ქალი და მამაკაცი მამაკაცების აზრით, ქალის სხეულის ყველაზე სე#სუალურად მიმზიდველი ნაწილები 20 მარტი, 15:21
როგორც არ უნდა იყოს, უმრავლესობა ჩვენგანი ერთმანეთს მაინც სამოსით აფასებს, თუმცა საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალები ხანდახან ვერც კი ხვდებიან მათ გარეგნობაში კონკრეტულად თუ რა იპყრობს ყველაზე მეტად მამაკაცების ყურადღებას. საპირისპირო სქესში ქალის წარმატება ყოველთვის წვრილ წელზე და ფუმფულა მკერდზე დამოკიდებული არ არის, გარდა ამ თვალში მოსახვედრი "ღირსებებისა" არსებობს სხეულის კიდევ სხვა ნაწილებიც, რომლებიც ძლიერი სქესის ყურადღებას არანაკლებ იპყრობს.
1. ზურგი
ზურგს, ქალები მამაკაცებისთვის ყველაზე ნაკლებ სექსუალურად თვლიან, თუმცა ისინი ერთმნიშვნელოვნად ცდებიან, საკმარისია გაიხსენოთ, რამდენად ხშირად ფიგურირებს "ცხელი" ფოტოსესიების დროს მოშიშვლებული ზურგი, რომ მიხვდეთ რომ მამაკაცებში სხეულის ეს ნაწილი მიმზიდველობის თვალსაზრისით ბოლო პოზიციას ნამდვილად არ იკავებს.
2. თმა
თმა ქალის გარეგნობაში სექსუალურობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები მოცულობით თმას სექსუალურად მიიჩნევენ. ვიღაცას შავგვრემანი მოსწონს, ვიღაცას კი - ქერა, თუმცა უმეტესობას ასე თუ ისე, მაინც გრძელი, ფუმფულა თმა იზიდავს.
3. მუცელი
ყველა მამაკაცს მოსწონს მოვლილი და ნავარჯიშები ქალები, მუცელი კი, თავადაც მოგეხსენებათ რომ სხეულის ერთ-ერთი ის ნაწილია, რომელიც ქალს ყოველთვის იდეალურ ფორმაში უნდა ჰქონდეს. თითქმის ყველა გამოკითხვაში ქალის მუცელი მოწინავე პოზიციებს იკავებს. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა უპირატესობას დაკუნთულ, თუმცა მომრგვალებული ფორმის მუცელს ანიჭებს.
4. ფეხები
ბევრი მამაკაცი მზადაა ქალის ფეხებს დაუსრულებლად უმზიროს, მით უმეტეს, თუ ქალი მაღალქუსლებზე დგას, ასევე პატარა და ნაზი ტერფებიც სასურველია. ასეთი კომბინაცია ვიზუალურად ქალის ფეხებს ბევრად უფრო პატარას ხდის, რაც საპირისპირო სქესის ყურადღებას იპყრობს.
5. ტუჩები
სავსე ტუჩებს მამაკაცის ყურადღების მიპყრობა ადვილად შეუძლია, თუმცა ტუჩსაცხის შერჩევისას მკვეთრი და მუქი ფერის ტონებით ბოროტად ნუ ისარგებლებთ, მათ თქვენი სახის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილებისგან ყურადღების გადატანა შეუძლიათ.
6. დუნდულები
ლამაზი დუნდულები მოკრძალებული მკერდის ზომის კომპენსაციას შესანიშნავად ახდენს, თუმცა ხშირად ეს უფრო ცალკეული მამაკაცის პრეფერენციის ამბავია: ზოგს დიდი მკერდი მოსწონს, ზოგიც მის ნაცვლად უპირატესობას უფრო მკვრივ დუნდულებს ანიჭებს.
7. თვალები
გამოკითხვების მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ როგორი ფიზიკური ფორმებით ხართ დაჯილდოებული, ყველაფრის გადაწყვეტა მაინც თქვენს ერთ სექსუალურ მზერას შეუძლია.
8. მკერდი
ხოლო აი, ღრმა დეკოლტეს კი შეუძლია მამაკაცს იმაზე მეტი დაახარჯინოს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული.
|