საქართველო ქართული ოცნება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას ითხოვს 2012, 11 ოქტომბერი, 16:54 „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით ასეთი რამ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება, როდესაც პრემიერ მინისტრის გარდაცვალაება გამოუძიებელი რჩება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ შეეგუებიან შერჩევით მართლმსაჯულებას და უსამართლობას, ამიტომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა პერმანენტულად გამართავს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს, რომლებიც მიმართული იქნება უკანონობის აღმოსაფხვრელად საქართველოში. აქცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 7 წლისთავს მიეძღვნა.ექვსი წლის წინ, 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქვეყანას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სამწუხარო ამბავი აცნობა და გარდაცვალების მიზეზიც მომხდარიდან რამდენიმე საათში დაბეჯითებით გაახმაურა. ოფიციალური ვერსიით, რომელიც დღემდე ვერსიად რჩება, პრემიერი საბურთალოს ქუჩის (#50 ა) ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მეგობარ რაულ უსუპოვთან ერთად გაიგუდა. უცნაურია, რომ ტრაგედიიდან ლამის რამდენიმე საათში გახსნილი საქმე დღესაც დახურული არ არის. საზოგადოების დიდ ნაწილს ოფიციალური ვერსიის უტყუარობის არ სჯერა, ოჯახი ამბობს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. ეჭვს აღრმავებს ის წინააღმდეგობები, რაც საქმის გამოძიების მასალებში ფიგურირებს. ჯერ ისევ ძველი ხელისუფლება კი არათუ მომხდარ ტრაგედიაზე ლაპარაკს, არამედ თავად ზურაბ ჟვანიას ხსენებასაც გაურბის. 452 1-ს მოსწონს
|