x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში მღვდელმა ცოლი მოკლა და შემდეგ დაანაწევრა
image

ნიჟნეკამსკელმა მღვდელმა მიხეილ ზუბარევმა სასტიკად მოკლა ცოლი და შემდეგ დაანაწევრა



ნიჟნეკამსკის წმინდა იოანე კრონშტადტის ეკლესიის მღვდელმა, 41 წლის მიხეილ ზუბარევმა (მთავარ ფოტოზე)სასტიკად მოკლა და დაანაწევრა თავისი ცოლი, იუწყება business-gazeta.


ცნობილი გახდს, რომ მღვდელმა მიხეილმა 7 წლის ქალიშვილის თვალწინ მოკლა ცოლი, რის შემდეგაც თავი მოაჭრა და მაცივარში შედო. ამ დროს ქალიშვილმა, როდესაც დედის უთავო სხეული დაინახა ისტერიკაში ჩავარდა.წინასწარი მონაცემებით, მან სასტიკი დანაშაულის ჩადენა ეჭვიანობის გამო ჩაიდინა.



რამდენიმე საათის შემდეგ ბინაში მოვიდა მღვდლის ვაჟი და საშინელი სურათი აღმოაჩინა. როგორც ცნობილია გახდა, ზუბარევი ცდილობდა დაეყოლიებინა შვილი, რომ პოლიცია არ გამოეძახა, არგუმენტი კი ასეთი იყო : „მოიცადე, გავა 10 დღე და ის გაცოცხლდება...“

image

ძალოვანების მისვლის შემდეგ ზუბარევი აღარაფერზე რეაგირებდა, უბრალოდ თვალებდახუჭული იწვა. ის დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. საგამოძიებო კომიტეტის ნიჟნეკამსკის განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხლით ("მკვლელობა").


გამოცემის ცნობით, მკვლელი სასულიერო პირი თათრეთის რესპუბლიკაში მურმანსკის ოლქიდან გადავიდა. 2016 წელს მას მიენიჭა მკერდის ჯვრის ტარების უფლება (ერთ-ერთი საკულტო ჯილდო და ნიშანი მართლმადიდებელ სასულიერო პირებში) ეკლესიის სასიკეთოდ, ერთგული მოღვაწეობისთვის.



2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ჩისტოპოლის ეპარქიის ციხის განყოფილებას. თათრეთს მიტროპოლიტის წარმომადგენლების თქმით, ზუბარევი 11 ოქტომბრიდან ბიულეტინზე იმყოფებოდა.


მრევლის თქმით, ბოლო ხანებში მღვდელს უცნაური ქცევები ახასიათებდა, ის ფსიქიატრთან იყო აღრიცხვაზე და სავარაუდოდ სწორედ მკვლელობის დღეს იყო კლინიკაში მიღებაზე ჩაწერილი.

0
356
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0