ქალი და მამაკაცი 3 ქალური ხრიკი, რომლებიც ყველა მამაკაცს აგიჟებს 2019, 24 დეკემბერი, 12:49 ქალების უმრავლესობა რატომღაც დარწმუნებულია, რომ კაცების ამოცნობა მარტივად შეუძლია, ზოგიერთ მათგანს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მხოლოდ ერთი შეხვედრაც კი ჰყოფნის, რომ საბოლოოდ მიხვდეს თუ რა სურს მამაკაცს. თუმცა, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. ისინი ასეთი ზედაპირულები და უინტერესოები მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანან. სინამდვილეში, მამაკაცები თავიანთ საიდუმლო სურვილებს საგულდაგულოდ ისე მალავენ რომ თქვენ მათ შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. გთავაზობთ იმ 3 ქალურ ხრიკს, რომელზეც თითქმის ყველა კაცი გიჟდება, თუმცა ამის შესახებ თქვენ აქამდე არაფერი გსენიათ.პირველი ნაბიჯიალბათ, ყველას გაგვიგია იმ არსებული სტერეოტიპის შესახებ, რომ მამაკაცი დამპყრობელია და რომ "მსხვერპლისკენ" პირველ ნაბიჯსაც სწორედ ის დგამს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მრავალრიცხოვანი გამოკითხვები სულ საპირისპიროს ამტკიცებს, როგორც ირკვევა, მამაკაცებს სწორედ ისეთი ქალები ხიბლავთ, რომლებიც თამამ ნაბიჯებს პირველი დგამენ.მოულოდნელი კოცნარაც შეეხება სინაზესა და სათუთი გრძნობების გამოვლენას, მამაკაცებს ქალბატონების მსგავსად მოულოდნელობები ძალიან უყვართ. ასე, რომ გახსოვდეთ, განსაკუთრებით მამაკაცის გულის მოლბობა კოცნას შეუძლია.თვალებში ყურება"თვალის თვალში გაყრა" თითქმის ყველა მამაკაცს ერთნაიარად იზიდავს და აჯადოებს. გახსოვდეთ, მათ ეს მომენტი ისევე უყვართ, როგორც შეხება.637 1-ს მოსწონს |