რელიგია ერაყში აპირებენ, დაკანონდეს გოგონას 9 წლის ასაკიდან გათხოვება 11 ნოემბერი, 12:08
ახლა, ქვეყნის კანონების მიხედვით, შეგიძლიათ დაქორწინდეთ 18 წლის ასაკში, ეს ცვლილებები კანონში „პერსონალური სტატუსის შესახებ № 188 “ ჯერ კიდევ 1959 წელს იქნა მიღებული და აქამდე არ შეცვლილა.
მაგრამ გასული თვის ბოლოდან მოწოდებები შარიათის კანონების დაცვაზე სულ უფრო ხშირი გახდა და შიიტურმა პარტიამ, რომლებიც უმრავლესობით არიან ერაყის პარლამენტში, გადაწყვიტეს საჯარო განხილვისთვის წარედგინათ ინიციატივა რელიგიურ ნორმებზე -ქორწინების ასაკის შემცირების შესახებ. - ბიჭებისთვის 15 წლიდან და გოგოებისთვის 9 წლიდან. საზოგადოებაში მწვავე დისკუსიები გაჩაღდა მსგავსი ღონისძიებების მიზანშეწონილობის შესახებ. გარდა ასაკის შემცირებისა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში ქალები დაკარგავენ განქორწინების მოთხოვნის უფლებას, დაკარგავენ შვილებზე მეურვეობის უფლებას და მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობასაც. ოპოზიციამ, ბაღდადში აქციები გამართა. აქტივისტებმა, დემონსტრაციები გამართეს პლაკატებით, სადაც მოუწოდებდნენ "ქვეყნის ბნელ წარსულში" ნუ გადაეშვებიან. მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეესაბამება ისლამურ კანონს, რათა დაიცვან გოგონები "ამორალური ურთიერთობებისგან". ასევე მმართველი გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსამართლეები არც თუ იშვიათად მომხდარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე და ხშირად არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციას ახდენენ. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მოქმედი კანონმდებლობით, დაქორწინება შეიძლება 18 წლიდან, ბევრი ქორწინება არაოფიციალურია და რჩება დაურეგისტრირებელი. კანონი ჯერ განხილვის პროცესშია და პროტესტები თუ გაგრძელდა, შეიძლება არც მიიღონ. 81 2-ს მოსწონს
|