x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა წამლის გარეშე არტერიული წნევის დაწევის ეფექტური მეთოდი
image

დიეტოლოგი ჰუანგ: კალიუმი, რომელიც ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, გვხვდება თხილსა და ბანანში




არტერიული წნევის დამწევი კალიუმი გვხვდება რამდენიმე ადვილად ხელმისაწვდომ საკვებში, განაცხადა დიეტოლოგმა ლიპინგ ჰუანგმა ჯორჯიის კვლევითი ინსტიტუტიდან. მან დაასახელა არტერიული წნევის შემცირების ეფექტური გზა, რომელიც კვლევებით დადასტურდა ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა The Sun-ი


ჰუანგის თქმით, ბევრი კალიუმია ბოსტნეულსა და ხილში, განსაკუთრებით ბანანში, კივიში და ფინიკში, ასევე პარკოსნებში, თხილსა და ფოთლოვან მწვანილებში. გარდა ამისა, დიეტოლოგი გვირჩევს, როდესაც მაღალ არტერიულ წნევაზეა საუბარი, ჩვეულებრივი მარილის შემცირებას და კალიუმის ჩანასვლებით. მისი თქმით, ის ამცირებს ინსულტის რისკს 14 პროცენტით და გულის დაავადებების რისკს 13 პროცენტით.



ჰუანგმა ასეთი მონაცემები კვლევაზე დაყრდნობით მოიტანა, რომელშიც 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.


ხუთი წლის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად კალიუმის შემცველ მარილს მოიხმარდნენ. კვლევაში აღნიშნულია, რომ სუბიექტების არტერიული წნევა შემცირდა ზუსტად რაციონში კალიუმის რაოდენობის გაზრდის გამო.


”ნატრიუმის მაღალი დოზით მიღება და კალიუმის დაბალი მიღება საკმაოდ გავრცელებულია და ორივე ასოცირდება არტერიულ წნევასთან და ინსულტის, გულის დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის გაზრდილ რისკთან, ” - თქვა მან.


„მარილის შემცვლელის გამოყენება, რომელიც ცვლის ნატრიუმის ქლორიდის ნაწილს კალიუმის ქლორიდით, ორივე პრობლემას ერთდროულად წყვეტს.


”მაგრამ ნატრიუმის შემცირების შედარებითი წვლილი კალიუმის დანამატებთან შედარებით კარგად არ არის შესწავლილი.”-დასძინა მკვლევარმა.

0
263
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0