სიახლეები მდინარეში გადავარდნილი ავტობუსი-ცნობილი გახდა ავარიის დეტალები(ვიდეო) 11 მაისი, 15:04
გაირკვა, რომ მდინარე მოიკაში ჩავარდნილი ავტობუსის მძღოლი სამსახურში 20-საათიანი მორიგეობის შემდეგ მალევე გამოიძახეს.
რუსულმა მედიამ სანკტ-პეტერბურგში, მდინარე მოიკაში საქალაქო ავტობუსის ჩავარდნის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სია გამოაქვეყნა. როგორც გაზეთი „იზვესტია“ იტყობინება, თავდაპირველად გარდაიცვალნენ 1995 წელს დაბადებული მარინა იუ, 1982 წელს დაბადებული ელენა შ., 1968 წელს დაბადებული ანდრეი რ. პირველი მსხვერპლი ყაზახეთის მკვიდრია, დანარჩენები კი პეტერბურგელები არიან. ცნობილია ისიც, რომ ერთი გარდაცვლილის, 30-40 წლის მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის სიაში ხუთი ადამიანია: 1952 წელს დაბადებული თამარა გ. ტვერის რეგიონიდან, 65 წლის პეტერბურგში მცხოვრები ალექსეი ხ., კიდევ ერთი პეტერბურგელი 1988 წელს დაბადებული დიმიტრი ლ.სიაში აღმჩოჩდნენ დაახლოებით 60 წლის ორი ქალი. კონკრეტულად ვინ დაიღუპა დაზარალებულთა შორის, ამის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სასაც ავტოავარიის მომენტია აღბეჭდილი. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მძღოლი საჭის დამორჩილებას ცდილობს, მაგრამ მანქანას ვერ აკონტროლებს. ჩანაწერი წყდება, როდესაც ავტობუსი მდინარეში ვარდება. მოგვიანებით, მძღოლის რახმაშო კურბონოვის მეუღლემ, რომელიც მართავდა მდინარეში ჩავარდნილ ავტობუსს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქმარი ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდა და ის სამსახურში 20-საათიან ცვლაში მუშაობის შემდეგ ისევ გამოიძახეს. მან „იზვესტიას“ განუცხადა რომ მისი ქმარი წინა ცვლიდან დაახლოებით ღამის 02:00–03:00 საათზე დაბრუნდა, მანამდე მუშაობა დაიწყო 9 მაისს დღესასწაულზე, დილის 05:00 საათიდან. ქალმა აღნიშნა, რომ მის ქმარს სამსახურიდან 10 მაისს, დაახლოებით 07:30 საათზე დაურეკეს და კვლავ სთხოვეს რეისზე გასვლა.როგორც ცოლმა აღნიშნა, ქმარს ძალზე გაუჭირდა საწოლიდან ადგომა. გასაუბრებისას მძღოლმა თავად დაასახელა ავარიის მიზეზი. 44 წლის რახმაშო კურბონოვის თქმით ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რა დროსაც მუხრუჭები აღარ რეაგირებდა. 590 2-ს მოსწონს
|