რელიგია მღვდელი გარდაიცვალა კოლეგა სასულიერო პირთან ღამის სე@სისა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ 3 ოქტომბერი, 12:36 მღვდელი ვერ გადაარჩინეს კოლეგასთან ღამის სექსისა და ნარკოტიკების მიღების შემდეგ
ბელგიაში მოხუცი მღვდელი დააკავეს კოლეგის ზედოზირებით გარდაცვალების შემდეგ ბელგიაში 60 წლის მღვდელს ციხე ემუქრება ბრიტანელ კოლეგასთან სექსის და ნარკოტიკების მიღების შემდეგ. ამის შესახებ CBS News წერს. 69 წლის სასულიერო პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ანტვერპენის მახლობლად საღამოს კოლეგის სახლში ატარებდა დროს . რაღაც მომენტში მოხუცი ბრიტანელი ცუდად გახდა და გონება დაკარგა; დაახლოებით შუაღამისას ბელგიელმა მღვდელმა სასწრაფო გამოიძახა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეგობრებმა ექსტაზი და სხვა ნარკოტიკები ერთად მიიღეს და ერთმანეთთან სექსიც ჰქონდათ. ტრაგიკული შედეგის სავარაუდო მიზეზი დოზის გადაჭარბება გახდა. გადარჩენილ მღვდელს ბრალი წაუყენეს ნარკოტიკების შენახვასა და გავრცელებაში, რამაც გამოიწვია სიკვდილი. მამაკაცი დააკავეს და მას პატიმრობა ემუქრება. სხვათა შორის პაპი ფრანცისკე ბელგიაში იმყოფებოდა შაბათს და შეხვდა 17 სასულიერო პირს, რომლებიც გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი და რომლებიც განიცდიდნენ სულიერ ტრავმას, შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ ეკლესია „შეთავაზებს ყველა შესაძლო დახმარებას“ მსხვერპლთა დასახმარებლად. ცოტა ხნის წინ ვწერდი უნგრელ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლ მღვდელზე, რომელიც თავად აღმოჩნდა გეი-ორგიების მონაწილე. 454 2-ს მოსწონს
|