x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვინც 7 იანვარს აღნიშნავენ შობას, ყველა ამათზე უზარმაზარია რუსული ეკლესიის გავლენა და რეტროგრადულ-ოპსკურანტული სული" - ილია ჭიღლაძე

image

შობის მოახლოებასთან ერთად ტრადიციულად დგება საკამათო საკითხი, როდის უნდა აღინიშნოს შობა?25 დეკემბერს თუ 7 იანვარს, ანუ ძველი სტილით, რომელსაც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს.ამ საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე.


"მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდ. მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 11 ავტოკეფალური ეკლესია ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას.


ესენია:



1. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ათონის მთის მონასტრების გამოკლებით),


2. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო,


3. ანტიოქიის საპატრიარქო (სირია, ლიბანი, ერაყი),


4. რუმინეთის საპატრიარქო,


5. ბულგარეთის საპატრიარქო,


6. საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია,


7. კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია,


8. ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია,


9. ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია,


10. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია,


11. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია.


ესენი ყველა შესწორებულ, ანუ ახალ სტილზე არიან და ყველა მათ ტაძრებში 25 დეკემბერს აღინიშნება შობა.


ხოლო 6 ავტოკეფალური ეკლესია - 1. იერუსალიმის საპატრიარქო, 2. რუსეთის საპატრიარქო (მასში შედის ბელორუსის და მოლდოვის ეკლესიებიც), 3. საქართველოს საპატრიარქო, 4. სერბეთის საპატრიარქო, 5. პოლონეთში არსებული რუსული წარმოშობის სატელიტური “ავტოკეფალური” ეკლესია, 6. ჩრდ. მაკედონიის ავტოკეფალური ეკლესია კი ჯერჯერობით 7 იანვარს აღნიშნავენ შობას. ყველა ამათზე უზარმაზარია რუსული ეკლესიის გავლენა და რეტროგრადულ-ოპსკურანტული სული. პოლონეთის ეკლესია ახალ სტილზე იყო გადასული მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული და ამ ბოლო წლებში მოსკოვის (კონკრეტულად კ. გუნდიაევის) ზეგავლენით ისევ მცდარ კალენდარს და 7 იანვარს დაუბრუნდა."-წერს ილია ჭიღლაძე.

1
650
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
650
  
2023, 17 დეკემბერი, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1