x
image
თორ ნიკე
რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ
რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ


მითია ის, რომ თითქოს მზე ანათებს, მაგრამ არ იწვის. ეს მითი წვის ცნების არასწორი გაგებიდან მოდის, რომლის მიხედვითაც წვა თითქოს მხოლოდ ქიმიური რეაქციაა. სინამდვილეში წვა მხოლოდ ქიმიური რეაქცია არაა. ფართო გაგებით, წვა არის ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორე ნივთიერებად, რასაც ენერგიის გამოყოფა ახლავს. ასე რომ ბირთვული და თერმობირთვული რეაქციაც წვაა. როგორ და რის ხარჯზე მუშაობს ატომური ელექტროსადგურები? ცხადია, ბირთვული საწვავის წვის ხარჯზე. ამიტომაც ჰქვია "ბირთვული საწვავი", რომ იწვის. მზისგან წამოსული სინათლე და სითბოც მასში მიმდინარე ატომური რეაქციების შედეგია.


მითია ის, რომ მზე ყვითელია. სინამდვილეში მზე თეთრი ფერისაა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანი ფერებით ანათებს. როდესაც მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში აღწევს, ისინი გარდატყდება თეთრიდან ოქროსფრამდე და ამიტომაც აღვიქვამთ მას, როგორც ყვითელს.


მთვარის ბნელ მხარეზე სხივები მაინც ხვდება. ჩვენი თანამგზავრის მეორე მხარეს დედამიწიდან ვერასდროს ვხედავთ, მაგრამ ამის მიზეზი დედამიწის და მთვარის ბრუნვის სინქრონიზაციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხარე სინამდვილეშიც ბნელშია. რეალურად, მზე მთვარის ნებისმიერ ადგილს ანათებს.



მითია ის, რომ თითქოს ჩინეთის კედელი კოსმოსიდან ჩანს და მთვარიდანაც კი. მთვარიდან ჩინეთის კედლის დაფიქსირება რომ შევძლოთ 17, 000-ჯერ უკეთესი მხედველობაა საჭირო, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს აქვს.


მითია ის, რომ კოსმოსში სკაფანდრის გარეშე გასული ადამიანი უბრალოდ სკდება. სინამდვილეში, კოსმოსში გასვლის საშიშროებას უჟანგბადობა და სიცივე წარმოადგენს (-270 გრადუსი ცელსიუსი ყინვაა ღია კოსმოსში). შესაბამისად, ადამიანის უსკაფანდრო თავი ღია კოსმოსში ნამდვილად არ გასკდება ბუშტივით, თუმცა არც მთლად კარგი დღე ელის.


მითია ის, რომ ჩვენი მზის სისტემის ასტეროიდების სარტყელში ფრენა შეუძლებელია. სინამდვილეში კოსმოსის ამ მონაკვეთში ფრენა გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ჰოლივუდის ფილმებში, მაგალითად "ვარსკვლავურ ომებში" არის აღწერილი.


დედამიწა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც ხმის მოსმენაა შესაძლებელი. შეიძლება ღია კოსმოსში ხმა ვერ გავიგოთ, მაგრამ ყველა პლანეტაზე თუ ბუნებრივ თანამგზავრზე, სადაც არის ატმოსფერო, ისმის ხმაც. მაგალითად მარსზე განსხვავებული ატმოსფეროს გამო, ბგერები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწაზე. ხმოვან ბგერებს გადასაადგილებად ატმოსფერო ან სხვა რაიმე ამგვარი გარემო სჭირდება (მაგალითად წყალი). კოსმოსის უმეტესი ნაწილი კი ვაკუუმია, შესაბამისად კოსმოსში სრული სიჩუმე სუფევს.


მითია ის, რომ თითქოს კოსმოსში გრავიტაცია არ არის. სინამდვილეში გრავიტაცია ყველგანაა და მოქმედებს უკლებლივ ყველა ობიექტზე ამ სამყაროში. ის, რომ კოსმონავტი კოსმოსში უწონად მდგომარეობაშია, მეტყველებს მხოლოდ გრავიტაციის სიმცირეზე და არა მის არარსებობაზე.


მითია ის, რომ იუპიტერი მზის გარშემო სხვა პლანეტების მსგავსად მოძრაობს. ის დედამიწასთან შედარებით 318-ჯერ უფრო მასიურია, ამიტომ გრავიტაციის ცენტრი მზესა და იუპიტერს შორის ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს მიღმაა. იუპიტერი მზის გარშემო კი არ მოძრაობს, არამედ ისინი საერთო მასის ცენტრის ანუ ბარიცენტრის, იგივე მიზიდულობის საერთო ცენტრის გარშემო მოძრაობენ.


მითია ის, რომ თითქოს დედამიწა ზაფხულში მზესთან უფრო ახლოს იმყოფება, ვიდრე ზამთარში. სინამდვილეში, სეზონების ცვალებადობა მზესა და დედამიწას შორის მანძილის ცვლილებით არაა გამოწვეული. მთავარია რომელი მხარე უფროა მზისკენ გადახრილი. მეტიც, ჩვენი პლანეტა თავისი ვარსკვლავისგან ყველაზე მეტად ივლისშია დაშორებული. ყველაზე ნაკლებად კი - იანვარში.


ვენერაზე ერთი დღე უფრო გრძელია, ვიდრე დედამიწაზე გასული ნახევარი წელი. მას ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად თავისი ღერძის გარშემო სჭირდება 243 დღე და ვინაიდან ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, მასზე მზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.


თუ კოსმოსში ერთი და იგივე მეტალის ორი ნივთი ერთმანეთს შეეხება, ისინი სამუდამოდ შეეზრდება ერთმანეთს. ამ პროცესს ცივი შედუღება ეწოდება. ეს დედამიწაზე არ ხდება იმიტომ, რომ ნივთებს შორის ყოველთვის არსებობს ატმოსფერო, რომელიც მათ ერთმანეთზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს.


აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურები მთვარეზე, რომელიც 1969 წელს დატოვეს, მასზე დარჩება კიდევ 100 მილიონი წლის განმავლობაში, თუ მთვარე არ ავითვისეთ და ჩვენვე არ გადავშალეთ ახალი კვალით. ვინაიდან მთვარეზე არც ქარი ქრის, არ წყალი მიედინება, შესაბამისად ნაფეხურების ეროზიასაც არაფერი მოახდენს. ერთადერთი ბუნებრივი საფრთხე რამაც შეიძლება ისინი წაშალოს, არის მცირე მეტეორიტები, რომლებიც მთვარეს ხშირად ბომბავენ.



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
302
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0