სხვა მეცნიერებმა იპოვეს ადამიანის გარდაცვალების დროის პროგნოზირების მეთოდი ნეიროქსელის გამოყენებით 17 იანვარი, 17:18 დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება 78% სიზუსტით. კვლევის შედეგები Nature Computational Science–ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა გამოიყენეს 6 მილიონზე მეტი დანიელის მონაცემები ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმის შესაქმნელად. მონაცემების ნაწილი სხვადასხვა არქივიდან და სამედიცინო ჩანაწერებიდან აიღეს. მკვლევარებმა ასევე შეაგროვეს კვლევაში მონაწილე მოხალისეების ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის, დაბადების თარიღის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის და პროფესიის შესახებ. მიღებული ფაქტები ჩადეს მექანიკურ ალგორითმში, რომელმაც მონაცემები გაანალიზა, ურთიერთკავშირი მოძებნა და სცადა მომავალი მოვლენების პროგნოზირება წინა გამოცდილების საფუძველზე. ნეიროქსელმა შეძლო ადამიანის ფინანსური შემოსავლის და ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. გარდა ამისა, ალგორითმა 78% სიზუსტით შეაფასა ადამიანის გარდაცვალების ალბათობა ამა თუ იმ დროს. ეს კვლევაში მონაწილე პირებზე შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანების ნაადრევი სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავებისთვის. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ახლა შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ციფრული კლონი – ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია 2. რამდენ ხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ წყლის გარეშე და რა პირობებში? 3. ბრიტანელი ტელეწამყვანი მთელი თვე ფასტფუდს ჭამდა და მოულოდნელი შედეგი მიიღო 4. მეცნიერები გაფრთხილებთ: პოპულარული საკვები და სასმელი სიმსივნით სიკვდილის რისკს 30%–ით ზრდის 5. ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ! 6. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს 7. ილონ მასკი აცხადებს, როდიდან შეძლებენ ჩიპების გამოყენებას ადამიანებში 8. შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს 9. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება 10. რატომ რგავენ მზესუმზირებს ბირთვული კატასტროფის ადგილებში? უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
188 1-ს მოსწონს |