სიახლეები "მერსედესის" ბაზაზე აწყობილი "ვოლგა" გაზ-21-ს 190 ათას დოლარად ყიდიან 6 აპრილი, 15:02 ![]() ავტომობილი აგებულია Mercedes S-Class W220-ის ბაზაზე, კორპუსი შეცვლილია. ავტომობილი აღჭურვილია 5-ლიტრიანი V8-ძრავით, რომლის სიმძლავრე არ არის მითითებული. S-კლასში ის 306 ცხენის ძალას გამომუშავებდა, ხუთ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. სედანი უკანა წამყვანი თვლებით 6, 5 წამს ანდომებდა ნულიდან ასამდე სიჩქარის აკრეფას, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ი იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ინტერნეტმომხმარებლები ძირითადად უარყოფითად ეხმაურებიან ამ რესტაილინგს, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებსაც მოწონთ მანქანა. "მე მინახავს გაზ -21-ის რამდენიმე ასეთი მოდიფიკაცია, ზოგიერთი მათგანი ძალიან ელეგანტური იყო.ეს ყველაზე მახინჯია..." "ანუ თუ "მერსედესს" დაუყენებ "ვოლგის" ფარებს, რადიატორის ცხაურს და უკანა მაშუქებს, ეს უკვე ვოლგაა? "ახალი განავალი ძველი S კლასისგან.ფუ საშინლად ამაზრზენია" "იყო ორი ნორმალური მანქანა, ახლა გახდა ერთი ნეხვის გროვა" "მე ყველაფერი მომეწონა ფასის გარდა. აიღეს ორი კასრი თაფლი, აურიეს ერთმანეთში და მიიღეს თაფლის ახალი ნაზავი. კაპოტს ოდნავ დავამოკლებდი. რაღაც გრძელი ცხვირი ჩანს . რაც შეეხება დანარჩენს, უბრალოდ პირდაპირ აიღეთ და გაუშვით კონვეიერზე."' 434 3-ს მოსწონს
|