x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ისტორიული საქართველოს, იმერხევის კიდევ ერთი ულამაზესი სოფელი-ზიოსი! აღმოაჩინე საქართველო!
იმერხევის, ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ზიოსი. იგი მთის წვერზე მდებარეობს, "ზიოსის" ფუძეს შეიძლება გამოეყოს ფუძე-"ზიო", -ს- კი ნათესაობითი ბრუნვის ნიშანს წარმოადგენდეს, რომელიც მიუთითებდეს კუთვნილობა-წარმომავლობაზე. ზიო/ზია საკუთარი სახელია, მისგან ქართული ენის წესების მიხედვით მიღებულია "ზიოსი". სოფლის სახელწოდება შეიძლება მეორენაირადაც აიხსნას - ზიოსი, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს მზეს, შესაბამისად, აღნიშნავდეს "მზიან ადგილს", ფონეტიკური პროცესების შედეგად -მზიოსი-ზიოსი მიიღება. (ტ. ფუტკარაძე)



image


ეტიმოლოგია ნათელია, სახელწოდება "ზიოსი" ქართული წარმომავლობისაა და მიუხედავად იმისა, რომ იმერხევსა და ტაოში ადმინისტრაციულ დასახლებებს თურქულენოვანი სახელები დაარქვეს, არა მხოლოდ ქართულ, არამედ, შერეულ ეთნიკურ დასახლებებშიც და თურქულად მიჩნეულ სოფლებშიც ძირითადად ქართულენოვანი ტოპონიმიკა თუ მიკროტოპონიმიკა გვაქვს!..



გავიმეორებ იმას, რაც წინა სტატიაში დავწერე (სტატია):


თუკი ოდესმე გადაწყვეტთ, რომ გსურთ რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის, ეგზოტიკური ადგილის მონახულება, გირჩევდით, რომ წასულიყავით იმერხევში, მოინახულოთ მისი ულამაზესი ბუნება, ადამიანები, რომლებსაც თქვენს დანახვაზე აუცილებლად გაუბრწყინდებათ თვალები, თუ ეტყვით რომ "გურჯი" ხართ... ამით თქვენც კმაყოფილი, ემოციებით სავსე იქნებით და მეორე მხრივ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ იმ ძაფების არგაწყვეტაში, რომელიც საქართველოსა და ისტორიულ საქართველოს აკავშირებს.




დასასრულს, სურათები მოგიყვებიან ზიოსის შესახებ:


image



image



image



image


image



image



image


image



image


სურათები: ჰემდიე



2
272
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
272
  
2018, 16 დეკემბერი, 20:43
რა ლამაზიააა
0 1 2