x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჰიტლერი და რელიგია
image

20 აპრილს დაიბადა ადოლფ ჰიტლერი, გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის მთავარი ინიციატორი.


ჰიტლერზე ბევრი რამ დაწერილა, მის წარმომავლობაზე, ადრეულ პროფესიებზე და რა თქმა უნდა პოლიტიკური, დიპოლომატიური თუ სამხედრო სტრატეგიის კუთხით.მკვლევარები სწავლობდნენ მის რელიგიურ შეხედულებებსაც, რომელიც ნაწილობრივ მაინც გამოცანად დარჩა.


დღეს შევეცდებით გაგაცნოთ ჰიტლერის პოზიცია რელიგიის მიმართ.




ადოლფ ჰიტლერი დაიბადა ოჯახში, სადაც დედამისი მორწმუნე კათოლიკე იყო. ხოლო მამამისი, პირიქით, სკეპტიკოსი და ანტიკლერიკალი . ბავშვობაში მოინათლა, თუმცა თხუთმეტი წლის ასაკიდან შეწყვიტა ღვთისმსახურება და საეკლესიო ზიარებებში მონაწილეობა. როგორც ზრდასრული, ჰიტლერი ზიზღით ეპყრობოდა ქრისტიანობას, მაგრამ ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად, ოპორტუნისტული პოლიტიკური მიზეზების გამო, ის მზად იყო გარკვეული დროით გადაედო ეკლესიებთან ურთიერთობის გამწვავება.




ალბერტ შპეერის(მესამე რაიხის შეარაღების და საომარი მომარაგების მინისტრი) თქმით, ჰიტლერი მწვავე განცხადებებს ეკლესიის მიმართ მხოლოდ პოლიტიკურ მოკავშირეებთან აკეთებდა, ამასთანავე ჰიტლერის აზრით ეკლესიის გაქრობა გამოიწვევდა მისტიციზმის დაბრუნებას, ამას კი ჰიტლერი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა. ჰიტლერი თვლიდა, რომ იაპონური რელიგიები ან ისლამი გერმანელებისთვის ქრისტიანობის შემცვლელი რელიგია შეიძლებოდა გამხდარიყო.



ისტორიკოსი ჯონ ქონვეი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ ეკლესიებს. ჰიტლერს არ სჯეროდა ღმერთის არსებობა, მამის მსგავსად ანტიკლერიკალი იყო და სძულდა ქრისტიანული ეთიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის „უძლიერესის გადარჩენის“ კონცეფციას.


მიუხედავად ამისა, მას მოსწონდა პროტესტანიზმის ზოგიერთი ასპექტი (რომელიც ეთანხმებოდა მის შეხედულებებს), ხოლო კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ელემენტს (ლიტურგია, იერარქიული ორგანიზაცია და ფრაზეოლოგია) თავის გამოსვლებშიც კი იყენებდა.


ეკლესიას ჰიტლერი განიხილავდა როგორც საზოგადეობაზე გავლენის მქონე პოლიტიკურად მნიშვნელოვან ორგანიზაციას, ხოლო მასთან კარგი ურთიერთობა მის პოლიტიკურ მიზნებისთვის სჭირდებოდა.


სახალხოდ ჰიტლერი ხშირად აქებდა(განსაკუთრებით ხელისუფლებაში მოსვლამდე) ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და გერმანულ ქრისტიანობას:


"ეჭვგარეშეა, იდეურად ფაშისტური მსოფლმხედველობა უფრო ახლოსაა ქრისტიანობასთან, ვიდრე ებრაული ლიბერალიზმის ან თუნდაც ათეისტური მარქსიზმი".



"ვერ შევეგუებით ჩვენს რიგებში იმათ, ვინც თავს დაესხმება ქრისტიანულ იდეებს. ფაქტობრივად, ჩვენი მოძრაობა ქრისტიანულია“.


"ჩვენ გვჭირდება მორწმუნე ხალხი"



თუმცა, თვითონ სჯეროდა „არიელი იესოსი“, რომელიც ებრაელების წინააღმდეგ იბრძოდა. მის პრო-ქრისტიანულ რიტორიკას ეწინააღმდეგებოდა პირად საუბრებში გამოთქმული აზრი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა ტყუილებზე დაფუძნებული აბსურდული სისულელე იყო:


"ღმერთმა შექმნა ადამიანი, მერე მოუხმო ეშმაკს და შეაცდინა.ცდუნებამ დაბადა ცოდვა:ქალწულმა მარიამ შვა ბუში.ამ როსკიპის და რომაელი ჯარისკაცის ნაბიჭვარს-ქრისტეს უნდა განეწმინდა ადამიანები ცოდვებისგან..ამიტომაც იქნენ გვემულნი და მუხლომდრეკილნი..ფუჰ!რა მოსწონს ხალხს ამაში! მე მესმის მაჰმადის სამოთხე მაინც იყოს! ეს ალილუია სიკვდილის შემდეგ კი...საზიზღრობაა"




შეერთებული შტატების სტრატეგიული სამსახურის ანგარიშის თანახმად, „The Nazi Master Plan“-ის ფარგლებში ჰიტლერი რაიხში ქრისტიანული ეკლესიის გავლენის გაქრობას, მომავალში კი ქრისტიანობის საბოლო განადგურებას აპირებდა, თუმცა, საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკს არამიზანშეწონილად მიიჩნევდა. ჰიტლერს გეგმის განხორციელება ომის შემდეგ უნდოდა.

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0