სიახლეები დედა 7 წლის განმავლობაში იტყუებოდა, რომ შვილს კიბო ჰქონდა 13 იანვარი, 17:11
ამერიკელმა ქალმა მოიგონა, თითქოსდა მის შვიდი წლის ქალიშვილს კიბო და სხვა დაავადებები ჰქონდა, რათა ფინანსური შემოწირულობები მიეღო. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
2017 წელს, 41 წლის პამელა რიდმა ოჰაიოდან პირველად იცრუა, რომ მის ქალიშვილს, ედი რეის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, სისხლმბადი სისტემის ავთვისებიანი დაავადება. მაშინ ბავშვი მხოლოდ 20 თვის იყო. ქალმა დაავადების შესახებ დოკუმენტები გააყალბა და სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნა, რომელიც დაავადებასთან "ბრძოლას" მიუძღვნა. გარდა ამისა, რიდი ამტკიცებდა, რომ რეის აწუხებს ხშირი კრუნჩხვები და მომავალში მას ჩაუნერგავენ პორტის სისტემას, რაც საშუალებას მისცემს მას მიიღოს მედიკამენტები ინექციის გარეშე. ქალის თქმით, გოგონას ასევე დაუსვეს აპლასტიკური ანემიის დიაგნოზი, დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ძვლის ტვინი წყვეტს საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედების გამომუშავებას. გარდა ამისა, რიდი ამტკიცებდა, რომ რეი მარჯვენა თვალიდან ვერ ხედავდა. დედამ ქალიშვილს თავი გადაპარსა და საავადმყოფოებში დაჰყავდა, სადაც ბავშვს აიძულებდა გამოკვლევები და სისხლის ანალიზები გაეკეთებინა. ამის გამო გოგონამ სკოლა 280 საათზე მეტი გააცდინა. იმავდროულად, რიდმა შეაგროვა შემოწირულობები, რომლებიც თითქოსდა მკურნალობაზე დახარჯა, მაგრამ სინამდვილეში მთლიანად თავისთვის აიღო. სიცრუე, მხოლოდ 7 წლის შემდეგ, ამა წლის იანვარში გამოაშკარავეს, როდესაც რაის დაწყებითი სკოლის ექთანმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი მარჯვენა თვალიდან ხედავდა. ექთანმა ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა და გამოძიება დაიწყო. მალე გაირკვა, რომ რაის არასდროს ჰქონია კიბო ან სხვა დაავადებები. რიდი დააპატიმრეს და საოლქო ციხეში გადაიყვანეს. თავდაპირველად, ქალი თავიდან გამომძიებლებს ისევ ზღაპრებს უყვებოდა, ცდილობდა მოეტყუებინა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ეს ყველაფრი შემოწირულობების გულისთვის გააკეთა.ქალი 50 000 დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რიდი დაქორწინებულია, მაგრამ მისი ქმარი არ არის ნახსენები არცერთ დოკუმენტში და არც ქალის დაკავების დროს იყო ადგილზე. გაურკვეველია იცოდა თუ არა მან სავარაუდო თაღლითობის შესახებ. სპეციალურმა სამსახურმა „მათი უსაფრთხოების გამო“ წყვილის ყველა შვილი სახლიდან წაიყვანა, ნათქვამია დოკუმენტებში. 36 2-ს მოსწონს
|