x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეუფე იაკობი არის ეკლესიის სირცხვილი და ჩვეულებრივი ბანდიტი-ნიკა გვარამია
image

და კვლავ: მეუფე იაკობი არის ეკლესიის სირცხვილი და ჩვეულებრივი ბანდიტი.
ps პირველად ვმეორდები სტატუსში.-წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
image
შეგახსენებთ, დღეს ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ასე გამოეხმაურა:

"მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს, რომ ლაპარაკობენ ლამის მაცივარში გვამები და სადისტური ისინი. ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები. პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს ხო.

მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხო უნდა იყოს. ფაქტი თუ იყო უმკაცრესად დაისჯებიან"-განაცხადა მეუფე იაკობმა.


მანამდე უფლებადამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მასწავლებელებს ბავშვებთან რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათ.




"ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო.

თუმცა, ეს ბავშვები არიან ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული და ძალიან სწორად და ჯანსაღად აზროვნებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, მაგრამ საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ", - ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მათ ნახეს 3 ბავშვი, რომელთა შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ ჰქონდა, კანონის მხიედვით კი პანსიონში ბავშვებს სწორედ სახელმწიფო უნდა რიცხავდეს."

0
720
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0