x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვინც ჩემი დაბრუნება დაგეგმა, ყველანი რუსეთის აგენტები არიანო....ეგრეა მიხოო" - გელა ზედელაშვილი
image


"ბატონ მიხას “ვივამედიდან'' დეპეშა გამოუგზავნია - ვინც 2021 წლის ოქტომბერში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, ყველანი რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები არიანო.


ეგრეა, მიხოოო!


ვინც შენ აქ გამოგაგზავნა, ვინც “არაჟნის'' კონტეინერში ჩაგსვა, ვინც სცენარი დაგიწერა, ვინც სანზონაში ჩემ მეზობლად დაგმალა, ვინც გპირდებოდა, ჩამო, მთელი საქართველო ქუჩაში დაგხვდებაო, ყველა აგენტია და თანაც ჩანერგილი!



მეტსაც გეტყვი, მიხოოოო!


დედაშენიც აგენტია, ბიძაშენიც აგენტია, შენი ყველა ცოლი აგენტია... ბარამიძეც აგენტია, ყველაზე ხშირად ეგ მოგიწოდებდა - ჩამოდი, ჩამოდიო!

კურკუმალაც აგენტია, დაგპირდა, “ვივამედში'' შემოვვარდები, დაგიხსნიო და ჩემი ფეხები, გადაგაგდო.


ეგე, სურათზე ნახე, საიდანღაც ჩამოყვანილები რუსთაველზე ისხდნენ და თაბახის ფურცლებზე ეწერათ - “მიშა, ჩამოდიო''.

image

მიხოოოო!

რაც მთავარია, შენც აგენტი ხარ, შე ჩემის თვრამეტიანო, აბა, რა ხარ?!


პუტინს კოდორის ხეობა მე ვაჩუქე?

პუტინს 170 სოფელი დამატებით მე გადავულოცე?

პუტინს 80-მდე სტრატეგიული ობიექტი მე გადავუფორმე?

პუტინის მოტოციკლეტის ხმაზე, ბომბდამშენი რომ გეგონა, გორში ქუჩები ცხვირით მე გადავხანი?


არა!

ეს შენ იყავი, შე ჩათ***ხების უსტაბაშო, შენა!


ყურადღებას აღარავინ გაქცევს და დაიწყე ჩაშვებების სერია, ხო?


ვოლოდიმირ ზელენსკიმ რო გამოგაგზავნა საქართველოში ხელისუფლების ასაყირავებლად, რა, ეგ არ არი რუსეთის აგენტი?


ვინც შენი გამომგზავრება დაგეგმა კონტეინერით, ის რომ უკრაინის დაზვერვის “უმფროსის'' მოადგილედ გაამწესეს, ეს ფაქტი არაფერს გეუბნება?!


შენს გაფარჩაკებულ და ღობემორღვეულ პარტიაშიც ყველა აგენტია, ყველა მოღალატე და გამყიდველია... იიიი, ვითამ არ იცოდი, აი!


ძალიან კარგადაც იცოდი და იცი, მაგრამ თავს იკატუნებ.


მიდი, მიდი, თითი დაადე, დაასახელე, კონკრეტულად რომლები არიან აგენტები?!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი


0
621
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0