x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მითი თუ სინამდვილე?

imageამ დღეებში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო სათაურით "ცეცხლის გარდმოსვლა სიცრუეა", სადაც ბერძნულ ტელეარხზე ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ქიმიური რეაქციის შედეგად სანთლების თვითაალება.ამ ვიდეომ მრევლში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ამ ფაქტიდან გამომდინარე მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ წმინდა ცეცხლის წარმოშობის ისტორიას.წინამდებარე სტატიაში მოყვანილია მხოლოდ ფაქტები და სხვა არაფერი:ისტორიული ცნობები, ჩანაწერები და თვითმხილველთა მონათხრობები.


სიმბოლური მნიშვნელობა

ცეცხლის გარდამოსვლა(ბერძნები და სომხები მას "წმინდა ნათელს" უწოდებენ), უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსაკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33(ქრისტეს ასაკი) ან 12(მოწაფეთა რაოდენობა) სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს.

მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილიგამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს "კირიელეისონს" (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება
საფლავიდან.ესაა რიტუალი განასახიერებს იესო ქრისტეს ვნებებს, დაკრძალვას და აღდგომას. წმინდა ნათელი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.

imageწმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირო ტელერეპორტაჟი გადაიცემა შემდეგ ქვეყნებში:საბერძნეთი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა...აგრეთვე კვიპროსში, ლიბანში და ეგვიპტეში.

შემდგომ წმინდა ცეცხლი სპეციალური ავიარეისით გადააქვთ, სადაც მას პატივით ხვდებიან საეკლესიო და სახელმწიფო ლიდერები.

პირველი ისტორიული ცნობები

პირველი ცნობები ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ V-VI საუკუნეების წყაროები იუწყებიან.(დიდი შაბათი საღამოს წირვა სანთლების დანთებით იწყებოდა)თუმცა უფლის საფლავზე „ზეციური ნათელის“ სასწაულზე პირველად ლათინი მომლოცველი ბერი ბერნარდი 867 წელს მოგვითხრობს."დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტეს საფლავზე დილის
ლოცვის ჟამს, იმ დროს, როდესაც წარმოითქმევა "კირილეისონ", ჩამოდის
ანგელოზი და ანთებს კანდელს... პატრიარქი ცეცხლს გადასცემს ეპისკოპოსს,
ხოლო იგი - მრევლს."

მეორე ცნობა: აი რას წერს კესარიის მიტროპოლიტი არეფა დამასკოს ემირს X საუკუნეში:"ქრისტიანები დგანან აღდგომის ტაძარში და აღავლენენ უფლის სადიდებელ ლოცვას -უფალო შეგვიწყალე. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება ელვა, რომელიც ანთებს
კანდელს, საიდანაც ცეცხლს იღებენ იერუსალიმის მცხოვრებნი."

IX-XVI საუკუნეებში კიდევ რამდენიმე წყარო იტყობინება ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ.

პირველად ქართველი ბერები მაცხოვრის საფლავთან ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წყაროში არიან მოხსენიებული:"ქართველებს აქვთ წმ. საფლავის ეკლესიის გასაღებიო."

პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა იერუსალიმში და აღწერა "დღესასწაულობა წმ. ცეცხლის გამოჩენისა"ეპისკოპოსი პეტრე კენჭოშვილი იყო." `დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული
ნაწილი მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი
მლოცავნი... დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის
სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის
ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის
მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო
კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ" და
„არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა"!

image

მატერიალური ახსნა

პირველად 1256 წელს აღწერს ცეცხლის გარდმოსვლას მატერიალურად არაბი ისტორიკოსი სიბტ-ილ-ალ ჯაუზი, .იგი მოგვითხრობს, თუ როგორ იმალება გვიან ღამით ერთ-ერთი მღვდელთმსახური სამლოცველოს ნიშის კუთხეში, ანთებს სანთელს და შემდეგ იძახის: "გარმოვიდა ნათელი, დიდება უფალს"

2001 წელს ტელეგადაცემა "GКРIZES ZONES"-ში იერუსალიმის ეკლესიის მესაყდრემ, პეტრსკის მიტროპოლიტმა კორნილიუსმა, რომელმაც წმინდა ცეცხლი მიიღო შემდეგი განაცხადა:"როცა წმინდა ცეცხლს ვახსენებთ, "საუბარია
ბუნებრივ ცეცხლსა და სინათლეზე, რომელზედაც პატრიარქი განსაკუთრებულ ლოცვებს
ამბობს, ანუ ხდება მისი კურთხევა და, ამგვარად, საღვთო მადლს იძენს ბუნებრივი,
ქმნილი სინათლე, და რომ მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან, რომელიც იერუსალიმის წმ. აღდგომის ეკლესიის ჭურჭლის საცავში ინახება."

