ქალი და მამაკაცი აღმოსავლური სიბრძნე - როგორ მოვაგვაროთ ცოლთან ნებისმიერი პრობლემა 5 წუთში 2019, 26 ივნისი, 13:28 საუდის არაბეთის ერთ -ერთმა გავლენიანმა გაზეთმა ("Asharq Al-Awsat") ცნობილი მეცნიერისა და მქადაგებლის, შეიხ აიდა ალ - კარნის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი მკითხველს ოჯახური კონფლიქტების დარეგულირების საიდუმლოებებს უზიარებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ავტორს ეკუთვნის წიგნი, "ნუ მოიწყენ!", რომელიც მსოფლიოში საკმაოდ მოკლე დროში "ბესტსელერი" გახდა, ის 30 ენაზე ითარგმნა, ხოლო წიგნის საერთო ტირაჟმა 10 მილიონს გადააჭარბა. ნაშრომის მიმართ თავისი აღფრთოვანება თავად საუდის არაბეთის მეფემ - სალმან აბდულ - აზიზ ალ საუდმაც გამოთქვა, რომელმაც წიგნი, როგორც თავად ამბობს, სამჯერ წაიკითხა.შეიხ ალ - კარნიმ თავისი უნიკალური მეთოდის შესახებ, რომელსაც სულ რაღაც, 5 წუთში მეუღლესთან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლია, მუსლიმ აუდიტორიასთან ერთი - ერთი შეხედრის დროს ისაუბრა. "დიდი აღმოჩენების გაკეთება არა მხოლოდ აინშტაინსა და ნიუტონს, არამედ აღმოსავლეთსაც შეუძლია, - განაცხადა ავტორმა, - მაგალითად, აიშნტაინმა "ფარდობითობის თეორია" წამოაყენა, აღმოჩენა ასევე, მეც გავაკეთე, რომლის შესახებაც გაზეთში დავწერე, რომელმაც ინტერნეტში ფართო გამოხმაურება პოვა. მას "ოჯახური ცხოვრების სასწაულმოქმედი საშუალება" ჰქვია. როგორც ავტორი ირწმუნება, მრავალი წყვილისთვის ამ მეთოდის გამოყენება ოჯახური ბედნიერების საწინდარი გახდება.მაშ ასე, რაში მდგომარეობს მეთოდის არსი?1. მეუღლესთან კამათისას, ეცადეთ რომ მას არასდროს უპასუხოთ, რათა ზედმეტად ის თქვენი მაღალი საუბრის ტონითა და მუქარით კიდევ უფრო მეტად არ შეაშინოთ. ნუ ეტყვით მას ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: "ჩუმად რა, შენ ცდები".2. მას საკუთარი განცდების ბოლომდე გამოხატვა სჭირდება - ამიტომ მიეცით მას ამის საშუალება. ამასობაში, ნუ იქნებით ტელევიზორს მიშტერებული, მან არ უნდა იგრძნოს რომ თქვენ მას ყურადღებას არ აქცევთ.3. დაუთმეთ მას! საუბრის მომენტში, მშვიდად დახარეთ თავი და იჯექით თქვენთვის წყნარად, არავითარ შემთხვევაში არ შეეპასუხოთ, სამჯერ მართალი რომც იყოთ.4. უთხარით: რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, ვინანიებ ჩემს საქციელს და გპირდები, რომ ეს აღარასდროს განმეორედება.5. სთხოვეთ მას პატიებაგახსოვდეთ, რომ ქალი ყოველთვის უფრო ემოციურია, ვინაიდან მას გრძნობები განაგებს, როგორც წესი, ის მამაკაცთან შედარებით ბევრად გულმოწყალეა.ქალი როცა თავადაც ავად არის, ის მაინც თავის სნეულ ახლობლებზე ზრუნავს და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას ცდილობს, ის თვეების განმავლობაში საკუთარ პატარას მუცლით ატარებს, კვებავს მას, გულზე მჭირდოდ მიხუტებულს.ის თავის მეუღლეს სულიერ სითბოს ჩუქნის. ზრუნავს და უვლის მას. ამიტომ, თქვენი მეუღლის წინაშე დათმეთ პოზიციები და მასთან კამათს ნურასდროს შეეცდებით.936 1-ს მოსწონს |