საქართველო სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრის დეტალები 2012, 10 ოქტომბერი, 18:46 საქართველოს პრეზიდენტის და მომავალი პრემიერმინისტრის შეხვედრა შედგა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ოცნების რამდენიმე ლიდერთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ, მათ მედიისთვის მოკლე განცხადებები გააკეთეს.ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპონენტებს ახალი ხელისუფლება მოექცევა „არაისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა“„ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებსაც შეეხებოდა, რაშიც ძველ დაახალ ხელისუფლებას შორის სტრატეგიების „თანხვედრაა“. საქართველოს მოსახლეობა. ეს გახლდათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს განცხადებული გვქონდა - ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს, უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.კარგია, რომ მოვახერხეთ შეხვედრა, კარგია, რომ მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შევუქე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ." თავისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა: "დღეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად გადაცემა, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამას ჩვენ ვცემთ პატიცვს. ჩენ ვისაუბრეთ და, რათქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავაებებია ძალიან ბევრ პოლიტიკურ, ეროვნულ საკითხზე, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობების ფუნქციებს შორის მოხდეს ექსცესების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მოვაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს". 647 4-ს მოსწონს |
პ.ს. მაინც კარგია მაგდენს რომ ხვდები.