რელიგია საჩუქარი "ღმერთს"-როგორ ამცირებენ და აუპატიურებენ გოგონებს "ცოდვების მონანიების" მიზნით 2019, 19 ივნისი, 13:15
განა-ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული განვითარებადი ქვეყანაა დასავლეთ აფრიკაში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 30 მილიონია, აქედან 3/4 ქრისიტიანი, 17% მუსულმანი, ხოლო 5% ადგილობრივი რელიგიის მიმდევარია.სწორედ ამ უკანასკნელზე გვექნება საუბარი.
"ტროკოსი"-ეს არის ერთ-ერთი რელიგიური რიტუალი, რომელსაც განის სამხრეთი რაიონები, ტოგოს და ბენინის მოსახლეობა მისდევს, სისტემა მარტივია:ღმერთი სჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც არასწორი ცხოვრების წესს მისდევს. მორწმუნეები მიდიან ტაძარში და უზენაესს ძალებს თხოვენ დასაჯოს არაკეთილისმსურველები, ითვლება, რომ წყევლა სხვადასხვა ფორმისაა:ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრების ხშირი ავადმყოფობა ან სიკვდილი, თუნდაც სახლიდან რაიმე სამკაულის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები და ა.შ. მიზეზის დასადგენად მრევლი ადგილობრივ მღვდელთან მიდის, ის კი მოუთხრობს რაშია საქმე, აღმოჩნდება, რომ ყველაფერ ამაში დამნაშავეა მისი უახლესი წინაპრები, რის გამოც ცოდვები მათზე გადმოდის, ამიტომ ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ღმერთის სამსახურში უნდა ჩადგეს გოგონა-მათი ოჯახის წევრი ან უახლოესი ნათესავი. სიტყვა "ტროკოსი" ორი ნაწილისგან შედგება, ევეს ენაზე "ტრო" ნიშნავს ღმერთს ან წმინდანს, ხოლო "კოსი" -ცოლს, დედოფალს ან მონას, ჩვეულებრივ ტერმინს ასეთი ინტერპრეტაცია აქვს: "ღმერთის ცოლი " ან " ღმერთის მონა" ტრადიციულად ოჯახი ეკლესიას მოზარდ გოგონას ჩუქნის, ზოგიერთი გოგონა 6 წლის ასაკიდანაც კი ხვდება იქ, არის შემთხვევები, რომ ტაძარში აგზავნიან იმ ახალგაზრდა ქალებსაც კი, რომლებსაც უკვე შვილები ჰყავთ.
თუ ვინ გააგზავნოს " საჩუქრად"ოჯახის საბჭო განიხილავს, ტრადიციულად არჩევანი უმწიკვლო გოგონაზე ჩერდება, სწორედ მან უნდა დაიფაროს საკუთარი ოჯახი "ღვთის რისხვისაგან", გოგონას გაქცევის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახი ვალდებულია სხვა შემცვლელი მონახოს. "ღმერთის ცოლს" ტაძარში მისვლისთანავე სპეციალურ რიტუალს ასრულებინებენ:ყველა სამკაულს ხსნიან, ტანსაცმელს ხდიან და აიძულებენ მიწაზე დაწვეს-ამრიგად, ნორჩ გოგონას თავიდანვე მორჩილებას ასწავლიან. რიტუალის შესრულების შემდეგ ის სრულყოფილი მონა ხდება.მას ტანსაცმლის მაგივრად რაღაც ძონძებში ახვევენ და იმ დღიდან მოყოლებული გოგონა იწყებს მუშობას ტაძარში, ან მღვდლის პირად ფერმაში, გოგონები ხშირად ნახევრადმშივრები არიან. სქესობრივი სიმწიფის მიღწევისთანავე გოგონა მღვდელმსახურთან წვება, ითვლება, რომ სექსი ქალწულთან რიტუალის შემადგენელი ნაწილია, გოგონას უარის თქმა არ შეუძლია, სულიერი ლიდერი ხომ "ღმერთის სახელით" მოქმედებს, სხვათა შორის ტაძრის უხუცესებსაც აქვთ უფლება გოგონებს სქესობრივი აქტი აიძულონ. ფოტოზე:მღვდელი, რომელიც "ტროკოსის" რიტუალის მიმდევარია ტაძარში "ტროკოსის" რიტუალს ძირითადად 5-6 გოგონა ემსახურება, ტაძარში დაბადებული ტრადიციულად იქვე იზრდება, ასე რომ "ტროკოსები" გარე ჩარევის გარეშე ვერაფრით ვერ შემცირდება, პირიქით, მათი რაოდენობა იზრდება. ერთ-ერთი ტროკოსი არის ენიონამ ტორძო, 18 წლის იყო, როცა მშობლებმა ტაძარში დატოვეს, 10 წლიანი მონური ცხოვრების განმავლობაში ენიონამს 6 შვილი შეეძინა: "ჩვენი დღე დილის 4 საათზე იწყებოდა, ჯერ წყალს ვეზიდებოდით, შემდეგ ეზოს ვალაგებდით, ბოლოს კი მზის ჩასვლამდე მიწაზე ვმუშაობდით, პატრონი არ ზრუნავდა ჩვენზე და მუდამ მშივრები ვიყავით"-იხსნებს ენიონამი. ენიონამ ტორძო და კიდევ რამდენიმე გოგონა არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ენიონამო ოჯახმა არ მიიღო, მამამისს მიაჩნია, რომ ქალიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ტაძარში, რადგან "ეშინია წყევლა უკან არ დაუბრუნდეს." პირველად მსოფლიოს "ტროკოსის" შესახებ ბრიჟიტ სოსა პერენიმ ჯერ კიდევ 1997 წელს შეატყობინა, სადაც 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, იგი იქ საკუთარმა ბიძამ დატოვა, CNN-ზე რეპორტაჟის გასვლის შემდეგ ამერიკელი კენეტ პერენი სპეციალურად ჩავიდა განაში და მოლაპარაკების შემდეგ შეძლო გოგონას გათავისუფლება, რის შემდეგ ბრიჟიტი იშვილა და გვარიც მისცა. ფოტოზე: ბრიჟიტ სოსა პერენი 1998 წელს განას ხელისფლებამ მიიღო კანონი "ტროკოსის" აკრძალვის შესახებ, რის მიხედვითაც კანონდამრღვევს სამწლიანი ციხე ელოდება, მიუხედავად ამისა, ტრადიცია კვლავ ცოცხალია, განას მოსახლეობა ისევ მიმართავს "ტროკოსის" და მის გამო არც არავინ დაუსჯიათ. 3205 7-ს მოსწონს
|