რელიგია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მღვდელი თავად აღმოჩნდა გეი-ორგიების მონაწილე 13 სექტემბერი, 14:55
უნგრეთში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მღვდელი თავად აღმოჩნდა გეი წვეულებების რეგულარული მონაწილე.
უნგრეთში კათოლიკე მღვდელი გერგო ბესე, რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებით, გაასამართლეს გეი-ორგიებში მონაწილეობისა და პორნო-გადაღებების გამო და გაათავისუფლეს მსახურებიდან. ამის შესახებ გამოცემა Telex.hu იუწყება. ბესე ხშირად გამოდიოდა სამთავრობო ღონისძიებებზე, ესწრებოდა და აშუქებდა რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოსვლებს და ითვლებოდა „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლად. ამავდროულად, უნგრული გამოცემის Válasz Online-ის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ბესე გეი წვეულებების რეგულარული მონაწილე აღმოჩნდა. ჟურნალისტების თქმით, ამას მისი მიმოწერა და ვიდეოჩანაწერი ადასტურებს. მღვდლის მონაწილეობით რამდენიმე ვიდეორგოლი პორნოსაიტებზეც გამოქვეყნდა უნგრეთის სამთავრობო წრეებში თურმე იცოდნენ ბესის შესახებ გამოცემა Válasz Online-ზე ფაქტების გამოქვეყნებამდეც კი. Válasz Online-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლეს სამთავრობო წრეებში იცოდნენ დოსიეს შესახებ, რომლის მიხედვითაც დუნავესის სამრევლოში მღვდელი გერგ ბესე შესაძლოა ესწრებოდა გეი წვეულებებს და აგრძელებდა გრძელვადიან ინტიმურ ურთიერთობას სხვა მამაკაცებთან. სამოციქულოში აღიარეს, რომ მღვდლის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებების შესახებ იყვნენ ინფორმირებული და დოსიე გააგზავნეს კალოჩი-კეჩკემეტის მთავარეპისკოპოსთან, სადაც ამ საქმეზე პასუხისმგებელია მთავარეპისკოპოსი ბალაზ ბაბელი. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, არქიეპისკოპოსის კალოჩი-კეჩკემეტის კანცელარიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „2024 წლის 6 სექტემბრიდან გერგო პეტერ ბესე მოიხსნა სამღვდელო მსახურებიდან“. სტატიები - რელიგია - არაჩანდა (intermedia.ge)316 2-ს მოსწონს
|