x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რას შვრება საერთოდაც ალტინფოს ბნელეთი?! რომ მოასწარით არაკანონკური ხატის დალოშვნა, ახლა არ ინანიებთ?"-ილია ჭიღლაძე

image

"მატრონა-სტალინის ხატი გაიტანეს სამების საპატრიარქო ტაძრიდან. აბა, არ გავატანინებთ არავისო?! ვიღაც მღვდლები რომ იმ დღეებში გავეშებულები იხდიდნენ პარაკლისებს არაკანონიკურ ხატთან, ახლა რას შვრებიან? მათ შორის ერთი ვიღაც ახალგაზრდა უვიცი მღვდლის [მითხრეს მისი სახელი: გიორგი გოგიჩაიშვილი] ეგზალტირებული ქადაგება გავრცელდა ბნელთა ფეიჯებზე.

და რას შვრება საერთოდაც ალტინფოს ბნელეთი?! რომ მოასწარით არაკანონკური ხატის დალოშვნა, ახლა არ ინანიებთ?"-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატი საერთოდ ჩამოხსნეს, მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“.
მისივე თქმით, სტალინის გამოსახულება გადაიწერება და მის ნაცვლად სიმსივნისგან განკურნებული ქალი გამოისახება.
ამასვე ადასტურებს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატრონას ხატი გადაიტანეს სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც "ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები".
image
0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0