იგივეს ამბობს არქიმანდრიტი ისიდორე, რომ "მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან."

აი რას წერს ა.სელივანოვი 1881-82 წელს "აღდგომა იერუსალიმში"."ერთ-ერთი კანდელი რომელიც საფლავთან ანთია, რომელიც შემდგომ სვეტთან გადმოდის მას შემდეგ არც ჩამქრალა.აი ამ კანდელიდან ანთებს პატრიარქი სანთლებს, ასე რომ არავითარი ცეცხლი არ გადმოედინება ზეციდან".

თვითაალება

თვითაალება შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებების და მჟავების ნაერთით.მისი მრავალი რეცეპტია ცნობილი.ჯერ კიდევ XII საუკუნეში ინბ-ალ -კალანისიმ აღწერა წმინდა ცეცხლის თვითაალების შესაძლო ვარიანტი, რომელიც კომიფორას(ბალზამის ხე) და ჟასმინის ზეთის რეაქციის შედეგად მიიღება."ცეცხლი არის კაშკაშა და ციალებს."

სპონტანური თვითაალების მეთოდები უძველეს დროიდან არის ცნობილი.მაგალითად: გოგირდმჟავასი(ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მიიღეს ) და ქრომ კალიუმის ნაერთი(იყენებდნენ ტყავის სათრიმლავად).

რწმენა

წმინდა ცეცხლზე საუბრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის
ეკლესიის პროტოდიაკონი ანდრია (კურაევი), მას ცეცხლის შესახებ სხვადასხვა წლებში
არაერთხელ უსაუბრია, ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: "სულიწმინდის გმობა
მიუტევებელი ცოდვაა, არ გეშინიათ?", იგი პასუხობს: "არა, რადგან
ვდუმვარ... მე ველი ეკლესიის ხმას". იგიც აღნიშნავს და მართლაც, იერუსალიმის
ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია წმინდა ცეცხლზე, რომ, თითქოს, იგი
"ზეციდან გადმოდის".

დიაკონი ანდრია შენიშნავს, რომ იერუსალიმის ეკლესიას ნამდვილად არ მიუღია უშუალოდ ამ ცეცხლთან დაკავშირებით
წმ. ცეცხლთან დაკავშირებულ სხვა, გვერდით მოვლენებსა და
სხვადასხვა თქმულებებზე 2008 წელს კრიტიკოსმა იგორ დაბროხოტოვმა გამოაქვეყნა მცირე გამოკვლევა, სადაც საუბრობს სხვადასხვა ე.წ. სასწაულებსა და ისეთ თქმულებებზე, როგორიცაა მაგ. ლეგენდა "გახეთქილ სვეტზე", თქმულება სომეხი იერარქის საფლავში შესვლასთან დაკავშირებით


აღსანიშნავია თავად იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს განაცხადება. 2011 წლის აღდგომას აეროპორტში სხვადასხვა დელეგაციებისადმი წმინდა ცეცხლის გადაცემისას იგი ამბობს: "უფლის საფლავიდან მომდინარე წმინდა ნათლის ეს ფერიცვალება (ცვლილება, გარდაქმნა) საუკუნო ნათელია ქრისტეს აღდგომისა, რომელიც მოწმობს დიდებას ღვთისას").ბერძნულ სინამდვილეში ეს მოვლენა არა "წმინდა ცეცხლის", არამედ"წმინდა ნათლის" (ბერძ. Ἃγιον Φῶς) სახელითაა ცნობილი.


