x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საიდან მოდის სლენგი "სიმონ", რომელსაც ძირითადად ქუთაისლები ხმარობენ?
image

ბევრ ჩვენთაგანს ალბათ ეგონა და ახლაც ჰგონია, რომ ქუჩური ჟარგონი "სიმონ", რომელსაც ძირითადად ქუთაისლები ხმარობენ, ვინმე მოკრიმინალო ელემენტთან იყო კავშირში, მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილია, რომ ქუთაისი კანონიერი ქურდების მექა იყო, თუმცა საქმე სულ სხვაგვარად არის, სლენგი "სიმონ" უკავშირდება მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძეს, რომელიც ბოლშევიკებმა დღევანდელ დღეს, 1 სექტემბერს დახვრიტეს.


1995 წ. 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სიმონ მჭედლიძე წმინდა მოწამედ შერაცხეს.


სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე დაიბადა 1856 წ., სოფ. სვირში (ზესტაფონის რ). თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წ. გადავიდა ქუთაისში, სადაც გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. დაოჯახების შემდეგ (მისი მეუღლე იყო გენერალ ბესარიონ დგებუაძის ასული ეკატერინე და ჰყავდათ ცამეტი შვილი) 1894 წ. 7 მაისს გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წლის 23 მაისს – მღვდლად სოფელ სვირის წმინდა თომას სახელობის ეკლესიაში. 1902 წლიდან იგი სვირის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიაშია წინამძღვრად. 1901 წ. დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად, ხოლო 1902 წ. იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად. 1905 წლიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და, ამავე დროს, დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში, საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარეა. მღვდელი სიმონ მჭედლიძე იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული, ეროვნული სულისკვეთების, სასულიერო-ზნეობრივი და საზოგადოებრივი გაზეთისა “შინაური საქმეები” (1908-1916 წწ.), დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა “განთიადი” (1913-1915 წწ.), რომელიც თეოლოგიური სტატიების გარდა, მოთავსებული იყო მასალა საქართველოს ისტორიიდან, სამეცნიერო წერილები, მხატვრული ნაწარმოებები. 1915 წლიდან “განთიადი” გამოდიოდა, როგორც ორკვირეული სამეცნიერო-ლიტერატურული და საპოლიტიკო ჟურნალი (რომანოზ ფანცხავას, “ხომლელის” რედაქტორობით, ოცდათორმეტგვერდიანი).


ს. მჭედლიძემ თავის თანამდგომებთან ერთად დააარსა სტამბა იმერეთის “სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა”, რომლის მიზანს შეადგენდა სასულიერო წიგნების გამოცემა. სტამბასაც, რომელშიც იბეჭდებოდა “შინაური საქმეები”, “ძმობა” ეწოდა. იგი მდებარეობდა ქუთაისში, საბურთალო-კაზაკოვის შესახვევში, №17 სახლში, სადაც ცხოვრობდა ს. მჭედლიძე თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ ენაზე საღვთო სჯულისა და საღვთო ისტორიების, ღვთისმსახურების შესახებ ქართული სახელმძღვანელოების შექმნას. მას ეკუთვნის სასკოლო სახელმძღვანელო “საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა”, “ღმრთისმსახურების შესახებ”, სერია საღვთისმეტყველო პოლემიკური სტატიებისა (რომლებშიც პირველი ნაბიჯებია გადადგმული კრეაციონისტულ მიმართულებაში), “ქრისტიანობა ბებელის ლაბორატორიაში” და სხვ.


სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში არის დანგრეული ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.






სიკვდილი


1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე ააშენეს თეატრი.

მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.

იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.

დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.



და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.


წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...


თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა გახდა, როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.


საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძე, ირათეოზ ნიკოლაძე, გერმანე ჯაჯანიძე, ბესარიონ კუხიანიძე სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის 1 სექტემბერს(სხვა წყაროებით 26 აგვისტო და 28 აგვისტო) დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.


სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

image


სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს პირველადი დატვირთვა და ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.

1
629
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
629
  
2023, 1 სექტემბერი, 23:19
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1