სიახლეები კაცობრიობას აფრთხილებენ "დაავადება X“-ზე, რომელიც შესაძლოა COVID-19-ზე 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს 14 იანვარი, 10:04
ჯერ კიდევ გამოუვლენელ, მაგრამ პოტენციურად საშიშ „დაავადება X“-ზე 2018 წლიდან საუბრობენ. ჯანმო-ს შეფასებით, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა 20-ჯერ აღემატებოდეს COVID-19-ს, რომელსაც ზოგიერთმა ექსპერტმა 2020 წელს „დაავადება X“ უწოდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩატარდება დავოსში, შვეიცარია, იქნება „დაავადება X“, რომელიც შესაძლოა 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს ვიდრე COVID-19. განცხადება ღონისძიების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრა სახელწოდებით "მზადდება დაავადება X-სთვის" 17 იანვარს გაიმართება. მომხსენებელი სხვებთან ერთად იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანუს გებრეიესუსი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2024 წლის 15-19 იანვარს გაიმართება. 2018 წელს ჯანმო-მ „დაავადება X“ შეიტანა თავის პრიორიტეტულ დაავადებათა სიაში, რათა დააჩქაროს პათოგენის კვლევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალი პანდემია. აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, სახელში "X" ნიშნავს "მოულოდნელს". 2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის გავრცელების შემდეგ, ექსპერტებმა ვარაუდობდნენ, რომ SARS-CoV-2 შტამი, რომელმაც COVID-19 -მა გამოიწვია, შეიძლება იყოს კიდეც „დაავადება X“. შეგახსენებთ, COVID-19 -ის პანდემია დაიწყო 2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთის ქალაქ უხანიდან და გავრცლედა მთელს მსოფლიოში, პანდემია დასრულებულად გამოცხადდა 2022 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის იანვრის მონაცემებით მთლიანად დაინფიცირდა 733 მილიონი ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 6, 9 მილიონი, რაც COVID-19-ის პანდემიას ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილოს ქმნის მსოფლიო ისტორიაში. 144 3-ს მოსწონს
|