბიძინა ივანიშვილია. და საერთოდ მთავარი ბრძოლა დღეს ცაშია. არჩევანი მარტივია, ან ქრისტეს გზა ან სატანიზმი. სულ ესაა..."-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს ქართულმა ოცნებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით(ოპოზიცია მას "რუსულ კანონს" უწოდებს)კონტრაქცია დააანონსა, განცხადებაში ნათქვამია:
" ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს გაიმართება საყოველთაო სახალხო შეკრება პარლამენტთან. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძისა და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან, ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“

1
823
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
823
  
23 აპრილი, 13:18
ამას რომ არ არევია არასოდეს გზა კდემამოსილს, ჩანგალიც დაგვეთანხმება და ბუდუარების უსასრულო რიგიც :)))
0 1 1