სხვა საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით 16 იანვარი, 3:29 1. კახეთის მხარე - მისი ფართობია 11, 310 კმ2 (კვადრატული კილომეტრი). ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 38 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო. 2. აფხაზეთის რესპუბლიკა - მისი ფართობია 8661 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო და თითქმის უტოლდება ერთიანი კვიპროსის ტერიტორიას. რესპუბლიკაში შედის 7 მუნიციპალიტეტი: გაგრა, გუდაუთა, სოხუმი, გულრიფში, ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გალი. 3. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 7468 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წალენჯიხა და მესტია. 4. იმერეთის მხარე - მისი ფართობია 6680 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 11 მუნიციპალიტეტი: სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე. 5. სამცხე-ჯავახეთის მხარე - მისი ფართობია 6413 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა. 6. ქვემო ქართლის მხარე - მისი ფართობია 6280 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი და მარნეული. 7. შიდა ქართლის მხარე - მისი ფართობია 5729 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 5 მუნიციპალიტეტი: ჯავა, ხაშური, ქარელი, გორი და კასპი. 8. მცხეთა-მთიანეთის მხარე - მისი ფართობია 5606 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 5 მუნიციპალიტეტი: სტეფანწმინდა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი და მცხეთა. 9. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 4954 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 30 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 4 მუნიციპალიტეტი: ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური და ონი. 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - მისი ფართობია 2919 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 29 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის 5 მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი და ქედა. 11. გურიის მხარე - მისი ფართობია 2033 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 3 მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. ერთიანი საქართველოს ტერიტორიის ფართობი არის 69, 700 კმ2. დღესდღეობით ოკუპირებულია მისი ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის მიერ, ესენია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. "სამხრეთ ოსეთი"). აფხაზეთის ფართობია 8661 კმ2, ხოლო ცხინვალის რეგიონის - 3900 კმ2. გამოდის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის ჯამში 12, 561 კმ2. საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის - 57, 137 კმ2. საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის ფართობი მაინც არის დღეს არსებულ 74 დამოუკიდებელ ქვეყანაზე უფრო დიდი. იხ. ასევე: საქართველოს მხარეები; და საქართველოს მუნიციპალიტეტები; კრებულები:1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. სხვადასხვა - ნაწილი I 6. სხვადასხვა - ნაწილი II 7. ქართული მითოლოგია 8. რელიგია 9. საქართველო - ნაწილი I 10. საქართველო - ნაწილი II 11. ქართული სახელმწიფოები 12 პროტოქართველები 13. კავკასიური კულტურები 14. პარანორმალი 15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე508 3-ს მოსწონს |
წარმატებები...