რელიგია ინდოეთში გამოქვაბულიდან გამოიყვანეს 111 წლის განდეგილი, რომელმაც მთელი ცხოვრება მედიტაციაში გაატარა (ვიდეო) 5 ოქტომბერი, 16:38 ინდოეთში გამოქვაბულიდან გამოიყვანეს 111 წლის განდეგილი, რომელმაც მთელი ცხოვრება მედიტაციაში გაატარა. თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ასკეტი 188 წლის იყო. თითქოს ტრანსში და მედიტაციაში ყოფნამ შეანელა სხეულის დაბერების პროცესი. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა მამაკაცის რეალური ასაკი - 111 წელია.თუმცა ესეც საეჭვოა და დასადგენია. ინდოეთში გამოქვაბულიდან სინათლეზე გამოიყვანეს ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება იქ ლოცვასა და მედიტაციაში გაატარა. ასკეტი მოსიარულე გვამს წააგავს. „111 წლის განდეგილი გამოიყვანეს ინდოეთში გამოქვაბულიდან, რომელმაც მთელი ცხოვრება მედიტაციაში გაატარა, თითქოსდა, ტრანსში მყოფზე დაბერების პროცესი შენელდა. მაგრამ მისი რეალური ასაკი მხოლოდ კვლევის შემდეგ გაირკვევა“, - ნათქვამია მოხსენებაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ასაკოვანი, გამხდარი მამაკაცი ჯოხით. ორი ახალგაზრდას მისთვის მკლავებში ჩაუჭიდია ხელი და ისე გამოჰყავთ. განდეგილს გადაადგილების უნარი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, თუმცა ჯოხს ეყრდნობა. ერთადერთი, რაც კაცს აცვია, არის თეძოებზე რაღაც ნაჭრის ნაგლეჯი. ასკეტიზმი არის ადამიანთა რელიგიური ცხოვრების წესი, რომელიც ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად ამ ქვეყნისაგან განდგომას, მიწიერი სურვილებისაგან უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დართგუნვას გულისხმობს. თითქმის ყველა რელიგია ასკეტიზმს ადამიანის ზნეობრივ იდეალად აცხადებს. ეკლესია აკანონებს ასკეტიზმს, ადამიანის თვითგვემას სისტემურ ხასიათს აძლევს. რელიგიური ასკეტიზმი არის უარის თქმა არა მარტო ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, არამედ ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაზეც. იგი ადამიანს ზრდის მონური მორჩილებისა და მოთმინების სულისკვეთებით. 608 3-ს მოსწონს
|