სამწუხაროდ მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება
საგანგაშოა, რადგან ემსგავსება ცეცხლთაყვანისცემას, შორდება ერთიან ქრისტიანულ
სულიერ ტრადიციას, ამა თუ იმ პიროვნებისთვის ხდება რწმენის საფუძველი, რაც ასე
მიუღებელია ეკლესიისათვის. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს ხსენებულ საკითხზე
სხვადასხვა ქვეყანაში არაინფორმირებული სასულიერო პირების, იერარქების ქადაგებები.
ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ტელევიზისაც. ერთი სიტყვით, ცეცხლი იქცა
კერპად. ეს კი არავითარ შინაგან გარდაქმნას არ ახდენს ჩვენში, რაც ღვთის
სასწაულქმედების ერთადერთი მიზეზია. ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ გამორბიან ტაძრიდან ანთებული სანთლებით ხელში კოპტები და არამარტო ისინი, უნებურად ფიქრდები, ვისღა ახსოვს ტაძარი, უფლის საფლავი, გალობა, ლოცვა და ღვთისადმი მადლობის შეწირვა საფლავის წინაშე, საიდანაც მოგვეცა მარადიული სულიერი ნათელი (მესმის, რომ ლოცვა და გალობა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაშია შესაძლებელი, და დავითიც რომ
როკავდა). იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეხედონ, გაუხარდეთ ქრისტეს
მათთან მყოფობა, გაუხარდეთ, რომ ერთად დგანან უფლის ტაძარში და იგრძნონ
ერთმანეთისადმი სიყვარული, ისინი კონცენტრირდებიან ცეცხლზე და ივიწყებენ მთავარს.

image

ამასთნავე შეძახილები, რომ "ეს ადასტურებს ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენი რწმენა
ჭეშმარიტია, სხვები კი სატანის ხელში არიან" და მისთ.გახლავთ სუფთად
იუდაისტური მიდგომა. აქვე გავიხსენოთ იაკობისა და იოანეს სიტყვა ქრისტესადმი, როცა იერუსალიმში ბრუნდებოდა უფალი, სადაც მას არ ღებულობდნენ, სადაც საფრთხე ელოდა.მათ უთხრეს ქრისტეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია მაშინ", უფალი შერისხავს მათ: "არ იცით, რომელი სულისანი ხართ თქვენ?". ამგვარად, ქრისტიანულ ეკლესიას სულ თანს სდევს ქადილი ქრისტეთი, მარადჟამ იქადდა ქრისტეთი ("და ესეცა
ჯუარ-ცუმული", I კორინთ. 2:2) და მისი მკვდრეთით აღდგომით, სულაც არაა მისი
საქმე "წმინდა ნათლით" სხვათა სარწმუნოების გაკიცხვა და "მოსრვა"
სხვადასხვა შეძახილებითა და სიტყვებით.

image

4
4047
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4047
  
2016, 22 მარტი, 20:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 22 მარტი, 16:35
რაც უფრო ვითარდება ტექნიკა და ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებები, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება სასწაულებს, რადგან ყველაფერს მატერიალური ახსნა მოეძებნება... ვისაც გულით სჯერა, ის ყოველთვის ერთგული დარჩება.
2016, 22 მარტი, 12:24
ათეისტებმა და უსჯულოებმა აღარ იციან რა ჩირქი მოსცხონ ჭეშმარიტებას, რომლის არსსაც ადამიანური გონება ვერასოდეს ვერ ჩაწვდება. კანონგარეშეს კომენტარს ვეთანხმები იმაში, რომ ერთხელ როდესაც მაცხოვრის საფლავზე ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქის ნაცვლად სომეხი მთავარეპისკოპოსი შევიდა, მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა არ მოხდა და სასწაულებრივად იმ სვეტთან გამოხეთქა, სადაც სწორედ ის ბერძენი პატრიარქი იდგა. ჯერ კიდევ აქედანაა მისი უტყუარობა სარწმუნო და ის, რომ ამით მაცხოვრისგან ნიშანი ეძლევა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს რომ ის ჩვენთანაა. (გადმოცემების თანახმად კი დადგება დღე, როდესაც წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აღარ გადმოვა და სწორედ ეს იქნება მეორედ მოსვლის მანიშნებელი.) ამდენი სასწაული ხდება არ არ სწამთ და სულ რომ არაფერი ხდებოდეს, წარმომიდგენია როგორ წარიწყმიდებოდა ერი.
2016, 22 მარტი, 11:58
მე თავად მაქვს ნანახი შუაზე გაპობილი სვეტი, საიდანაც როგორც მემატიანე აღნიშნავს გადმოვიდა მარადიული ცეცხლი...
არაბი მართლმადიდებლების წყაროებიც ამავეს ადასტურებს, მუსლიმი არაბი კი იიმას იტყვის რაც მის რელიგიას უნდა და აწყობს.
ნებისმიერ ვარიანტში ესაა თემა რომელზეც სპეკულაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
0 1 4