ქალი და მამაკაცი 20 უცნაური ფაქტი სექსის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ 2022, 29 ივლისი, 14:46
დღევანდელ სტატიაში მსურს მოგითხროთ რამდენიმე ინფორმატიული და საკმაოდ უჩვეულო ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც გაგაოცებთ, ზოგი კი სრულ საგონებელში ჩაგაგდებთ.
1. ტვინის ჰიპოთალამუსში მდებარე ნერვული ცენტრები ადამიანის ლიბიდოსა და სექსუალურ ქცევაზეა პასუხისმგებელი. ამრიგად, მამაკაცის ჰიპოთალამუსი 2, 5-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ქალის და მასში 2-ჯერ მეტი "ეროტიკული ცენტრია" ვიდრე ქალებში.
2. შეყვარებულობის დროს მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე (მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი, მცირე რაოდენობით ქალებშიც გვხვდება) კლებულობს, ქალებში კი პირიქით, მატულობს.
3. სიზმარში ორგაზმი შეიძლება როგორც ქალმა, ასევე კაცმაც განიცადოს.
4. ერთი სქესობრივი აქტი 360 კილოკალორიას (რაც, სხვათა შორის, 8 კმ/სთ სიჩქარით 45 წუთის განმავლობაში სირბილის ტოლფასია!) წვავს.
5. ყავის მოყვარულებს უფრო ხშირად აქვთ სექსი და ამით უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე ისინი ვინც ყავას საერთოდ არ სვამს.
6. ერთ-ერთი მეცნიერის მტკიცებით, მამაკებისთვის ნამდვილ აფროდიზიაკს გოგრის ღვეზელისა და ლავანდის კომბინაციის სურნელი წარმოადგენს.
7. ქალის ორგაზმი - საკმაოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი (რადგან ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა) საშუალებაა. ასე რომ, თავის ტკივილი სექსზე უარის სათქმელად ნამდვილად ცუდი საბაბია.
8. ორგაზმზე ალერგია, სამწუხაროდ, რეალობაა და არა მოგონილი. ზოგიერთ მამაკაცს ალერგიული რეაქცია საკუთარ სპერმაზე უვითარდება, რაც როგორც პარტნიორთან სექსის შემდეგ, ასევე საკუთარ თავთან ინტიმური აქტის შემდეგ გაციების სიმპტომებად უვლინდება.
9. ადამიანები და დელფინები ბუნებაში ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც სექსით სიამოვნების მისაღებად კავდებიან.
10. ინტიმური ურთიერთობის დროს ყოველი ახალი პოზის მოსინჯვისას ტრავმებს ყოველწლიურად 11 000 ამერიკელი იღებს.
11. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს მსუქანი კაცები - შესანიშნავი საყვარლები არიან. თურქი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან მამაკაცებს საკუთარი პარტნიორების დაკმაყოფილება უფრო დიდხანს შეუძლიათ, ვიდრე მათ გამხდარ კონკურენტებს. სუსტი აღნაგობის მამაკაცები ნაადრევი ეაკულაციისკენ უფრო მიდრეკილნი არიან, რაც სამწუხაროდ, მათ საწოლში ქულებს ვერ მატებს.
12. სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად 8-დან 10 სმ-მდე მანძილს ფარავს. ადამიანური თვალსაზრისით, ეს დაახლოებით 42 კმ - მარათონის მანძილს უდრის!
13. ეაკულაციის რეკორდული სიგრძე წარმოსახვას აოცებს: 5 მ 71 სმ-ი! ჰამბურგელმა, სატვირთო მანქანის მძღოლმა - ჰორსტ შულცმა - საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს 30-ჯერ გადააჭარბა!
14. სპერმის გამოტყორცნის საშუალო სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.
15. სისხლის მოცულობა პენისში მოსვენებულ მდგომარეობაში 8, 87 კუბ. სმ -ია. ერექციის დროს კი - 88, 7 კუ. სმ-ი. არ არსებობს სხვა ორგანო, რომელსაც ტევადობის 10-ჯერ გაზრდა შეუძლია.
16. თუ ბრიტანული კინსის ინსტიტუტის მონაცემებს დავუჯერებთ, რომელიც სექსუალურ თემებზე ანონიმურ გამოკითხვებს 1947 წლიდან ატარებს, მამაკაცის "ღირსების" ყველაზე პატარა ზომა თითქმის 2, 5 სმ-ს შეადგენს, თუმცა ექიმების მტკიცებით, უფრო უარესი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მაგალითად პენისი საერთოდ არ იყო, თავი კი პირდაპირ პუბისზე იყო მიმაგრებული.
17. ყველაზე დიდი მკერდის მფლობელს საკუთარი შთამბეჭდავი "ღირსებები" დადებით ემოციებს საერთოდაც არ ანიჭებს. 1995 წელს საზოგადოებამ 12 წლის ჩინელი გოგონას ტინგ ჯიაფენის შესახებ შეიტყო, რომლის 48 სმ-ი სიგრძის მკერდი არც მეტი, არც ნაკლები 10 კგ-ს იწონის.
18. შეერთებულ შტატებში პენისის პროთეზის იმპლანტაცია 22 500 მამაკაცს, სილიკონის მკერდი კი - 1, 5 მილიონ ქალს აქვს გაკეთებული.
19. პრეზერვატივი 1500 წლის დასაწყისში ექიმ ჩარლზ კონდომმა ჰენრი VIII-თვის გამოიგონა და ის ცხვრის ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან იყო დამზადებული.
20. ყველაზე დიდი რაოდენობით პრეზერვატივი ივლისსა და აგვისტოში იყიდება.
|