x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედობრივმა სიყვარულმა ქალი ხუთწლიან კომიდან გამოიყვანა
image

ამერიკელი ქალი დედის დაჟინებული ძალიხმევით ხუთწლიანი კომის შემდეგ გონს მოვიდა.



ქალმა ხუთწლიანი კომის შემდეგ გაიღვიძა დედობრივი სიყვარულის წყალობით, რომელიც ექიმების პესიმიზმის მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებდა ბრძოლას მისი გამოჯანმრთელებისთვის. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.



აშშ-ში მცხოვრები ჯენიფერ ფლუელენი 2017 წლის სექტემბერში სამსახურში მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა. მისმა მანქანამ კონტროლი დაკარგა და ბოძს დაეჯახა. როდესაც 35 წლის ქალი საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი მდგომარეობა იმდენად არასტაბილური იყო, რომ მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებდნენ .


რამდენიმე დღეში ექიმებმა ოჯახის წევრებს შესთავაზეს, რომ გაეთიშათ სიცოცხლის მხარდაჭერი აპარატიდან, რადგან ის არ რეაგირებდა გარე ფაქტორებზე. თუმცა ქალის ქმარი, შვილები და დედა წინააღმდეგი იყვნენ. მკურნალობამ არ უშველა და ერთი თვის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ფლუელენი გონზე ვერასდროს მოვიდოდა და მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა.


თუმცა, ქალის დედამ, პეგი მეინმა გადაწყვიტა გადაერჩინა საკუთარი ქალიშვილი. იგი თითქმის ყოველდღე სტუმრობდა მას, გადაჰყავდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, რათა გაეუმჯობესებინა მისთვის პირობები.


როდესაც მისმა ქმარმა და სამმა ვაჟმა იმედი დაკარგეს, გაეგრძელებინათ ბრძოლა ფლუელენისთვის, პარალელურად დედამისი კრძალავდა ყოველგვარ პესიმისტურ საუბარს, განსაკუთრებით მისი ქალიშვილის პალატაში თანდასწრებით..

image

2022 წლის აგვისტოში მეინსმა ის ეტლით გარეთ გაიყვანა და რაღაც უთხრა. ამ დროს ქალიშვილმა სიცილის მსგავსი ხმა გამოსცა. მეანსმა იგი სასწრაფოდ შეატრიალა საავადმყოფოში და მოთხოვა მედპერსონალს დაეწყოთ რეაბილიტაციის პროგრამა. თავიდან ისინი დასცინოდნენ დედას, რადგან მათი აზრით მხოლოდ ხმის ამოღება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გადაეწყვიტათ, რომ ფლუელენი გონზე მოვიდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ქალიშვილმა კითხვების საპასუხოდ თავის ქნევა ისწავლა.

დედამისმა ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო, რათა ექიმები დაერწმუნებინა.


ბოლო-ბოლო როგორც იქნა, რეაბილიტოლოგებმა დაიწყეს ფლუელენთან მუშაობა, აღადგინეს მისი მეტყველება და მოძრაობა. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია თანმიმდევრულად საუბარი, მაგრამ მობილურობა თანდათან უბრუნდება.


41 წლის ფლულენი უკვე ცნობს თავის ოჯახის წევრებს და 2023 წლის ზაფხულში შეძლო ფეხბურთის მატჩზე დასწრებაც, რომელშიც მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა მიიღო მონაწილეობა.

image


ის საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი ერთ-ერთი ვაჟიც ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, რათა დედის მოვლაში დაემხაროს. ექიმები თვლიან, რომ ფლუელენს შემდგომი გამოჯანმრთელების კარგი შანსი აქვს, მაგრამ უცნობია, რამდენად შეძლებს ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.


image

0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0