სხვა თვალუწვდენელი შონდონგი – ყველაზე დიდი მღვიმე დედამიწაზე 14 აპრილი, 11:42 მსოფლიოში ყველაზე ღრმა და უდიდესი მღვიმე ვიეტნამში მდებარეობს და მას შონდონგს უწოდებენ. იმდენად დიდია, რომ აქვს საკუთარი ეკოსისტემა, შიგნით ჯუნგლები, ტბა და ღრუბლებიც კი!
მსოფლიოში უდიდესი მღვიმე შონდონგი ვიეტნამის ფონგ–ნჰა–კე–ბანგის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ჯუნგლებში დამალული მღვიმის შესასვლელი ადგილობრივმა მცხოვრებმა 1991 წელს აღმოაჩინა, მაგრამ ციცაბო დაღმართმა და ჩქარი ნაკადის ხმამ გააფრთხილა, რომ არ შესულიყო შიგნით. მღვიმემ საერთაშორისო პოპულარობა მხოლოდ 2009 წელს მოიპოვა მას შემდეგ, რაც შონდონგი ბრიტანელმა მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია. მღვიმის დათვალიერებისას დადგინდა, რომ მისი ზომები რეკორდულ მნიშვნელობებს აღწევს – 5 კმ სიგრძეში, 200 მეტრი სიმაღლეში და 150 მეტრი სიგანეში. მღვიმის მთლიანი მოცულობა 38, 5 კვადრატული მეტრია. მღვიმე იმდენად დიდია, რომ ჩამოაყალიბა საკუთარი მიკროკლიმატი: შონდონგში არის ჯუნგლები, რომლებიც წარმოიქმნა მღვიმეში შეღწეული სინათლის წყალობით, და ღრუბლებიც. ეს მღვიმე ცნობილია არა მხოლოდ თავისი რეკორდული ზომებით. შონდონგს აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტალაგმიტები, რომელთა სიმაღლე 70 მეტრს აღწევს. აქვე აღმოაჩინეს ბეისბოლის ბურთის ზომის მღვიმის მარგალიტები, რაც საკმაოდ ანომალიურია. მღვიმის მარგალიტები წარმოიქმნება სიღრმეში მუდმივი წვეთების ქვეშ. სიმაღლიდან ჩამოვარდნილი წვეთები აბრუნებენ კალციტის პაწაწინა ბურთულებს, რაც ხელს უშლის მათ „შეზრდას“ ძირთან და კრისტალიზაციის მასალას წარმოადგენს. ამჟამად მღვიმეში შესასვლელად საჭიროა ნებართვა, რომელიც გაიცემა შეზღუდული რაოდენობით – წელიწადში მხოლოდ 100 ნებართვა. აქ ტურისტული სეზონი თებერვლიდან აგვისტომდე გრძელდება. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა ამოხსნეს კალიფორნიის კროულის ტბის სვეტების საიდუმლო 20 ულამაზესი ხიდი, რომლებიც თითქოს ზღაპრების წიგნში იპოვეს აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე ეშმაკის კარუსელი – აუხსნელი ფენომენი, რომელიც ოკეანეში ხდება პანთეონის კარის საიდუმლო, რომელიც 17 ტონას იწონის, მაგრამ მისი გაღება ერთ ადამიანს შეუძლია კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ 221 შეფასება არ არის |