x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცდუნების მაგია ჰიურემისგან: 4 ხრიკი თუ როგორ მივიპყროთ გავლენიანი მამაკაცის ყურადღება

image


როქსოლანამ ასობით ხარჭას აჯობა და არა მხოლოდ სულეიმან დიდებულის გული მოიგო, არამედ მისი საყვარელი ცოლიც გახდა. როგორ მიაღწია ამას? ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I დიდებულის ხარჭა, შემდეგ კი მეუღლე, ჰასეკი ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია იგივე ჰიურემი მშვენივრად ხვდებოდა, რომ გარშემო ძალინ ბევრი ლამაზი გოგო იყო, ხოლო იმისთვის რომ მათ ფონზე უფრო გამორჩეული გამოჩენილიყო ამისთვის სხვა რამე იყო საჭირო. ოსმანების დინასტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან, სულეიმან დიდებულთან ხარჭების მორიგი შეხვედრისას სწორედ ამიტომ გაუჩნდა სულთნის სახელის წამოძახების იდეაც, რაც იმ დროს თავხედობად და უტიფრობად ითვლებოდა, თუმცა მას გათვლა სწორედ ამაზე ჰქონდა. სულეიმან I არ შეეძლო ყურადღების მიღმა დაეტოვებინა თამამი ლამაზმანი, რომელსაც გული მის მკლავებშივე წაუვიდა.

მიახვედრეთ, რომ გიყვართ და გჭირდებათ ის

image

მიუხედავად იმისა, რომ ძლევამოსილი და მდიდარი მამაკაცები ქალებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ყველა მათგანს გულის სიღრმეში მაინც უარყოფის შიში აქვს. სწორედ ამიტომ დაარწმუნა ჰიურემმა სულთანი მისდამი თავის არამიწიერ სიყვარულში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია სხვა ხარჭების აგრესიული თავდასხმებისთვის, და თავისი სისუსტის ჩვენებით სულეიმანში მხოლოდ მისი უნებლიე დაცვის სურვილი აღძრა.

იზრუნეთ თქვენს ფიგურაზე, სახესა და კანის მდგომარეობაზე

image

ჰარემის ხარჭები ჩვეულებრივი პროცედურებით სულთანს თავს ვერ დააკარგვინებდნენ, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ისინი აბანოში ატარებდნენ, სადაც სხეულიდან ზედმეტ თმას იშორებდნენ, კანზე ათას ნაერთს ისვამდნენ და სახესა და თმაზე ნიღბებს იკეთებდნენ, ამ ყოველივეს კი იმიტომ აკეთებდნენ რომ სულთანს უფრო ხშირად გასჩენოდა მათი შეხების სურვილი.


image


განსაკუთრებული ყურადღება კანის მდგომარეობას ეთმობოდა: გოგონები შაქრისა და ლიმონის ნარევით ეპილაციას იკეთებდნენ, სხვადასხვა საშუალებით პიგმენტაციასა და ნაოჭებს ებრძოდნენ და კანს ზედმეტი მზისგან საგანგებოდ იცავდნენ. გარდა ამისა, ხარჭები იძულებულნი იყვნენ დიეტა დაეცვათ და ევარჯიშათ, რათა წელისა და სხეულის სხვა ნაწილებზე ზედმეტი კილოგრამების დაგროვება თავიდან აეცილებინათ.

დაკავდით თვითგანვითარებით და იაზროვნეთ პოზიტიურად


image

მიუხედავად იმისა, რომ სულთანს შეეძლო თავისთვის ნებისმიერი ქალის ყოლის უფლება მიეცა, მას გართობა და დროსტარება მალევე სწყინდებოდა და გვერდით არა მხოლოდ საყვარლის, არამედ მეგობრისა და თანამგზავრის ყოლის სურვილი უჩნდებოდა. ჰიურემის დროს ხარჭებს არა მხოლოდ სიყვარულის ხელოვნება, არამედ ეტიკეტი, ცეკვა, მხატვრობა და უცხო ენებიც კი უნდა ესწავლათ, ხოლო თუ გოგონას სტრატეგივით აზროვნება და "მფარველისთვის" რთული საკითხების გადაჭრაში დახმარების გაწევაც შეეძლო, მაშინ ასეთი ქალი იდეალურად ითვლებოდა.


image


როქსოლანას ეს ყველაფერი მშვენივრად ესმოდა, ისევე როგორც ის, რომ კაცი სახლის მიღმა ყოველთვის "თავდაცვის პოზაშია" და თავშიც სერიოზული ფიქრები უტრიალებს, მშობლიურ კედლებში კი მას მოსვენება და გვერდით მომღიმარი, "მსუბუქი" და ერთგული ქალის დანახვა სურს, რომელიც მას პოზიტიურ განწყობას შეუქმნის და საკუთარ საჭიროებასაც აგრძნობინებს, ის კი თავის მხრივ საკუთარ "მუზას" საჩუქრებით აავსებს.





მიიღეთ მისი გარემოცვა და ნუ იჩხუბებთ მის ახლობლებთან


image


ჭკვიანი ქალი არასოდეს აიძულებს მამაკაცს არჩევანის გაკეთებას მასა და მის ახლობლებს შორის. გახსოვდეთ რომ ასეთი პოზიცია თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. როქსალანა რამდენჯერმე შეცდა, თუმცა დროულად მიხვდა, რომ სულთნის თვალში მას პატივი უნდა ეცა მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, მაშინ მას სულეიმანიც დააფასებდა და მოუსმენდა.


image








0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242