x
image
Yoona
Mediator image
რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე
დიდი ხანია ტყის გაჩეხვა ჩვენი პლანეტისთვის უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ვცდილობთ ხის მასალა ჩავანაცვლოთ ხელოვნური და გადამუშავებადი მასალებით, მასზე ბოლომდე უარს ვერ ვამბობთ. არადა მოჭრის გარეშე ბუნებრივი ხის მასალის მიღების ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია არსებობს. დაისუგი უძველესი იაპონური მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ღირებული მასალა მცენარის განადგურების გარეშე. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისი დახმარებით ერთ დღესაც ტყეების განადგურებას შევწყვეტთ.



image



დაისუგი უძველესი და ამავდროულად შთამბეჭდავი სატყეო ტექნოლოგიაა. პირველად ნახსენებია მე–14 საუკუნის წყაროებში. ძველი დოკუმენტების მიხედვით, დაისუგი გამოიგონეს ქალაქ კიოტოში, კუნძულ ჰონსიუზე, რომელიც იმ დროს იაპონიის დედაქალაქი იყო.



image

ტიპიური მთის ტყე იაპონიაში




ტექნოლოგია გამოიგონეს არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმის გამო, რომ მთიან ადგილებში ტყის გასაშენებლად საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ. დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ კიოტოს მიმდებარედ დაბალი ხარისხის ხეები იყო.



image

ტარუკი–ძელი სახურავის ქვეშ




ნამდვილი იაპონური სახლების ასაშენებლად საჭიროა ტარუკი – ძელები სახურავის მხარდასაჭერად. ეს იდეალურად სწორი ძელია, კვანძების გარეშე. მთიან რაიონებში ხეები კი დაგრეხილი ხარობს, ამიტომ სამშენებლოდ უვარგისია.



image



როგორ გავზარდოთ ხე ხეზე



დაისუგის ტექნიკამ ან როგორც უწოდებენ „კედარი კვარცხლბეკზე“ პრობლემა მოაგვარა. აქ კედარზე ტყუილად არ ამბობენ, რადგან მეთოდი გამოიყენება მხოლოდ კიტაიმას წიწვოვან ხეზე ან იაპონურ წითელ კედარზე. დაისუგი მეტყევესგან მოითხოვს მოთმინებას და შრომას. მეთოდი მოიცავს ტოტების მუდმივად გასხვლას განსაკუთრებული სქემით. ხელუხლებელი რჩება მხოლოდ ზედა ნაწილები, მოხრილობების და კვანძების გარეშე.



image



ყლორტი იზრდება დედა ხიდან ვერტიკალურად ზევით. ყლორტის გაჩენიდან იმ მომენტამდე, სანამ ტოტის მოჭრა შესაძლებელია, 20–30 წელი გადის. მთელი ამ დროის განმავლობაში ყლორტის ზრდას აკვირდებიან და შესწორებები შეაქვთ.



image



მიღებული ხის ტანი იდეალურია სამშენებლოდ, ავეჯის წარმოებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაისუგის ხე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწაში დარგული ახალგაზრდა ხეები – ისინი კვებას დიდი ხისგან იღებენ.



image



დაისუგის წყალობით ყველას შეუძლია ამოისუნთქოს. ხის მომხმარებლები იღებენ მაღალი ხარისხის მასალას, ეკოლოგები მშვიდად არიან, რადგან ხის ნაცვლად იჭრება მხოლოდ ტოტები, ხოლო პატრიოტებს უხარიათ, რომ უძველესი იაპონური ტრადიცია დავიწყებას არ მიეცა. ესთეტებიც აღფრთოვანებულნი არიან. დაისუგი გამოიყენება მრავალსაფეხურიანი ლანდშაფტის საოცარი კომპოზიციების შესაქმნელად.



image



ტექნოლოგია დაისუგი ბონსაის იაპონურ ხელოვნებასთან დაკავშირებულია. თითქმის იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მიზანი განსხვავებულია.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

2. ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

3. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

4. ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

5. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
454
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
454