x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 თვალისმომჭრელი ლამაზმანი, რომლებიც სინამდვილეში მამაკაცებად დაიბადნენ

უბრალოდ შეხედეთ ამ ლამაზმანებს! როგორი მომხიბვლელები, ნაზები და ქალურები არიან... თუმცა, ღვთის ნებით, ისინი კაცებად დაიბადნენ. ამ ცნობილ მოდელებს არაერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდათ იმისთვის რომ თავი საკუთარ სხეულში კომფორტულად და სრულყოფილად ეგრძნოთ. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ იმ პოპულარული ტრანსგენდერების შესახებ, რომლებიც კაცებად დაიბადნენ, თუმცა სქესის შეცვლის ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღეს და მსოფლიო წარმატებასაც მიაღწიეს.





რობერტა კლოუზი


image


რობერტა - მსოფლიოში პირველი ჰერმაფროდიტი მოდელი გახლავთ, რომელმაც სქესი შეიცვალა, კლოუზი მამაკაცებისთვის განკუთვნილი არაერთი ცნობილი ჟურნალისთვის წლების განმავლობაში პოზირებდა, მათ შორის "Playboy"-ისთვისაც, მოდელი ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იქნა აღიარებული.







ანდრეა (ანდრეი) პეჟიჩი



image


სერბული წარმოშობის ცნობილი ავსტრალიელი მოდელი, ანდრეი პეჟიჩი - ანდროგენია. მსოფლიო პოდიუმებზე ის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ტანსაცმლის ჩვენებებში ერთნაირი წარმატებით მონაწილეობს. ანდრეა პეჟიჩიმ მამაკაც - მოდელებს შორის რეიტინგში მე-18 ადგილი დაიკავა, ხოლო ჟურნალ "FHM"-ში მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის 98-ე ადგილს დასჯერდა.






ლეა თი


image



მართალია ბრაზილიელი სუპერმოდელი ლეა თი მამაკაცად დაიბადა, მაგრამ ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსსექსუალი მოდელი გამხდარიყო.






აისის კინგი


image


გოგონა საქვეყნოდ ცნობილი "America's Next Top Model"-ის პროექტში მონაწილეობით გახდა. აღსანიშნავია, რომ აისის კინგი იყო პირველი ტრანსგენდერი კონკურსანტი ზემოხსენებულ რეალითი შოუში.







ფლორენსია დე ლა ვი


image


ფლორენსია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი - მსახიობი გახლავთ. ის მონაწილეობდა როგორც არგენტინულ სერიალებში, ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ გამოცემებთანაც. მოგვიანებით მოდელი გათხოვდა, დღესდღეობით, ის საყვარელ მამაკაცთან ერთად ტყუპების აღზრდით არის დაკავებული, რომლებიც წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა.







ქეროლაინ "ტულა" კოსი

image


მართალია, ამ მომხიბვლელმა გოგონამ მთელ მსოფლიოში სახელი როგორც მოდელმა ისე გაითქვა, თუმცა ქეროლაინი ასევე ფილმებშიც წარმატებით მონაწილეობდა. კოსი პოზირებდა არაერთი ცნობილი ჟურნალისთვის, მათ შორის "Playboy"-ისთვისაც, მასვე ეკუთვნის ავტობიოგრაფიული წიგნი - "მე ქალი ვარ", რომელიც ტრანსსექსუალი მოდელისა და მსახიობი ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.






კლაუდია შარეზი


image


კლაუდია მსოფლიოში ცნობილი 2008 წელს, ჯენის დიკინსონის შოუში მონაწილეობით გახდა, საიდანაც მალევე გააძევეს, თუმცა გოგონამ წარმატებას, უშუალოდ ტრანსგენდერი მოდელებისთვის განკუთვნილ სხვა ანალოგიურ სატელევიზიო შოუში მაინც მიაღწია.






0
895
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
895