ქალი და მამაკაცი რომელ ქვეყნებში ითვლება საყვარლის ყოლა - ნორმალურად? 28 იანვარი, 17:10 ურთიერთობებში ღალატის თემა ამოუწურავია. ღალატის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყურადღების ნაკლებობაც, თუმცა საყვარლებს იმიტომ არ იჩენენ რომ მათთან ერთად გამოფენებსა თუ კინოპრემიერებს დაესწრნონ. განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც სექსია. შედეგები, რომელიც შეიძლება ღალატს მოჰყვეს შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი, მაგრამ ნუთუ ყველა ქვეყანაში ასე მტკივნეულად განიცდიან საყვარლის ყოლას? - არა. არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც საყვარლის ყოლა სრულიად ნორმალურია. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ სრულიად მშვიდად გაუხვიოთ მარცხნივ.იაპონიაქალებს სასტიკად ეკრძალებათ საყვარლის გაჩენა, მაშინ როდესაც საზოგადოება მამაკაცების მიმართ გაცილებით ლმობიერია. საქმე იმაშია, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საყვარლის გაჩენა და ეს "ამომავალი მზის" ქვეყანაში სრულიად ნორმალურად აღიქმება. მეტიც, მამაკაცს შეიძლება ქორწინების მიღმა რამდენიმე ურთიერთობაც კი ჰქოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ფინანსურად ყველა ქალის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო ძველ დროში მამაკაცს ქალების რამდენიმე მიზნით არჩევის უფლება ჰქონდა. გეიშასთან მას ინტელექტუალური საუბრები აკავშირებდა, ცოლთან ის შთამომავლობის გაგრძელებაზე ზრუნავდა, ხოლო მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ის უბრალოდ სიყვარულით კავდებოდა.კორეაკორეაში სამოქალაქო ქორწინება დიდად არ უყვართ. მათთვის ურთიერთობის ეს ფორმატი აკრძალულ ხილს წარმოადგენს, თუმცა ეს მამაკაცებს ცოლების ღალატში ხელს მაინც არ უშლით. მათ თავიანთი საყვარლები კარაოკე ბარებში სრულიად თავისუფლად და დაუფარავათ დაჰყავთ, მაშინ როდესაც ცოლს განქორწინების მოთხოვნის უფლება მაშინაც კი არ აქვს თუ ქმარი სახლში ღალატის აშკარა ნიშნებით ბრუნდება.საფრანგეთირაც შეეხება ფრანგებს, ამ მხრივ ისინი ცოტა ფრთხილები არიან, რადგან აშკარა ღალატმა შეიძლება მათ ქორწინებას საბოლოოდ ძირი გამოუთხაროს, ამიტომ ისინი საყვარლებს ფარულად იჩენენ. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საყვარლის ყოლა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.ტაილანდიინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ტაილანდელები ძალიან ლოიალურები არიან. ამ ქვეყნის მაცხოვრებლის მიერ სხვისთვის ინტიმური მომსახურების გაწევის შემთხვევაში, იქნება ეს ქალი თუ კაცი, მას არავინ გაკიცხავს. მეტიც, თუ ტაილანდელი ქალი ურთიერთობას უცხოელთან ფულის გამო დაამყარებს, ამის შესახებ ის საკუთარ ქმართან აუცილებლად დაიკვეხნის.შვედეთიშვედებმა ინტიმის შესახებ საბავშვო ბაღიდან იციან, და სულაც არ ერიდებათ თავიანთ სურვილებზე ღიად და ხმამაღლა საუბარი, ხოლო შეეხება ღალატს მათი დამოკიდებულება ორგულობის მიმართ სრულიად ადეკვატურია.ნიგერია2016 წელს ნიგერიელი ქალები მსოფლიოში ყველაზე მოღალატე ცოლებად დასახელდნენ. ნიგერიელი ქალების 62% საკუთარ პარტნიორს ღალატობს. საქმე იმაშია, რომ მათ ინტიმურ ცხოვრებაში მრავალფეროვნებები უყვართ.1344 შეფასება არ არის |