x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერების მორიგი აღმოჩენა: ნახეთ, როგორი ქალები არიან მამაკაცებისთვის სასარგებლო

image


შვედმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჭკვიან ქალზე დაქორწინება მამაკაცის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. მკვლევარებმა ნახევარი მილიონი ოჯახური წყვილის მონაცემი შეისწავლეს. ანალიზის შედეგებმა კი აჩვენა, რომ მეუღლის ჯანმრთელობა მისი რჩეულის ინტელექტზე პირდაპირ დამოკიდებულია, მაშინ როდესაც მამაკაცის ტვინი ქალის ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.


image



მკვლევარების აზრით, მსგავსი შედეგი სავსებით გასაგებია, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში, გადაწვეტილებას სწორედ ცოლი იღებს, რომელზეც საბოლოო ჯამში, მთელი ოჯახის ცხოვრების წესია დამოკიდებული, გარდა ამისა კვების რაციონზეც საბოლოო სიტყვა სწორედ მასვე ეკუთვნის.


image


ამიტომ მეუღლე მაღალი ინტელექტის წყალობით ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საბოლოოდ მთელი ოჯახის ცხოვრებას განსაზღვრავს. მამაკაცი კი, ოჯახში როგორც წესი, სხვა ფუნქციას ასრულებს, უმეტესწილად ის უფრო მარჩენალის როლს ითავსებს, რომელიც ოჯახის საერთო ჯანმრთელობაზე გავლენას გარკვეულწილად ახდენს.


image


ვინაიდან ოჯახის შემოსავალი როგორც არსებობის პირობებს განსაზღვრავს, ასევე შეძენილი პროდუქტების ხარისხსა და დროს, რომელიც ოჯახს შეუძლია საკუთარი დასვენებისთვის გამოყოს.




0
1496
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1496